WILL YOU GIVE ME A LIFE? (დას...

By your_amaya

58.9K 5.4K 5.2K

-გიყვარვარ? - რათქმაუნდა მიყვარხარ! - მაგრამ მე ხომ, დაუცველი, უსუსური არსება ვარ!? - მაგიტომაც მიყვარხარ სულ... More

პირველი თავი
მეორე თავი
მესამე თავი
მეოთხე თავი
მეხუთე თავი
მეექვსე თავი
მეშვიდე თავი
მერვე თავი
მეცხრე თავი
მეათე თავი
მეთერთმეტე თავი
მეთორმეტე თავი
მეცამეტე თავი
მეთოთხმეტე თავი
მეთხუთმეტე თავი
მეთექვსმეტე თავი
მეჩვიდმეტე თავი
მეთვრამეტე თავი
მეცხრამეტე თავი
მეოცე თავი
ოცდამეერთე თავი
ოცდამეორე თავი
ოცდამესამე თავი
ოცდამეოთხე თავი
ოცდამეხუთე თავი
ოცდამეექვსე თავი
ოცდამეშვიდე თავი
ოცდამერვე თავი
ოცდამეათე თავი
ოცდამეთერთმეტე თავი
ოცდამეთორმეტე თავი
Q&A
ოცდამეცამეტე თავი
Q&A 2
ოცდამეთოთხმეტე თავი
ოცდამეთხუთმეტე თავი
ოცდამეთექვსმეტე თავი
ოცდამეჩვიდმეტე თავი

ოცდამეცხრე თავი

1.1K 128 68
By your_amaya

   - თეჰიონ... სასწრაფო საქმეა! - ოთახის კარებს აღელვებული იუნგი აღებს და შიგნით ვარდება.

  - რა ხდება?! - სავარძლიდან დგება თეჰიონი.

  - შენ გთხოვენ! - უთხრა ბიჭმა და მობილური გაუწოდა.

თეჰიონმა ეჭვის თვალით დახედა ნომერს, ბოლოს კი ყურთან მოითავსა.

  - გისმენთ?!

  - გამარჯობა თეჰიონ! - გაიგო ქალის ხმა.

  - გაგიმარჯოს?! - პასუხი კითხვას უფრო გავდა, ვიდრე პასუხს.

   - მისმინე, პირდაპირ გეტყვი სათქმელს... შენს შესახებ ყველაფერი ვიცი, ვიცი რომ ორგელთან ცუდი ურთიერთობა გაქვს, ვიცი რომ მათ შემადგენლობაში შენი საყვარელი ჯონგუკი შედის და ისიც ვიცი როგორ გული გტკივა ამის გამო...

   - ვინ ხარ?! - კბილებში გამოსცრა ბიჭმა და ტელეფონს ხელი ძლიერად მოუჭირა.

  - ასე ვთქვათ შენი კეთილის მსურველი, ვიცი რომ ორგელის განადგურება გინდა, მაგრამ ამას ვერ ახერხებ... მეც მინდა მათი განადგურება, პარტნიორობას გთავაზობ, მე შენ დაგეხმარები, შენ კი მე!

  - ამითი რა სარგებელს ვნახავ!

  - შენს ბიჭს დაიბრუნებ!

  - და შენ?! რატომ უნდა გენდო!

  - მე შურს ვიძიებ... ვიცი ძალიან დიდია იმის შანსი რომ არ მენდო და დამიკიდო, მაგრამ თეჰიონ, სხვა გზა არ გაქვს... მე შენს გარეშე და შენ ჩემს გარეშე ვერაფერს გავხდებით!

  - მართალი ხარ, საერთოდ არ გენდობი!

  - ნება მომეცი დაგიმტკიცო რომ შენს მხარეზე ვარ... ერთ საათში მისამართს მოგწერ, იმ ადგილას ჩემი კაცი დაგხვდება, შენ კი შენი ბანდიდან გამოუშვი ვინმე, მე რაღაც მასალებს გადმოგცემთ, რომელიც საკმაოდ გამოგადგებათ ორგელის წინააღმდეგ წასასვლელად...

  - კარგი, შევთანხმდით! - უპასუხა ბიჭმა და ტელეფონი გათიშა.

  - რა ხდება?! - ჰკითხა ეგრევე იუნგიმ.

  - პარტნიორობას გვთავაზობენ ორგელის გასანადგურებლად!

  - სანდოა?!

  - არ ვიცი, მაგას ერთ საათში გადავწყვეტთ... ახლა კი გავარკვიოთ ვინ გავუშვათ მათთან შესახვედრად!

იუნგი ოთახიდან გავიდა, რამდენიმე წუთში კი სტიგმას დანარჩენ წევრებთან ერთად დაბრუნდა.

ყველამ მაგიდის გარშემო დაიკავა ადგილი.

  - რა ხდება?! - კითხვა გააჟღერა ჩანიოლმა.

  - მოკლედ და კონკრეტულად, ორგელის წინააღმდეგ წასასვლელად დახმარება შემოგვთავაზეს, ერთ საათში შეხვედრა უნდა გაიმართოს და ახლა კი გადავწყვიტავთ ვინ წავა ამ შეხვედრაზე! - მოკლედ თქვა თეჰიონმა.

  - არავის აზრი არ მაინტერესებს მე მივდივარ! - სასწრაფო წესით ფეხზე წამოხტა ჯიმინი.

იუნგიმ ამოიოხრა და რაღაცის თქმა დააპირა, თეჰიონის ხმამ რომ შეაჩერა.

  - მშვენიერი აზრია... ჯიმინი ჩვენ შორის ყველაზე უმანკოდ გამოიყურება, თან საკმაოდ ეშმაკიცაა, ამ საქმისთვის ყველაზე კარგი ვარიანტია!

ჯიმინმა ამაყად გაიღიმა.

  - საშიშია... იქნებ ის ხალხი თვითონ ორგელის წევრები არიან და ჩვენს მახეში გაბმას ცდილობენ! - წამოიძახა იუნგიმ.

  - ჯიმინი შეიარაღებული იქნება, აღჭურვილობაც ეცმევა და ჩვენი სნაიპერები შორიახლოს იქნებიან ჩასაფრებულები... არაფერი მოხდება! - განაცხადა თეჰიონმა.

  - მორჩა და გადაწყდა, დავიწყოთ მზადება! - თქვა ჯიმინმა და ტაში შემოკრა.









  ***



   - ჯიმინ ყველაფერი ადგილზე გაქვს?!

  - კი!

  - პისტოლეტი დამალე?!

  - კი!

  - ტყვიაგაუმტარი ჟილეტი...

  - დაწყნარდი იუნი, ყველაფერი კარგადაა! - ჯიმინი ანერვიულებულ ბიჭს უახლოვდება და ეხუტება.

  - მაინც ვნერვიულობ ჯიმინ! - ოხრავს ბიჭი.

  - ყველაფერი კარგად იქნება! - უმეორებს კიდევ ერთხელ და წამიერად კოცნის - ახლა კი წასვლის დროა!

  კლუბიდან გარეთ გამოდის სადაც თეჰიონი დგას და მას უახლოვდება.

  - ყველაფერი კარგადაა?!

  - კი თეჰიონ... მზად ვარ!

მალე მათ წინ შავი მანქანა ჩერდება სადაც სოიონი ზის. ჯიმინი ადგილს იკავებს და მაშინვე იძვრებიან.

  - ესეიგი ფრთხილად იყავი, ზედმეტი მოძრაობები არ გააკეთო და თუ შეამჩნიე რომ იმ ვიღაცას ჯიბისკენ ხელი მიაქვს, ესროლე და დაწექი... ჩვენი ბიჭები მოშორებით იქნებიან და თუ რამე მოხდება ეგრევე შენთან გაჩნდებიან! - უხსნიდა გზადაგზა სოიონი და დავალებული მისამართისკენ მიქროდა.

მგზავრობას დიდი ხანი არ დასჭირვებია, რადგან შეხვედრა ჩვეულებრივ პარკში იყო დანიშნული.

სოიონმა მანქანა მოშორებით გააჩერა.

  - აქედან ფეხით წადი, რამე რომ არ იეჭვონ და წარმატებები ჩიმი! - უთხრა გოგომ და კარი გაუღო.

ჯიმინმა თავი დაუქნია და მანქანიდან გადმოვიდა. დაელოდა სანამ შუქნიშანზე მწვანე აინთებოდა, შემდეგ კი ქუჩა გადაჭრა და პარკში შევიდა.

ბევრი ხალხი არ იყო, მხოლოდ რამდენიმე წყვილი და ეტლით მოსიარულე მშობლები. ჯიმინმა  აქეთ-იქით მიმოიხედა, ვერავის ხედავდა ისეთს, ვისაც შეიძლება მისთვის საჭირო ინფორმაცია გადაეცა.

ერთ ადგილს ტკეპნიდა, ბოლოს ესეც მობეზრდა და პარკში გავლა გადაწყვიტა. ბილიკს გაუყვა, აქეთ-იქით ყურებას ისევ არ წყვეტდა.

შეიძლება ეს იყო იმის მიზეზი, რომ სულ ცოტა ხანში ვიღაც შეასკდა.

  - ღმერთო ჩემო... ბოდიში! - წამოიძახა ჯიმინმა.

  - არა, მე ბოდიში! - ჩუმად უპასუხა კაპიშონიანმა უცნობმა და ჯიმინს სწრაფად მოშორდა.

მხოლოდ რამდენიმე წამის მერე გაიაზრა რომ ხელებში რაღაც ეჭირა. გაკვირვებულმა დახედა რაღაც ფურცლებს და შემდეგ უკან გატრიალდა.

უცნობი აორთქლებულიყო.

კარგად მიმოიხედა აქეთ-იქით, მაგრამ კაპიშონიანი არსად ჩანდა.

ჯიბეში ვიბრაცია იგრძნო, ტელეფონი ამოიღო და უპასუხა.

   - კარგად ხარ ჯიმინ?! - გაიგო იუნგის აღელვებული ხმა - სად ხარ ამდენი ხანი?!

  - კარგად ვარ იუნი... მგონი უკვე ყველაფერი მე მაქვს! - უპასუხა ჯერ კიდევ გაურკვევლობაში მყოფმა.

  - მშვენიერია, ახლავე წამოდი ხოდა, სოიონი პირდაპირ პარკის შესასვლელთან გელოდება!

  - კარგი! - უპასუხა ჯიმინმა და ბილიკს უკან გაუყვა.

  მალევე დაინახა შავი მანქანა და მისკენ გაეშურა.

  - აბა ვინ იყო, როგორი იყო, კარგად გელაპარაკა?! - მიაყარა სოიონმა კითხვები როგორც კი ჯიმინი მანქანაში ჩაჯდა.

  - ნორმალურად ვერც შევხედე, ის დამეჯახა და როცა მომშორდა, მხოლოდ მერე შევამჩნიე რომ ეს ფურცლები ხელში მედო! - უპასუხა და პაპკა დაანახა.

  - რა უბედურებაა, ნორმალურად რატომ არ დაგელაპარაკა!

  - არ ვიცი! - მხრები აიჩეჩა ბიჭმა.

  - რაც არის არის, წავიდეთ კლუბში! - თქვა გოგომ და მანქანა დაძრა.















  ***



  - იქნებ ჩვენც გაგვაგებინოთ, რა წერია მაგ ფურცლებზე?! - წიკვინებს ბექიონი ხმამაღლა.

  - ახლავე! - აჩუმებს თეჰიონი, რომელიც იუნგისთან ერთად ჯიმინის მოცემულ, ფურცლებს კარგად აკვირდება.

  - ესეიგი - იწყებს იუნგი - ამ ფურცლებზე, დეტალურადაა გადმოცემული შერლოკის სახლის და მთავარი შტაბის ნახაზები, ახლა ჩვენ უკვე ვიცით საიდან რო როგორ შევუტიოთ მას!

  - მათ შეთანხმებაზე დავთანხმდით, ახლა უკვე გვყავს საკმაოდ ძლიერი მოკავშირე, რომელიც ინფორმაციით მოგვამარაგებს! - განაგრძო თეჰიონმა - ჩვენ შურს ვიძიებთ ორგელზე ყველა იმ ქმედებისთვის, რაც კი ოდესმე ჩაუდენია!

  - ბრძოლა იწყება?! - გააჟღერა ჩანიოლმა კითხვა.

  - იწყება! - დაუდასტურა ღიმილით თეჰიონმა.

  - ხალხო... მაგარი ახალი მაქვს! - მოულოდნელად ოთახში ბემბემი შემოვარდა.

  - რამე იდიოტობა არ მოჩმახო ისევ! - თვალები აატრიალა სოიონმა.

  - როგორც ჩანს მარტოებს არ მოგვიწევს ბრძოლა! - განაცხადა ღიმილით.

  - ეს რას ნიშნავს?! - იკითხა თეჰიონმა.

  - რამოდენიმე მოკავშირე გამოგვიჩნდა... ერთ საათში შეხვედრაა, სასწრაფოდ მოგვიწევს გამზადება და წასვლა!












  ***


   - ბილიარდის კლუბი?! - ეჭვიანად იძახის ლუჰანი - ჩვენმა 'მოკავშირეებმა' შეხვედრის ადგილად ეს რატომ აირჩიეს?!

  - როგორ გეტყობა რომ არ იცნობ აქაურობას ლუ! - ეცინება სეჰუნს.

  - წიგნის ყდის მიხედვით არასდროს არ უნდა შეაფასო! - თქვა ჩუმად თეჰიონმა და კლუბში შევიდა.

ყველა თეჰიონს მიჰყვებოდა, რომელიც უდარდელად ცდებოდა ბილიარდის მაგიდებს და მასზე დახრილ მოთამაშეებს.

ბოლოს კიბეებს მიადგნენ, რომელიც ხვეულად ჩადიოდა ქვემოთ და სიბნელეში უჩინარდებოდა.

კიბესთან ორი ზორბა დაცვა იდგა.

  - დარწმუნებულები ხართ, რომ ეს ტიპები ჩაგვიშვებენ?! - დაიჩურჩულა ჯიმინმა და იუნგის მიეკრო.

  - დაწყნარდი ჩიმ! - დაამშვიდა სიცილით ბიჭმა.

თეჰიონი დაცვებს მიუახლოვდა, პიჯაკის სახელო აიკაპიწა და მკლავი აჩვენა, სადაც უცნაური ფორმის ტატუ ჰქონდა გამოსახული.

დაცვებმა თავი დაუკრეს ბიჭს და გვერდზე გადგნენ.

სტიგმა კი მალევე გაუჩინარდა სიბნელეში.

  - ვაუუ... აი მესმის! - წამოიძახა სოიონმა კიბის დასასრულს.

ისინი ახლა უკვე უბრალო ბილიარდის კლუბისგან, სრულიად განსხვავებულ ადგილას იყვნენ.

ეს იყო მუქ ფერებში გაწყობილი, უზარმაზარი ოთახი, შუაგულში ასეთივე უზარმაზარი მრგვალი და გრძელი მაგიდით, ძვირფასი სკამებით და სავარძლებით.

  - მოგესალმებით ჩემს მოკრძალებულ 'შტაბში', თავი ისე იგრძენით, როგორც საკუთარ სახლში! - გამოეგებათ ნაცნობი, შავგრემანი კაცი ღიმილით.

  - მიხარია შენი ისევ ნახვა გაბრიელ! - გადაეხვია თეჰიონი კაცს.

  - დაბრძანდით გთხოვთ! - მიმართა გარკომ სტუმრებს და მაგიდისკენ ანიშნა.

სტიგმა მაგიდას მიუჯდა, გარკომ კი სათავეში დაიკავა ადგილი.

  - ახლავე გეტყოდით ყველაფერს, მაგრამ ჯერ ბოლომდე არ შევკრებილვართ, ცოტახანი მოცდა მოგვიწევს! - აუხსნა კაცმა სიტუაცია და სტუმრებს სიგარა შესთავაზა.

  - ბოდიშიით... ცოტა შეგვაგვიანდა, მსხვერპლი ძალიან გათამამებული იყო! - გაისმა უცებ გოგოს მხიარული ხმა და მალე ოთახში, სტიგმასთვის ნაცნობი წყვილი გამოჩნდა.

  - ოჰ, უკვე მოსულხართ! - წამოიძახა იუტამ როცა მაგიდას მიუახლოვდა და ყველა სათითაოდ მოიკითხა, ასევე მოიქცა მომოც.

  - დასხედით! - მიმართა გარკომ და-ძმას, რომლებმაც წამში დაიკავეს ადგილები.

   - კიდევ ვინმე ველოდებით?! - იკითხა თეჰიონმა, თუმცა პასუხის გაცემა არ დასცალდა, რადგან ოთახში კიდევ ერთი ადამიანი შემოვიდა.

  - ბოდიში დაგვიანებისთვის, საცობებს ვერ ვიტან! - თქვა მუქთმიანმა, საშუალო სიმაღლის დაკუნთულმა ბიჭმა, ოთახში მყოფებს თავი დაუკრა და ადგილი დაიკავა.

  - ჯექსონიც აქ არის! - წამოიძახა გარკომ - ჯობს საქმეზე გადავიდეთ... ესეიგი, გავიგე რომ სტიგმას ორგელის განადგურება გინდათ, მაგრამ აქამდე ვერ ახერხებდით, ახლა კი მოკავშირე გამოგიჩნდათ, რომელიც ინფორმაციას გაწვდით!

  - სრულებით მართალი ხარ! - თავი დაუქნია თეჰიონმა.

  - ვიფიქრეთ და გადავწყვიტეთ, რომ ამაში ჩვენც დაგეხმაროთ!

  - ხო, ორგელი და ის შერლოკი თუ ჰოლმსი, არც ჩვენ გვეხატება გულზე! - წამოიძახა მომომ.

  - თეჰიონ, ჩვენ როგორც იაპონიის მთავარი წარმომადგენლები, პარტნიორობას გთავაზობთ და დამარებას გაგიწევთ იმ ყველაფერში, რაც დაგჭირდებათ! - თქვა იუტამ და სტიგმას წევრებს გახედა.

  - მე როგორც ჩინეთის წარმომადგენელი, ასევე გთავაზობთ პარტნიორობას და დახმარებას! - თქვა ჯექსონმაც.

  - მე კი როგორც ერთ-ერთი მთავარი, მთელს მსოფლიოში, თქვენზე პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ, ანუ ხელს ვაფარებ ამ ყველაფერს, ასე ვერავინ შეძლებს თქვენს დადანაშაულებას! - დააბოლობა გარკომ.

  - ახლა ამაზე მეტად არაფერი გვჭირდებოდა... ყველა თქვენგანისგან ძალიან დავალებული ვარ და მადლობას გიხდით ამ ყველაფრისთვის! - თქვა თეჰიონმა ბედნიერი ღიმილით.

  - მადლობა შენთვის შეინახე ფისო, შენ ახლა ის გვითხარი როდის ჩავებმებით ბრძოლაში! - უპასუხა მომომ.

  - ჩვენ უკვე ვფლობთ მისი სახლის და მთავარი შტაბის მონახაზს, მალე ინფორმაცია გვექნება დაცვების და იარაღის რაოდენობაზე და იმასაც გვეტყვიან საიდან და როგორ სჯობს შეტევა... ასე რომ მოცდა მოგვიწევს! - წყნარად წარმოთქვა იუნგიმ და ფურცლები მაგიდაზე გაშალა.

  - ესეც ასე... უნდოდა ომი?! ხოდა მიიღებს კიდეც! - ჩაილაპარაკა თეჰიონმა ღიმილით და სიგარას გაუკიდა.















_________________________________

ბოდიში დაგვიანებისთვის, არ მომწონს ეს თავი დიდად, მაგრამ ენივეიზ, ისიამოვნეთ და მიყვარხართ ყველა💖💖💖💫💫

Continue Reading

You'll Also Like

231K 13.3K 37
Taekook ⚠️ រឿងភាគខ្លីᕦ⁠༼⁠✩⁠ل͜⁠✩⁠༽⁠ᕤ
593K 37.6K 75
« បងសន្យា បងមិនឲអ្នកណាមកធ្វើអ្វីមកលើអូនបានឡើយ អូនគឺជារបស់បងជាប្រពន្ធរបស់បងម្នាក់គត់ Kim Taehyung » « មិនថាអ្នកណានោះទេឲតែហ៊ានប៉ះពាល់ប្រពន្ធកូនយើងសូម្ប...
17.5K 3.6K 53
විනාශ කරදැමූ කිරි සිහිනයක් වෙනුවෙන් බැදි වෛරයක් නිසා පරම්පරාවක්ම නසන්නට ශපථ කළ නේත්‍රාවකගේ පළිගැනීමට මැදිවූ සෙනෙහසක අන්දරය....... රුහිරු බැදි බැමි~
128K 13.2K 51
-من هەڵەم نەکرد بچکۆلەکەم، من تەنیا خۆشم ویستی... -تاک و تەنیا ئاواتی من داهاتووێک بوو لەگەڵ تۆ~ -عەشقی من بۆتۆ ئەو ئۆقیانووسە قوڵەیە کە دەمەوێ تێیدا...