თავი 14

844 100 66
                                    

-ნატალია შეიძლება?

არასელის ხმა მათ შორის შექმნილი ჰარმონიულობა დაარღვია და ნატალიაც მაშინვე მოშორდა ზეინს.

-ბოდიში თუ ცუდ დროს მოვედი, მაგრამ მეცადინეობა უნდა დავიწყოთ. ჯერ მხოლოდ ანბანი უნდა ისწავლო.

-ამ ყველაფერს დიდი დრო დასჭირდება?

ზეინმა ნატალიას ისევ მოხვია წელზე ხელი და ჯადოქარს დაინტერესებული სახით გახედა.

-არ ვიცი, თუ ასწავლი... ჯერ მხოლოდ კითხვაა საჭირო..
ქალმა მის სიტყვებს მსუბუქი ღიმილი დააყოლა.

-პრობლემა არ არის, უბრალოდ მასალა მომეცი. კითხვა მეც ვიცი.

-კარგი. წიგნებს ვინმეს გამოვატან.

-არასელმა კარავი დატოვა და ნატალია ისევ ზეინთან დატოვა.

-ახლა ჩემი მასწავლებელიც ხარ?

მომხიბვლელად გაიღიმა ნატალიამ და ისევ წიგნების თაროს დაუბრუნდა.

-წამოხვალ?

ძლივსგასაგებად ჩასჩურჩულა ზეინმა ნატალიას და დიდი ძალისხმევის შემდეგ გაზარდა მათ შორის მანძილი.
-სად?

-გახსოვს დაგპირდი, რომ შენი ნიჭის კონტროლს გასწავლდი.
-წიგნები მოგიტანეთ.

უცნობი გოგოს სიტყვებმა ზეინის შემოთავაზება ჩაშალა და ისინიც იძულებულნი გახდნენ კარავში განოკეტილიყვნენ.

-Dux vitam aeternam ზეინ იცი რას ნიშნავს? აქ მის შესახებ მთელი გვერდია.
ანბანის შესწავლის შემდეგ პირველი წინადადების გასაშიფრად გოგომ ლოგინზე კომფორტულად მოკალათებულ ზეინს გახედა და მის პასუხს დაელოდა.

-სად წაიკითხე?
ზეინი წინ წამოიწია და გოგოს წიგნს გადახედა.
ნატალიამ თითი სიძველისგან გაცრეცილ ფურცელს ფრთხილად დაადო და ზეინს მიუბრუნდა.

-როგორც ჩანს არასელმა მხოლოდ გასართობი წიგნები მოგიტანა ლათინურ ენაზე.

დაწყევლილი (დასრულებული)Nơi câu chuyện tồn tại. Hãy khám phá bây giờ