თავი 37

711 86 91
                                    

გამეფებული სიჩუმით შევსებულ ოთახს, სიმყუდროვეს სამი გაბმული გულისცემა აფრთხობდა.
ადამიანური გრძნობებით შეპყრობილი ვამპირი გაფაციცებით უსმენდა თითოეული მათგანს და თავს არწმუნებდა, რომ მისი შიშები უსაფუძვლო იყო.

საყვარელ, ცივ სხეულს აკრულ ნატალიას ჯერ კიდევ ვერ გაეკვალა ის ფიქრები, რომლებმაც მოსვენება ედენთან საუბრის შემდეგ დაუკარგა. ერთ წერტილს მიქვავებული, ცერათითით შეუწყვეტლივ ეფერებოდა ზეინს და ხარბად ისუნთქავდა სურნელს, რომელიც მალე მისთვის აღარ იარსებებდა.

-ზეინ, არ ფიქრობ რომ მისთვის სახელის შერჩევა მაინც ახლა უნდა დავიწყოთ?

მშვიდი სიჩუმე, ნატალიას სიტყვებმა ქაოსად აქცია, მაგრამ ამისთვის ზურმუხტისფერ თვალებიანს ყურადღება არ მიუქცევია. გაზრდილ მუცელზე ხელი ნაზად გადაისვა და საყვარელ თვალებს გახედა.

-ამაზე ხომ ვისაუბრეთ? საკმაოდ დიდი დრო გვექნება მისი გაჩენის შემდეგ.

უკმაყოფილო ტონით დაუბრუნა პასუხი ზეინმა და მზერა ნატალიას მუცელზე შეაჩერა. არ მოსწონდა ის ფაქტი, რომ ორი თვის განმავლობაში ტალია არწმუნებდა შვილისთვის სახელი შეერჩიათ.

-მაგრამ ზეინ...
-ნატალია გთხოვ, უკვე გარკვევით აგიხსენი რომ სახელს მისი გაჩენის შემდეგ შევარჩევთ!

გოგოს საუბარი მაშინვე გააწყვეტინა ძლევამოსილმა ვამპირმა და წარბშეკრულმა გადახედა საყვარელ მეუღლეს.

ხმას არცერთი იღებდა. ორივე ერთსადაიმავე გრძნობას შეეპყრო და თავს არ ანებებდა.

დადებული პირობა ნატალიას უფლებას არ აძლევდა ზეინისთვის აეხსნა, რომ უნდოდა იქამდე შეეგროვებინა შვილზე ინფორმაცია, სანამ მოკვდებოდა.

არც ზეინი ურიგდებოდა იმ შიშს, რომელიც ნატალიას დაკარგვით იყო გამოწვეული. მეტიც! გონებაში ბავშვივით ჩაებეჭდა, რომ თუ მათი შვილის სახელის შერჩევას ახლა არ დასთანხმდებოდა, ამით საყვარელ ადამიანთან გამომშვიდობება არ მოუწევდა.

დაწყევლილი (დასრულებული)Where stories live. Discover now