თავი 9

955 104 62
                                    

ზეინის მსგავსმა ქცევამ ტალია გააბრაზა და სწრაფად დატოვა ოთახი. ვერ იტანდა, როდესაც ზეინი პატარა ბავშვივით ექცეოდა !

-ტალია დამიცადე.
-არ აქვს უფლება ბავშვივით მომექცეს!
გაბრაზებულმა წამოიძახა ნატალიამ და ვამპირთათვის განკუთვნილი სექცია სწრაფად გაიარა.

-ის ზრუნავს შენზე.

-სულაც არ მჭირდება მისი გადაჭარბებული ზრუნვა. ვიცი, როგორც მოვიქცე.
-ტალია...
-უბრალოდ ადამიანთა გარემოცვა მჭირდება.
ღრმად ჩასუნთქვის შემდეგ დაიჩურჩულა ტალიამ და შემდეგი კარის სახელურს ჩაეჭიდა.

-მე ხელს გიშლი?
ნატალია ადელის ხმით მიხვდა, რომ ცუდათ გამოუვიდა და მაშინვე მიუბრუნდა მას.
-არა. რათქმაუნდა არა. უბრალოდ მასზე გავბრაზდი.
-მაშინ ვნახოთ, როგორ ერთობიან დღევანდელი თინეიჯერები.

ადელმა ჩაიღიმა და ის კარი შეაღო, რომლიდანაც მუსიკის მაღალი ხმა გამოდიოდა.

ორივემ მაშინვე შეისუნთქა ალკოჰოლის მწველი სუნი და ნელი ნაბიჯით შევიდნენ ხალხის ბრბოში.
ბართან ჩამოსხდნენ და სასმელი შეუკვეთეს.ნატალია აკვირდებოდა გარემოს და ხედავდა ბედნიერ ხალხს, რომლებმაც არც კი იცოდნენ რა მოელოდათ.

იმის გაფიქრებაზე, რომ მათი უმეტესობა შესაძლოა მომკვდარიყო გულს სტკენდა და სურვილს უჩენდა მთელი კაცობრიობა გადაემალა.

-დალიე.
ადელმა ახალი ჭიქა მიაწოდა ნატალიას, მანაც გამოართვა და უცებ დალია.
-ნელა გოგოებო, თორემ ბარს დამიცლით.
-კიდე დაასხი.
ნატალიამ ბრძანება გასცა და ისევ უკან, ბავშვებისკენ გაიხედა.

-შენ, ნატალია ხარ? ახალი გოგო კოლეჯიდან.
ბარმენმა ჭიქის დადებისას ჰკითხა გოგოს. მანაც თავი დაუქნია და ახლაღა შეათვალიერა ბიჭი წითური თმითა და თეთრ კანზე მოდებული ჭორფლებით.
-სასიამოვნოა. მე ენტონი მქვია. ერთად ვართ ლიტერატურის კლასში.
ღიმილით ჩამოართვა ხელი ტალიამ და მოგვიანებით დახლიდან სასმელი აიღო.

დაწყევლილი (დასრულებული)Where stories live. Discover now