თავი 35

818 93 56
                                    

ფიქრებში ჩაფლულმა და სიკვდილის შიშით შებყრობილმა ნატალიამ ინსტიქტურად გადადგმული ნაბიჯებით მიაღწია იმ გარუხებულ გზატკეცილამდე, სადაც ზეინის მანქანა ეგულებოდა.

კარის სახელურს ხელი დაუფიქრებლად ჩასჭიდა და ზეინს იქამდე დაუწყო ცდა, სანამ მანქანის საკეტის ხმამ მის გონებამდე მიაღწია.

ზურმუხტისფერ თვალებიანი ლამაზმანი უსიტყვოდ ჩაეშვა კუთვნილ სავარძელში, თვალები ძლიერად დახუჭა და სცადა გონებით არსებულ სიბნელეში საბოლოო სურათი დაენახა.

სურათი, რომელშიც ისე მოკვდებოდა შვილისა და ქმრის ფასის ნორმალურად გაგებას ვერ მოასწრებდა; სადაც მისი ბიჭი მის გარეშე გაივლიდა ცხოვრების მნიშვნელოვან ნაბიჯებს; სადაც ზეინს მარტო დატოვებდა
ტკივილში, მარტოობასა და იმ ფიქრში, რომ მაქსიმუმი ვერ გააკეთა უკანასკნელი სიყვარულის გადასარჩენად.

ფიქრებში ჩაკარგულმა ვერც კი გაიაზრა, როგორ დაიკავა ზეინმა მის გვერდით ადგილი.

-საკმარისია!
ჩახშული სიჩუმე ბიჭის მოულოდნელმა წამოყვირებამ შეავსო და ნატალიასკენ მიბრუნდა.

იმით დატანჯული, რომ შვილის სიხარულს ნატალიას დაკარგვის შიში აუფერულრბდა, გოგოს სახე მის გაყინულ მტევნებში მოიქცია და მას ისე ჩახედა თვალებში, თითქოს მასში დაკარგული იმედის ჩანერგვა უნდოდა.

-ვიცი რაც დაგესიზმრა. ვიცი, როგორ გეშინია, მაგრამ გთხოვ... შენ ვერ წახვალ. ჩემთან დარჩები და მას ერთად გავწრფით. ერთად მოვუფიქრებთ სახელს და ერთად გადავწყვეტთ ყველა პრობლემას.
ჩვენ...
-არ გაგვიმართლა. თავს რატომ ატყუებ ზეინ? ორივემ ვიცით, რომ ისეთი ძლიერი არსების გაჩენას, რომელიც ვამპირზე ძლიერია ჩვეულებრივი მოკვდავი ვერ შეძლებს. ვიცი ეს შენც ისევე გტანჯავს, როგორც მე, მაგრამ ეს რეალობაა. არ მინდა მიგატოვო, გული გატკინო და გაგანადგურო. ჯანდაბა, ყველაფერს გავცემდი, რომ უსასრულოდ შემეძლოს შენი ყურება, მაგრამ მას არა. ვფიქრობ ეს მისი ერთ-ერთი ნიჭია, მისი ძალა მაჩვენებს ჩემ მომავალს და მე...
-არ მოკვდები...

დაწყევლილი (დასრულებული)Where stories live. Discover now