თავი 7

993 106 63
                                    

დილით ძლივს ჩაძინებული ნატალია ზეინის ჩვეულმა უხეშმა ხმამ გააღვიძა.
-ხუთი წუთი გაქვს გასამზადებლად, თუ არ გინდა კიდე რამე არ დაგემართოს.

ზეინმა გოგოს გამოფხიზლება არ აცადა ისე დატოვა მისი ოთახი დაისაღებში დაიწყო ცდა.

ჯერ კიდე გადაღლილი ლამაზმანი ზლაზვნით წამოდგა ახალი ლოგინიდან და თვალები მოისრისა. სულ რაღაც ერთი საათით ჩაძინებული სახლის მფლობელმა ისე გააღვიძა ეგონა მსოფლიოს აღსასრული დადგაო.

-ოთხი წუთი დაგრჩა!

ზეინის ძახილზე გოგო გამოფხიზლდა. აღარ უნდოდა კიდე ერთ კომფლიქტშო გახვევა, ამიტომ შეძენილი სისწრაფის დახმარებით წამიერად ჩაიცვა აკადემიის ფორმა და მისაღებში ბიჭთან მივიდა.

-კოლეჯი ასე ადრე იწყება?

დაიბუზღუნა გოგომ და ზურმუხტისფერი მბზინავი თვალები ზეინს მიაბყრო.
-არა, იქამდე ტანსაცმელი უნდა იყიდო.

მხრების ჩეჩვით უპასუხა ზეინმა და ხელში მოქცეული ორი ჭიქიდან ერთი გაუწოდა.
-ეს იმ შემთხვევისთვის თუ სისხლის წყურვილი გექნება.

უდარდელად უპასუხა ზეინმა და თავისი ჭიქიდან სასმელი დალია.
-ეს რა არის?
-ყავა. გაგიმართლა გემოს შენ მაინც გაიგებ.

ბიჭს, კარამელის ფერი თვალებით, მეტი აღარაფერი უთქვამს. გოგოს ზურგი აქცია და გარეთ მანქანასთან გავიდა.

ნატალია დაკარგული ბავშვივით აედევნა ბიჭს, რომელიც წინასწარმეტყველების მიხედვით მისი სიყვარული უნდა გამხდარიყო.
წაბლისფერ, ხვეულ თმიანმა ისევ უკანა კარი გამოაღო, მაგრამ ზეინმა შეაჩერა.
-წინ დაჯექი მოკვდავო.
-ასე ნუ მეძახი, მე სახელი მაქვს!

გოგომ კბილებში გამოცრა, მაგრამ მაინც დაემორჩილა ზეინს და მანქანაში ადგილი მის გვერდით დაიკავა.

გზა სრულ სიჩუმეში გაატარეს. არცერთი ფიქრობდა ხმის ამოღებაზე მითუმეტეს წინა ღამით, ნაილის სიტყვების შემდეგ.

დაწყევლილი (დასრულებული)Where stories live. Discover now