თავი 15

928 106 66
                                    

ზეინმა ჩაიღიმა და გოგოს შუბლზე ნაზი კოცნა დაუტოვა.

ტყიდან დაბრუნებულებს მათ კარავთან არასელი დახვდათ.

-ნატალია ისწავლე?

-ვამპირებს მალე ათვისების უნარი გვაქვს ხო ასე?
-რათქმაუნდა.

მაშინვე დაეთანხმა ზრინიც და არასელს ღიმილით გახედა

-მაშინ წამომყევი. პირველ შელოცვას გასწავლი.

-კარგი.

ნატალია ბიჭს მოშორდა და არასელს გაჰყვა.

-ახლა მოკლედ აგიხსნი რას ეხება მაგია. ოდესმე გქონია შეხება ჯადოქრობასთან?

-რათქმაუნდა და მინდა ეს გავაკონტროლო. აღარ მინდა ჩემმა ბრაზმა კიდე ვინმე დააშავოს.

მხრების ჩეჩვით უპასუხა ნატალიამ და კარშავში შესულმა გარემო ინტერესით მოათვალიერა.

დარწმუნებული იყო ის წიგნწბი სწორედ აქედან გამოატანა არასელმა, რადგან კარავი სავსე იყო მსგავსი წიგნებით. მუქი შინდისფერკ კარვის თითოეულ კუთხეში სხვადასხვა კონტეინერებიც შეამჩნია და დიდი ფიქრი არც დასჭირვებია ისე მიხვდა, რომ იქ შელოცვისთვის საჭირო ნივთები იქნებოდა.

-რას გულისხმობ? შენ რა რაიმე ჯადოქრობა უკვე იცი?

არასელის გაოცებულმა შეძახილმა ნატალიას ყურადღება მაშინვე მიიბყრო და დაბნეულობისგან წამწამები ააფახუნა.

-მე... მეგონა იცოდით. მაიკლის ხალხის თავდასხმისას ჩემმა ბრაზმა გადამფარა და ჩემგან დამოუკიდებლად, რაღაც გავაკეთე. სიმართლე გითხრათ არც კი ვიცი რა, მე უბრალოდ წრე შევკარი სადაც ვამპირები ვერ ჩერდებიან. ისინი ტკივილისგან ყვიროდნენ და შემდეგ... მე კინაღამ ზეინი და ფაბიანი მოვკალი.

იმ მომენტის გახსენებისას გოგოს გააჟრჟოლა.

-თავდაცვის შელოცვა გამოიყენე მიუხედავად იმისა, რომ არ იცოდი?

დაწყევლილი (დასრულებული)जहाँ कहानियाँ रहती हैं। अभी खोजें