თავი 21

818 100 29
                                    

-ფაბიან!

ზეინმა მრისხანეცხოველივით დაიღრიალა და წამის წინ გამოღვიძებულ ბიჭს ისე დაარტყა, გამოფხიზლებაც არ აცადა.
-რა ჯანდაბაა?

წარმოუდგენელი თავდასხმისგან გაურკვევლობაში ჩავარდნილი ფაბიანი მიწიდან ძლივს წამოდგა და მის წინ მდგომ გაღიზიანებულ ბიჭს გახედა.

-შენი ბრალია! წამით ისიც კი დავიჯერე, როდესაც მითხრა, რომ ჩვენი ურთიერთობის წინააღმდეგი არ იყავი. თითქმის დავუშვი, რომ არც ისეთი საცოდავი ნაბიჭვარი იყავი, როგორიც წარმომედგინე, მაგრამ შევცდი. თან როგორ შევცდი! ყველაზე მდაბიო სული გაქვს!

ფაბიანმა დაძაბულობისგან სიტყვები ვერ მოძებნა. ჯერ კიდე ვერ ხვდებოდა, რატომ ჩხუბობდა ზეინი. ვერ იაზრებდა მისგან რა უნდოდა, მაგრამ შემდეგ თითქოს გონება გაუნათდა. გაახსენდა ნატალიასთან ბოლო საუბარი და ქვეცნობიერმაც მაშინვე უკარნახა, რომ ტალიას დაკარგვის შიშით გაღიზიანებული , მასთან მხოლოდ იმიტომ მივიდა, რომ  განადგურებულს მასზე ამოენთხია ბრაზი.

-კარგი, დამშვიდდი. ვიცი ეს მტკინვეული იქნება. მეც ასე განვიცდი ამ ამბავს, მაგრამ ვფიქრობ რომ...

ფაბიანს სიტყვა გაუწყდა, როდესაც მის წინ მდგომის სახეზე უფრო დიდი, ენით აღუწერელი, მრისხანება ამოიკითხა და ამ მრისხანების ფონზე შემდეგმა დარტყმამ წამიერად გააგდო კარვიდან .

-აპატიეთ, ცუდ მდგომარეობაშია.

ტკივილისგან სახედამანჭულმა ფაბიანმა ბოდიში მოუხადა იმ გოგოს, რომლის ფეხებთანაც დაცემისას მოხვდა.

ნელა წამოდგა, უსიტყვოდ გაისუფთავა დასვრილი ტანსაცმელი და ზეინის დასამშვიდებლად ახალი წინადადებების დაწყობა დაიწყო.
-დამშვიდდი კარგი? შეიძლება გადარჩეს. ხელს ნუ ჩაიქნევ, ყოველწუთს შეიძლება სიტუაცია შეიცვალოს. იქამდე კი ჯობია მასთან დარჩე. კარგი იქნება თუ...

ფაბიანს კიდე ერთხელ მოხვდა მუშტუ და ამჯერად იმაზე შორს გადავარდა, ვიდრე წინა ჯერზე.
-ზეინ ყველაფრისთვის მზად უნდა იყო. ვიცი წარმოუდგენელია, მაგრამ...

დაწყევლილი (დასრულებული)Where stories live. Discover now