თავი 30

748 101 59
                                    

მწვანეთვალება ლამაზმანი გასაოცრად მდიდრულმა სურნელმა გამოაფხიზლა.

სხეულში ისეთ დაღლილობას გრძნობდა თითქოს მთელი ერთი თვე არ უძინიაო.

ქუთუთოებ დამძიმებულს ჯერ კიდევ არ ახსოვდა ტვინში შემორჩენილი უკანასკნელი მოგონებები, ან თავადვე არ უნდოდა ამაზე ეფიქრა რადგან მის კომფორტულ საწოლში საოცრად მოხერხებულად იყო დასვენებული.

-ნატალია!
ნაცნობმა ჩუმმა ძახილმა და ნაზმა შეხებამ გოგოს რეალობასთან პირისპირ დადგომა აიძულა და იმით დამფრთხალმა, რომ ზეინის ნახვის შემდეგ გონება დაკარგა სასწრაფოდ გაახილა თვალები და ლოგინზე წამოჯდა.

-დამშვიდდი, უსაფრთხოდ ხარ.
არასელმა დაბალი ხმის ტემბრით სცადა დამფრთხალი ტალიას დამშვიდება, მაგრამ გოგოს ჯერ კიდევ ახსოვდა რომ ბოლოს გონების დაკარგვამდე ის  ტკბილმწარე სახე დაინახა, რომელიც დაუვიწყარ ტკბილ მოგონებებთან ერთად იმასაც ახსენებდა რომ ეს ყველა მოგონება ერთი დიდი ტყუილი იყო ძალაუფლებისთვის.

-სად ვარ?

ხმა ათრთოლებულმა ინსტიქტურად გადაიწია თმა უკან და ოთახს თვალი მოავლო.

მისი სახლისგან განსხვავებით, ახლანდელი სამყოფელი ბევრად დიდი და დიდებული იყო. თეთრ კედლებზე გადასული ოქროსფერი თაღები სვეტებად ეშვებოდა იატაკზე და მდიდრულ ქანდაკებებთან ერთიანდებოდა. მარმარილოს იატაკი ისე ბზინავდა, რომ ჭერზე ჩამოკიდებულ მბზინავ სანათს იდეალურად ირეკლავდა. გოგო წამით სურნელმაც კი გააოცა, რადგან ჰაერში გამორჩეულად ამაღელვებელი სიმდიდრის სუნი იდგა.

ოთახის ინტერიერის თვალიერებით გართულმა ნატალიამ საბოლოოდ ისევ მოახდინა კონცენტრაცია მისი ლოგინის კიდეზე ჩამომჯდარ წითურ ჯადოქარზე და მომთხოვნი მზერით შეხედა მას.

-გარეთ როგორ გახვედი ნატალია? შენ ხომ...

არასელმა წამით საუბარი შეწყვიტა, გარემოს თვალი ისე მოავო, თითქოს სვეტების უკან ჩამალულ საფრთხეს ზვერავდა.

დაწყევლილი (დასრულებული)Where stories live. Discover now