თავი 2

1.5K 139 129
                                    

იდუმალ არსებას ნელ-ნელა წლები ემატებოდა, ედენი კი უფროდაუფრო ცდილობდა არაფერი დაეკლო მასზე მიკრული პატარა, მიტოვებული გოგოსთვის.

შეუყვარდა. ყველაფრის მიუხედავად დასაწყისშივე უარყოფილი გოგო შვილივით შეუყვარდა და მისი ბედნიერებისთვის ბრძოლა დაიწყო.

თოთხმეტი წელი მიიწურა. თოთხმეტი წარმოუდგენლად გრძელი და სიყვარულით სავსე წელი, რაც ედენს სურვილის მიუხედავად მიტოვებული შვილები არ ენახა. უკან მოტოვებული დრო კი მას უფროდაუფრო აფიქრებდა იმაზე, თუ რას კარგავდა.

მიბარებული შვილის სიყვარული საკმარისი აღარ იყო. მთელი მისი გონება ნელ-ნელა მონატრებული შვილებისკენ მიიწევდა და ქალს მოსვენებას უკარგავდა.

გაუსაძლისმა მონატრებამ საბოლოოდ გატეხა ედენი და შიშის მიუხედავას ახალი სარისკო ნაბიჯი გადაადგმევინა.

ოჯახის სანახავად ქალმა სწორი დრო შეარჩია.

ნატალია მასწავლებელთან, საიმედო ხელში დატოვა და მივიწყებულ გზას დაადგა.

ძველი სოფელი წლების მიუხედავად უცვლელად შეეგება მონატრებულ ბინადარს.
არც მის სახლს მორევია განვლილი თოთხმეტი წელი.

დიდი განშორების შემდეგ წაბლისფერ თმიანმა ქალმა აღელვებისა და შიშისგან აზელილი გრძნობები უკუაგდო და ხის კარზე მძიმედ დააკაკუნა.

სუნთქვაშეკრული ედენი მოუთმენლად ელოდა კარს მიღმა ახმაურებული სხეული, როდის მისცემდა შანსს ისევ ენახა მონატრებული შვილები.

კარი ღრჭიალით გაიღო. ზღურბლთან კი მაღალი, მოხდენილი სხეული აისვეტა.

ედენის მოულოდნელმა გამოჩენამ მარტოდ გაზრდილი უფროსი ვაჟი უცნაური სიბრალულით აავსო.

დაწყევლილი (დასრულებული)Where stories live. Discover now