თავი 20

793 97 47
                                    

-აბა? შეურიგდი შენი ოჯახის წევრს?

ზეინმა მაშინვე იკითხა, რაც კარავში შესული ნატალია დაინახა.

გოგო უსიტყვოდ ჩაეშვა ლოგინში და ხელები მუცელზე დაიწყო.
ჯერ კიდე ვერ იაზრებდა, რომ ფაბიანი სიყვარულში გამოუტყდა, მაგრამ პასუხის ნაცვლად სთხოვა ზეინის გრძნობებს გაფრთხილებოდა.

-ანუ?
ზეინმა ისევ თავი შეახსენა ფიქრებში ჩაკარგულ ნატალიას და ამით უფრო დიდი საფიქრალი გაუჩინა.
-შევრიგდით. პრობლემა აღარ არსებობს.
-და იქამდე რა პრობლემა იყო?

ზეინს ხმის ტემბრით ეტყობოდა, რომ ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად ყველაფერს გააკეთებდა, ამიტომ ნატალიამ გადაწყვიტა სიმართლესთან მიახლოებული ტყუილი ეთქვა.

-მართალი იყავი მის გრძნობებზე. მითხრა რომ გულგრილი არასდროს ყოფილა.

გოგოს სიტყვებმა ზეინს სახიდან მსუბუქი ღიმილი ჩამოაცალა და გაღიზიანებული კარვის გასასვლელისკენ წავიდა.
-იქნებ სანამ მას მოკლავდი ჩემთვის მოგესმინა? არ უთქვამს, რომ შენთან ურთიერთობა უნდა გამეწყვიტა. არც ის უთქვამს, რომ მისი გრძნობებისთვის პასუხი გამეცა.

-აბა რა გითხრა?
ჯერ კიდე გაღიზიანებულმა კბილებში გამოცდა და ლოგინზე წამომჯდარ ნატალიას მკაცრი სახით შეხედა.
-მითხრა, რომ თუ მართლა რაიმეს ვგრძნობდი შენ მიმართ, უნდა მოვფრთხილებოდი შენ გრძნობებს, რადგან არავინ იცის რა მოხდება ომში და როგორ შეიცვლება წინასწარმეტყველება.

ნატალიამ მთელი მისი გამბედაობა დაახარჯა სიტყვებს, რომელიც სიმართლესთან ყველაზე ახლოს იყო და ზეინის რეაქციას დაუცადა.

ბიჭმა ცინიკურად ჩაიცინა და თავი გააქნია. ვერ იტანდა, როდესაც ხალხი არარსებულ საფრთხეზე ღელავდა, მაგრამ მან არც იცოდა თუ რამდენად რეალური იყო ნატალიას სიტყვები.

-მისი თქმა და მითითება არცერთს გვჭირდება. ორივემ კარგად ვიცით რომ ერთმანეთზე უნდა ვიზრუნოთ. ახლა კი ნება მომეცი არასელის საჩუქრით დავტკბეთ და აღარ ვიფიქრო ჭკუისკოლოფ ფაბიანზე.

დაწყევლილი (დასრულებული)Where stories live. Discover now