თავი 1

2.2K 153 65
                                    

ყველაფერი ჯერ კიდე მაშინ დაიწყო, სანამ სამყარო ისეთი ბოროტებით აივსებოდა, რომელიც კაცობრიობის სრულ განადგურებას დაისახავდა მიზნად.

1841წელს ფერგიუსონთა საგვარეულო სასახლეში ჩვეული გაბატონებული სიჩუმე ჩვილის განწირულმა ტირილმა დაარღვია.

ᲨემᲗხვევიᲗობა არ ყოფილა ერᲗი ᲨეხედვიᲗ უბრალო Ჩვილის პირველ ᲩასუნᲗქვას Თვრამეტი ჯადოქრის სიცოცხლე რომ Შეეწირა.

მისი უმწეო, შემაწუხებელი ხმა სასახლის ბნელი დერეფნის თითოეულ კუთხეს მოედო და იქ მყოფთ ამით ახალი ისტორიის დაბადება ამცნო.

ფერგიუსონᲗა დედოფალმა პატარა სხეულᲨი გაᲦვიᲫებულ Ძლევამოსილ არსებას ნატალია დაარქვა.

ჯერ კიდევ დედის სიᲗბოს სურვილიᲗ ატირებული Ჩვილის ტირილი, მᲗავარ დარბაზᲨი Შემოსულმამოხუცი ქალის ნაბიჯებმა ᲩაახᲨო და დიდებული დედოფლის ყურადᲦება მიიპყრო.

-მინევრა, როგორც იქნა. გაიცანი მსოფლიოს მომავალი მბრᲫანებელი ნატალია ფერგიუსონი.

შავ ლაბადიანმა მოხუცმა ღვარძლიანი ᲦიმილიᲗ შეავლო Თვალი დარბაზᲨი მოფუსფუსე უბრალო მოკვდავებს და მსოფლიოში ერთადერთ ვამპირ ალქაჯს ამაყად გაუსწორა მზერა.

საუკუნოვანმა დედაბერმა მტკიცე ნაბიჯიᲗ მიიკვლია გზა ბავᲨვის აკვნამდე, დანაოჭებული და დროისგან გაცრეცილი თითები ბავშვს სახეზე აუსვა და  შეცბა.

-ანუ ეს მართალია. ხალხი არ ცდებოდა! შენ მთავარი წესი დაარღვიე და შვილი ადამიანისგან გააჩინე!

-ის ძლიერი იქნება.

მშვიდათ უპასუხა ძლევამოსილმა ფერგისონმა და შვილს ამაყად დახედა. მოხუცმა ბავშვს ხელი ახლა თავზე დაადო, ჩუმად ამოიბუტბუტა უცნაური სიტყვები და თვალები აატრიალა.

წამის შემდეგ სრულიად შეცვლილი მოშორდა ჩვილს. ახლა სახეზე გამარჯვებულის ღიმილი თამამად დასთამაშებდა. ჯერ ბავშვს დახედავდა შემდეგ კი დედას და ღვარძლიანად იცინოდა.

დაწყევლილი (დასრულებული)Where stories live. Discover now