თავი 3

1.3K 120 128
                                    


-ტალია...

ედენის სუსტმა ჩურჩულმა თვალუწვდენელი სასახლის წინ ჩამომდგარი გოგოს ყურადღება მიიქცია და ისე შეათვალიერა, თითქოს ცდილობდა საყვარელი მწვანე თვალები გონებაში ცოცხლად ჩაებეჭდა.

შემოდგომის ცივი ნიავი მათ გარშემო აზუზუნდა და ხიდან მომწყდარი ოქროსფერი ფოთლები  ირგვლივ მიმოიფანტა.

ჰაერში გაპარულმა დაძაბულობამ ქარის ქროლვა მეტად დაწმინდა და ნატალიას სმენამდე გამოსამშვიდობებელი მარშივით მიაღწია.

-მშვიდობით დედა. მადლობა იმ წლებისთვის, რომლებიც მე დამითმე. -საკუთარი ტრაგედიით გულ დამძიმებულმა დაიჩურჩულა, გაყინული ცხვირი გულთბილი, უცხო ქალის სხეულში ჩარგო და სამუდამო მონატრებისთვის განწირული ტკბილი სურნელი ხარბად შეისუნთქა.- სამუდამოდ მადლიერი ვიქნები დედა.

ჯიუტად გაუმეორა საკუთარ თავს და ზებუნებრივი ძალებით გაჟღენთილი სხეული სურვილის მიუხედავად ჩამოაშორა დედისას.

-ძვირფასო, როგორ გაგიშვა? ახლა შენც დაგკარგავ.-ედენის გულში ჩაგუბებულმა დიდმა ნაღველმა ისევ იფეთქა. შვილ მკვდარი დედა მეორე შვილის დაკარგვის ტკივილმა კიდევ ერთხელ აატირა.

-არ დამკარგავ დედა, როგორც კი შევძლებ დავბრუნდები და მოგძებნით.-ფაბიანის სიკვდილისა და მაიკლის გამოჩენასთან ერთად, საკუთარ თავთან დადებული პირობა პირველად აღიარა დედასთან და კვლავ მოეხვია დედის თბილ სხეულს.

-არ დაგვივიწყო საყვარელო.-შვილად ქცეული მიტოვებულო გოგოს კიდევ ნახვის სურვილით ანთებულმა, მის ხელში გაზრდილ ნატალიას სიცივისგან გაყინულ ლოყაზე თბილად აკოცა და ყურადღება ძველი, თვალუწვდენელი ნაგებობის
უზარმაზარ რკინის კარიბჭე გადაიტანა.

სიძველის სურნელით გაჟღენთილი კარიბჭე ღრჭიალით გაიღო და თან მისთვის დამახასიათებელი მეტალის უცნაური სურნელი მოაფრქვია გარემოს.

დაწყევლილი (დასრულებული)Where stories live. Discover now