თავი 18

831 92 25
                                    

როგორც კი ამოუცნობი ძალის მქონე ლამაზმანი უცნაური ილუზიიდან გამოერკვა და შიშისგან გაფითრებულ ზეინს გახედა, მიხვდა რომ ყველაფერი რიგზე არ იყო.

-გაიგე რა გითხარი?  სასწრაფოდ უნდა გავიდეთ! ადექი!

ბიჭმა ისევ დაუყვირა და ნატალიამაც სწორედ მაშინ შენიშნა ცეცხლისგან მოგიზგიზე გარემო.

-რა მოხდა?

მოულოდნელად თავს დატეხილი ხანძრისგან დაბნეულმა წამოდგომისთანავე იკითხა და თვალი კიდე ერთხელ შეავლო გარემოს.

ცეცხლის ალს მთლიანად მის მფლობელობაში მოექცია კარავში მდგომი თითოეული ნივთი.
-როგორმე გონს მოდი!

ზეინის გაღიზიანებული ხმის გაგონების თანავე ნატალიას მაჯაზე მარწუხებივით შემოეჭდო ბიჭის თითები და ისე მალე აღმოჩნდა გარეთ, რომ თვალის დახამხამებაც ვერ შეძლო.

- რა მოხდა? კარგად ხართ?
მათთან რამდენიმე წუთში აფორიაქებული ნაილი გაჩნდა და შეშინებულმა შეათვალიერა მეგობრები.
-არ ვიცი. იქნებ მას ვკითხოთ? ძილში რაღაცეებს ბუტბუტებდა,შემდეგ კი მოულოდნელად ყველგან ცეცხლი გაჩნდა.

ჯერ კიდე მოულოდნელობისგან დაბნეულმა ზეინმა ხმის ტემბრი ვერ გააკონტროლა და სუბლ შეკრულმა გადახედა ტალიას.

-არ ვიცი ეს მე თუ გავაკეთე, მაგრამ...
-Nunc prohibere imperium!
ნატალიასკენ მიმავალმა არასელმა ხმამაღლა წამოიყვირა ლათინური სიტყვები და ერთი ხელის აქნევით ცეცხლი ჩააქრო.
-რა ხდება ნატალია? ეს შენ ჩაიდინე?

წითურმა ქალმა ფერმკრთალი კანით, ტალიას ისე გახედა თითქოს მისი თვალებიდან სიმართლის ამოკითხვა შეეძლო.

-არ ვიცი ეს მე გავაკეთე თუ არა.
ტალიას დაბნეული და არეული ხმა არასელისთვის საკმარისი გახდა. გარეთ მოგროვილ ზებუნებრივ არსებებს თვალი დინჯად მოავლო და მკაცრი ბრძანების შემდეგ დააბრუნა უკან.
-თქვენ წამომყევით.
მას შემდეგ დაამატა არასელმა, რაც წასასვლელად ზეინი და ნაილიც მოემზადნენ.

დაწყევლილი (დასრულებული)Where stories live. Discover now