თავი 38

966 93 215
                                    

წამლებისა და სისუფთავის სუნით გაჟღენთილი შენობა სასიკვდილო განაჩენით დამძიმებულმა ნატალიამ, ზეინთან ერთად დატოვა და უკან მოიტოვა ის მძიმე დღეები, რომლებიც ჯერ მხოლოდ დასაწყისი იყო.

მანქანაში ჩასხდომისა და გზაზე გასვლის შემდეგ ერთადერთი, ძრავის გუგუნი აფრთხობდა მძიმე სიჩუმეს, რომელიც ორ ერთმანეთზე მიჯაჭვულ სხეულს ცოცხლად ისე ჭამდა, ხელის აქნევისა და მისგან დახსნის საშუალებასაც არ აძლევდა.

სიკვდილი. ერთ შავ, უზარმაზარი აზრისა და ტკივილის მატარებელ სიტყვას მათ გონებაში დაედო ბინა და არც აპირებდა იქიდან მსხვერპლის გარეშე წასვლას.

საკუთარ გრძნობებში გამოკეტილი ვამპირი თავშესაფრად ქცეულ სასახლეში უსიცოცხლო ნაბიჯებით შეუძღვა მის უკანასკნელ სიყვარულს.

კუთვნილ ოთახში შესულებს ისეთი მძიმე სიჩუმე დახვდათ ხმის ამოღება ვეღარ გაბედეს. ზეინმა ნატალიას ტანსაცმლით სავსე ჩანთა ლოგინზე მიაგდო და მის გვირდით უჩუმრად ჩამოჯდა.

სიტყვრბს ეძებდა იმისთვის, რომ საყვარელი ქალისთვის ის უკანასკნელი დღეები გაეფერადებინა, რომლებიც ჯერ კიდევ არ იცოდა, როდის დასრულდებოდა.

ჩაფიქრებული და დადუმრბული ზეიბის დანახვა ნატალიას უარესად ამძიმებდა და ყველაფრის სურვილს უკარგავდა. წარმოდგენაც არ უნდოდა რა მოუვიდოდა მის ადგილას, სულ ერთი წამით მაინც რომ აღმოჩენილიყო.

-მე... -საუბრის წამოწყება სცადა მაგრამ ხმა ჩაუწყდა, როგორც კი ზეინმა ამღვრეული და დაკარგული თვალები მისას გაუსწორა.

-კარგად ხარ?-ხმა ჩაიწმინდა ზეინმა და წამოდგომისას ინსტიქტურად შავი თმა თხელი თითებით გაისწორა.

-მე, კი. უბრალოდ იგივე კითხვის დასმა შენთვის მინდოდა.

მსუბუქად ჩაიღიმა ტალიამ. წინ ჩამომდგარ გულ დამძიმებულ ვამპირს ხელები წელზე მოხვია და შუბლით მის ნიკაპს მიეყრდნო. თვალდახუჭულმა ხარბად შეისუნთქა მისთვის ყველაზე ტკბილი სურნელი და წამით რეალობას ასცდა.

დაწყევლილი (დასრულებული)Wo Geschichten leben. Entdecke jetzt