თავი 8

1K 104 62
                                    

-დამშვიდდი ასეთი არაფერია. უბრალოდ მის ბარში დაგპატიჟა ამ საღამოს. თქვა რომ დღევანდელი დანაშაულის გამოსწორება უნდოდა.
ნაილს საკუთარ ტყუილზე გაეღიმა და სიამაყით აივსო, როდესაც გაიაზრა მისი ნიჭის საშუალებით თითოეული დეტალი იცოდა.
-მე არ ვიცი...
-არა, ზუსტად იცი. იქ უნდა იყო. აუცილებლად.
-კიდე რაიმე მოხდება?
ნატალიამ შუბლი შეკრა და ქერას შეწუხებული სახით შეხედა.
-არა დამშვიდდი. უფროსწორად რაღაც მოხდება, მაგრამ დამიჯერე ეს მოგეწონება.

სიცილით უპასუხა ნაილმა და მორიგი ეშმაკობისთვის მოემზადა.
-აბა რა მოხდა დღეს? მომიყევი. ახალი ადამიანები მოგწონს? ვფიქრობ ცოტა განსხვავებულები არიან იმისგან რაც გახსკვს.
-ცოტა? ისინი ისეთი მოურიდებლები და განსხვავებულები არიან...
-ხო, გეთანხმები. 21_ე საუკუნე ბევრად სხვანაირია, მაგრამ ვფიქრობ ვამპირებს შეუძლიათ ფეხი აუწყონ ახალ განსხვავებულ გარემოს. ისევე, როგორც ეს ზეინმა გააკეთა.

-ზეინი... რომ არ ვიცოდე რამდენი წლისაა ვიფიქრებდი, რომ იმ ბიჭის მსგავსად მხოლიდ გართობასა და გარყვნილებაზე ფიქრობს.

უკმაყოფილოდ ამოიგმინა ტალიამ და თვალები მოისრისა.
-ასეთი რა გააკეთა?
ნაილმა ღიმილი ძლივს შეიკავა, როდესაც წამოწითლებულ ლამაზმანს თვალი შეავლო.
-არც კი ვიცი... ზედმეტად უხეშია. მაგიჟებს ის ფაქტი, რომ ჩემი კონტროლი შეუძლია. ალბათ ასე არ უნდა ვლაპარაკობდე შენ მეგობარზე, მაგრამ თვითონაც დაინახე იმ საღამოს, როგორ მაკონტროლებდა.
-ამას ასე რთულად არ უნდა შეხედო ტალია. ზეინი ცუდი არ არის, დამიჯერე. მას დიდი ხანია ვიცნობ შეიძლება უხეშია, მაგრამ დარწმუნებული ვარ ეს საუკუნო მარტოობის ბრალია.
-არც კი ვიცი. ყველაფერი ისეთი შეცვლილია. შეიძლება ეს ყველაფერი ნორმალური იყოს? არ ვიცი თუ შემიყვარდება.
-კარგი. მოდი ეს თემა დავასრულოთ და ცოტა მარტივ, ადამიანურ რაღაცეებზე ვილაპარაკოთ.

ნაილმა მეგობარს მალევე გამოუსწორა ხასიათი და ცოტახანში მათი სიცილის ხმა მთელ სახლს მოედო.

დაწყევლილი (დასრულებული)Where stories live. Discover now