თავი 28

835 90 83
                                    

ზეინი მძიმე, მაგრამ მტკიცე ნაბიჯებით მიაბიჯებდა მსოფლიოს ახალი მმართველის დიდებულ სასახლეში და მარმარილოს იატაკზე, ექოდ გავარდნილი ნაბიჯების ხმას ყურადღებას არ აქცევდა.

-სერ, უკვე გითხარით, რომ მის უმაღლესობას არ სურს თქვენთან საუბარი! მან დამაბარა გადმომეცა, რომ როდესაც დრო იყო შეთანხმებაზე მაშინ უნდა წამოსულიყავით.

გულაჩქარებული ქერა, შუახნის ქალის სიტყვებზე ზეინმა ცინიკურად ჩაიცინა და ნებით შეჩერდა.
-ახლა ასე ეძახით მაიკლს?
-ასე საუბრის უფლება არ გაქვთ, ის...

ქალს ენა მაშინვე ჩაუვარდა, როგორც კი დაინახა ზეინის უკან, როგორ გაიღო უზარმაზარი ხის კარი, იქიდან კი მაიკლი გამოვიდა.

-საკმარისია ლარისა, ის ჩემი შვილია. შეუძლია მხოლოდ მამაც დამიძახოს.

ზეინის სმენას მაშინვე მისწვდა ქალის აჩქარებული გულისცემა და მისგან მომავალი შიშის სურნელი, რაზეც ისევ ჩაიცინა და მაიკლ მიუბრუნდა.

-როგორი ამბიციური გაგხადა გამარჯვებამ.

კარამელისფერ თვალებიანის სარკაზმზე მაიკლმა მსუბუქად გაიღიმა და ავისმომაწავლებელი მზერა შვილს გაუსწორა.

-მეგონა მის შემდეგ შენ კარავში გამოიკეტებოდი და სამარადისო ტკივილს მიეცემოდი. ისევე, როგორც ეს აბიგაილზე გააკეთე.

მაიკლის გველურმა სისინმა ზეინი დაძაბა და სახეგაუმკაცრა, რამაც მაიკლსონს სიამოვნება მოგვარა. ბოლო რამდენიმე ნაბიჯი შვილისკენ უჩუმრად გადადგა და ხელი მხარზე ჩამოსდო.
-წამოდი ვილაპარაკოთ შვილო.

მაიკლის მიმართვაში სიტყვა "შვილი" იმაზე ავისმომასწავლებლად გაისმა, ვიდრე ამას ვინმე წარმოიდგენდა.
-მე შენი შვილი არ ვარ. ის მაშინ მოკვდა, როდესაც იმის გამო მოკალი, გეგონა შენი ამბიციებისთვის გამოიყენებდი!

ბიჭის გამყინავმა სიტყვებმა უზარმაზარ მდიდრულ ოთახში მიმავალი მაიკლი ერთ ადგილს მიაჯაჭვა.
-მეგონა ეს წყენა გადააგორე.

დაწყევლილი (დასრულებული)Kde žijí příběhy. Začni objevovat