თავი 19

790 96 60
                                    

-კარგი, დავიწყოთ?

ნატალიამ ღრმად ჩაისუნთქა და ფსიქოლოგიურად მოემზადა.

-დავიწყოთ, მაგრამ იქამდე მინდა რაღაც გავაკეთო.

ზეინი ნელა დაიძრა გოგოსკენ და როგორც კი გაუსწორდა მისი ხელის მტევნები კისერზე მოხვია. ცერა თითი ლოყებზე აასრიალა და პატარა ჟესტით ანიშნა მისთვის შეეხედა.
-ნებას მომცემ?

ისე  იკითხა თითქოს პირველად აპირებდა მის დაჰიპნოზებას.
-რის გაკეთებას აპირებ?

ნატალიამ წარბები შეკრა, მაგრამ როგორც კი ზეინის კარამელისფერ თვალებს შეხვდა ინსტიქტურად გაეღიმა.

-მე ჩემ ძალას ბრაზით ვაკონტროლებ. უნდა ვეცადო შენც გაგაბრაზო, მაგრამ არ მინდა ჯადოქრული ტრიუკებით ტვინი ამიფეთქო. ამიტომ უბრალოთ თავის დაზღვევა მჭირდება.

-კარგი, მაგრამ გთხოვ ისე ნუ მოიქცევი რომ ყველაფერი ისევ აურიო.

ზეინმა თავი მსუბუქად დაუქნია ტალიას და თვალებში ჩახედა.

-მინდა რომ ბრაზი მთლიანად გამოუშვა, მაგრამ არანაირი ჯადოქრობა! კონცენტრირებას მხოლოდ საკუთარ ნიჭზე მოახდენ.

ზეინის თაფლისმერმა თვალებმა ისევ მის დაქვემდებარებაში მოაქცია გოგო, მაგრამ ამჯერად არ იყო იმის წინააღმდეგი რაც მან უთხრა.
-კარგი, მზად ვარ.

დაიჩურჩულა ტალიამ და უკან დაწევა დააპირა, მაგრამ ზეინმა ისევ მისკენ მისწია და მის მკერდზე აკრულ სუსტ სხეულს ცბიერი ღიმილით დახედა.

-რა...
-ამ ყველაფრის შემდეგ ვფიქრობ გრძელ და ვნებიან კოცნას დავიმსახურებ.

ტალია ერთიანად აწითლდა და ისევ სცადა უკან დახევა, მაგრამ არც ამჯერად გამოუვიდა.

-მითხარი ნატალია... ნუ გამირბიხარ. ვიცი რომ შენც ისევე გინდივარ, მაგრამ შენში დარჩენილი არისტოკრატი, ამაყი ქალი ამის საშუალებას არ გაძლევს.

დაწყევლილი (დასრულებული)Wo Geschichten leben. Entdecke jetzt