თავი 29

800 104 60
                                    

-არც კი გაბედო და ის აქ არ მოიყვანო! მისი დანახვაც არ მინდა!

ტალიამ სცადა ფაბიანისთვის ყურადღება სხვა თემაზე გადაეტანა, მაგრამ არ გამოუვიდა.

ფაბიანს საყვარელი ქალის მცდელობისთვის ყურადღება არ მიუქცევია, ისე გააგრძელა მომთხოვნი, პირქუში მზერით მისი ყურება და მასზე ზემოქმედება.

მოსალოდნელი ხსნისა და პასუხის მიღების სურვილით ავსებული ტალიასა და ფაბიანის სიჩუმემ ჰაერი მარტივად შეავსო უხერხული სიჩუმით. ანას ჯერ კიდევ ვერ გაეგო რამით თუ შეეძლო ეს გარემო განემუხტა ამიტომ ისე იყო დამუნჯებული თითქოს იქ არც ყოფილიყო.

-ეს...
ფაბიანმა გაოგნებისგან ძლივს ამოილუღლუღა, როდესაც გაიაზრა სიჩუმეში გაფანტული გულისცემა სამის ნაცვლად, ოთხ ადამიანს ეკუთვნოდა.

-რა ეს?

ჯერ კიდე გაღიზიანებულმა და წარბშეკრულმა ნატალიამ მტკიცე, მკაცრი ხმით გაიმეორა ფაბიანის დაუსრულებელი წინადადება და წინ ჩამოგდებული მუქი კულული  ყურს უკან თხელი თითების ლამაზი მოძრაობით გადაიწია.

-ღმერთო ჩემო...

ოქროსფერ თვალებიან ბიჭს სუნთქვა შეეკრა, როდესაც გაიაზრა, რომ მეოთხე სტაბილური გულისცემა მისკენ მომზირალი ლამაზმანიდან მოდიოდა.  მეტყველება დაკარგულმა ათრთოლებული ხელები სახეზე მოისვა და სასწრაფოდ ძველებურ დივანში ჩაეშვა.

-მე მესმის... ღმერთო, ნუთუ ამის დამალვას მართლა უპირებ? სერიოზულად ტალია!

ფაბიანის მოულოდნელი რეაქციით გაოცებულ ლამაზმას სულ გადაავიწყდა ის ბრაზი, რომელსაც წუთის წინ სავარძელში ჩამჯდარი და გაოგნებული ბიჭის მიმართ გრძნობდა.

ვერ იჯერებდა, რომ ეს ფაქტი გამორჩა. თავს ვერ პატიობდა რომ ორთვიანი საიდუმლო მისი შვილის გულისცემამ გასცა.

-მას არ ვჭირდები. ეს თვითონვე მითხრა. მე კი დავპირდი რომ ვეღარასოდეს ვნახავდით ერთმანეთს. არ ვაპირებ ამ პირობის დარღვევას გასაგებია? არ დავუშვებ ჩემი შვილი მამამისივით ცბიერი, ძალაუფლებაზე გაგიჟებული ნაბიჭვარი გახდეს! ამიტომ არაფერს იტყვი გასაგებია? ეს რომ ზეინმა გაიგოს...

დაწყევლილი (დასრულებული)Where stories live. Discover now