თავი 6

955 100 70
                                    

-შეგიძლია ჩემი ტანსაცმელი ჩაიცვა, კარადაშია.

უდარდელად წარმოთქვა ზეინმა და ოთახში მარტო დატოვა გაოგნებული და შეძრწუნებული ტალია.

ახალი თეთრი მაისურისა და ლურჯი ჯინსის შარვლის მორგების შემდეგ ნატალიამ ოთახი დატოვა და ღრმად ჩაისუნთქა. ნაილის შეხედვის სცხვენოდა. თავს საოცრად დამცირებულად გრძნობდა და ამას ვერაფერს შველიდა.

-როგორც იქნა. უკვე ორივენი აქ ხართ. ვერც კი წარმოიდგენთ...
-ნაილ ამოღერღე!

შეწუხელმა ზეინმა თვალები გადაატრიალა და აღელვებულ ქერას მეხუთედ იგივეს გამეორება აღარ დააცადა.

-უჟმური. ტალია ვერც კი წარმოიდგენ ჩემი ნიჭი ვიპოვე.

გახარებულმა ცისფერთვალებამ ტაში შემოკრა და ბავშვურად გაიცინა.

-რას წარმოადგენს?

დაინტერესებული ზეინი სავარძლის საზურგეს მოშორდა, წინ წამოიწია და დაწვრილებული თვალებით შეათვალიერა მეგობარი.

-ხელები მომეცით.

წამში დასერიოზულებულმა ორივე ხელი ტალიასა და ზეინისკენ გაიწოდა.
-ეს რას ნიშნავს?
-ხელები ჩამკიდე ზეინ. ნუ ნერვიულობ არ მოგკლავ.

თავდაჯერებულმა შეათვალიერა შავგვრემანი და ანიშნა ხელი ჩაეკიდა.

ნატალიამ ყოყმანის შემდეგ დაემორჩინა ახალ ვამპირს და მისი ლამაზი, გრძელი თითები ნაილის გაციებულ ღია ფერის კანს შეახო.

როგორც კი ბიჭს ორივემ აუსრულა სურვილი, მაშინვე დახუჭა თვალები და იმ სამყაროში გადავიდა, რომელიც ჯერ არ არსებობდა.

შეშინებული ნატალია არ წყვეტდა ნაილის ყურებას, რომელიც თითქოს დახუჭული თვალების მიუხედავად რაღაცას უყურებდა.

-არ ფიქრობ რომ უნდა გამოვაფხიზლოთ? უკვე რამდენიმე წუთია ასეა.

-თვითონ გამოერკვევა. უბრალოდ მოკეტე და ცდა განაგრძე.

ზეინმა მწვანეთვალებას მზრუნველ ტონს უხეშად უპასუხა და ისევ ნაილს გახედა.

დაწყევლილი (დასრულებული)Wo Geschichten leben. Entdecke jetzt