თავი 4

1K 118 58
                                    

მაშინ, როდესაც ტალია ნაილს ამშვიდებდა, გაღიზიანებული ზეინი მამასთან მრისხანედ მიაბიჯებდა.

ჭკუიდან შლიდა ის ფაქტი, რომ ვიღაც უბრალო გოგომ დააშანტაჟა. თითქოს ამან მისი რეპუტაცია და თავდაჯერებულება შეარყია.

-მაიკლ!

დაუკითხავად შევიდა ბიჭი მამის კაბინეტში და მაგიდას ხელები ძლიერად დაარტყა.

-შენ ჩვენი პირობა დაარღვიე! ჩემი მეგობარი იმ წყეულ საკვებად აქციე, რომლითაც შენს ფარას კვებავ!

მაიკლმა მშვიდათ ახედა შვილს და მოჩვენეაბითი თანაგრძნობით დაუკრა თავი.

-ვწუხვარ, მაგრამ უკვე გვიანია ახალი საკვები უნდა მონახო.
-არა! მე...

საკუთარ თავზე გაეცინა, როდესაც გაიაზრა, თუ რის თქმას აპირებდა.

-რადგან პირობა დაარღვიე მინდა შენი ზოოპარკიდან ერთი წავიყვანო. კბილი კბილისწილ არა მამა?

ზეინმა კბილებში გამოცრა, მაიკლმა კი მხრები აიჩეჩა და შვილს სია გაუწოდა.
-აირჩიე.

-ტალია.

ზეინს არც კი დაუხედავს სიაზე ისე წარმოთქვა გოგოს სახელი.

მაიკლმა კი ძალით ჩაიცინა და თავი უკმაყოფილოდ გააქნია.
-ცუდი არჩევიანია ბიჭუნა. რაიმე სხვა შეარჩიე.
-მე ის მინდა!

ჯიუტი ბავშვივით გაიმეორა ერთ-ერთმა ძველმა ვამპირმა და მამამისს მტრულად შეხედა.
-მაშინ ვწუხვარ, ნატალია აკადემიაში რჩება.

-რატომ მხოლოდ ის?

-გგონია სულელი ვარ? გავიგე ჩემ საწინააღმდეგოდ ხალხს, რომ აგროვებ. ჩემ კოზირს კი ხელში არაფრით ჩაგიგდებ.

-კოზირს?

ზეინს ბრაზი ცნობისმოყვარეობამ ჩაუნაცვლა.

-ნატალია ფერგიუსონი ჩემი რაზმის წევრი უნდა იყოს გასაგებია?

-ფერგიუსონი? ესეიგი ის მართლა არსებობს? ნახევარსისხლიანი ვამპირი.
-შეგიძლია წახვიდე. მეგობრის სხეულს კი გამოგიგზავნი.

დაწყევლილი (დასრულებული)Opowieści tętniące życiem. Odkryj je teraz