თავი 22

892 105 35
                                    

-კარგი, ახლა მართლა უნდა წავიდე.

ზეინმა მაშინვე ამოიოხრა, როგორც კი სანაპიროზე ნატალიასთან, არასელთან, ნაილთან და ადელაიდასთან ერთად მივიდა.

-ფრთხილად იყავი კარგი?
ტალიამ ძლივს გასაგონად ჩაიბუტბუტა და ზეინს ისე შეხედა, თითქოს უკანასკნელად უყურებდა.

-მხოლოდ რამდენიმე დღით მივდივარ, ამიტომ ასე ნუ მემშვიდობები.

ზეინმა მსუბუქად ჩაიცინა, ტალიას ხელები მჭიდროდ მოხვია წელზე და მის სხეულზე აიკრა.

მოულოდნელი ქმედებისგან დაბნეული ლამაზმანი უნებურად აწითლდა და თანმხლები ხალხისკენ დარცხვენილმა გაიხედა.

-მათზე ნუ ნერვიულობ. ყველამ იცის, რომ ეს ნორმალურია.

ზეინს სახეზე მნათობი ღიმი აუთამაშდა. ცალი ხელი მის წელს მოაშორა, ლოყაზე ხელის გული მიაბჯინა და ცერა თითით მიეფერა.

-დამპირდი, რომ თავს მოუფრთხილდები და ჩემ გარეშე არ მოინდომებ კიდევ ერთხელ სიკვდილს.

ზეინმა ისევ ჩაიცინა, მაგრამ ამჯერა ნატალიამ შეამჩნია ეს სულაც არ ყოფილა ის ღიმილი, რომლითაც წუთის წინ იყო სავსე.

-ყველაფერს გავაკეთებ, რომ ცოცხალი და უფრო ძლევამოსილი დაგხვდე.

მსუბუქად უპასუხა ნატალიამ და შიში, რომელიც უკვე დიდიხანია სტანჯავდა სადღაც მოისროლა.

-კარგი, წასვლის დროა.

ამოიოხრა ზეინმა და მაშინ, როდესაც ტალიამ უკან გაწევა დააპირა, მანძილი მათ შორის უფრო შეამცირა და მსუბუქი, გამოსამშვიდობებელი კოცნა დაუტოვა ლამაზ ვარისფერ ტუჩებზე.

ტალიამ იმის გაფიქრებისას, რომ ზეინმა მსგავსი თბილი ქცევა სხვების თვალწინ გააკეთა ღიმილი მოგვარა და კოცნის შეწყვეტისთანავე ძლიერად ჩაეხუტა.

-კარგი, არასელ მას უნდა მიხედო . იმედია მოღალატეს იქამდე იპოვი, სანამ დავბრუნდები, თორემ თუ მე ვიპოვნი გპირდები ცოცხალი აღარ დარჩება.

დაწყევლილი (დასრულებული)Where stories live. Discover now