თავი 13

984 102 166
                                    

ზეინმა ხმა ვერ ამოიღო,როდესაც დაცარიელებულ სანაპიროზე ერთადერთი ქალი დახვდათ საშუალო ზომის ნავით.

-მე დაველაპარაკები.

მას შემდეგ თქვა ზეინმა, რაც მისი გუნდი ერთად მიუახლოვდა ქალს.
-მემ?

ბიჭმა ზრდილობიანად მიმართა ქალს. მის ძახილზე კი უცნობი მაშინვე მობრუნდა.

-ნატალია მოხვედით?

ქალის მოულოდნელმა წამოძახილმა ყველა დააბნია ნატალიასა და ნაილის გარდა, რადგან მათ უკვე ენახათ ეს ქალი ხედვებში.

-თქვენ...

ნატალიამ საუბარი დაიწყო, მაგრამ ქალმა გააჩერა. ჟღალი თმა ზურგს უკან გადაიყარა და ნაილს ხელი გაუწოდა.

-მე არასელი ვარ. შენ კი ნაილი. ბოლოს შენს ხედვებში შემოვიჭერი და სწორედ ამიტომ გაფასებთ თითოეულ თქვენგანს. მიუხედავად საშინელი დასასრულისა მაინც გადაწყვიტეთ ბრძოლის გაგრძელება. განსაკუთრებით შენ ზეინ. გამიხარდა, რომ ფარხმალი არ დაყარე.

ბიჭი არასელის სიტყვებმა დაზაფრა, რაზეც უხერხულად შეიშმუშნა.

-რას გულისხმობ ფარხმლის დაყრაში?

ნატალია ჯერ კიდე არ იყო მზად ზეინისთვის მისი სიკვდილის შესახებ თქვა, ამიტომ მაშინვე გააჩუმა ჯადოქარი.

-ის ამ ულევ მსხვერპლს გულისხმობს.

არასელს წამი დასჭირდა სიტუაციის გასაანალიზებლად და ნატალიას მაშინვე დაეთანხმა.

-ადამიანები კარგები არიან ხომ ასეა?! მათთვის სიცოცხლის გაწირვა ღირს.

ქარმა მსუბუქად გაუღიმა ბიჭს და ტალიას გახედა.
-ზუსტად. ახლა კი მომყევით.

ქალმა ზურგი აქცია და ოკეანეში ერთ ადგილზე მოტივტივე ნავზე ავიდა.
ძალიან მალე ზეინმა მის თანამგზავრებთან ერთად იმ მიწაზე დადგა ფეხი, რომელზეც საუკუნეების განმავლობაში არ შეეძლოთ მათნაირებს მოხვედრა.

დაწყევლილი (დასრულებული)Where stories live. Discover now