WILL YOU GIVE ME A LIFE? (დას...

By your_amaya

59.4K 5.4K 5.2K

-გიყვარვარ? - რათქმაუნდა მიყვარხარ! - მაგრამ მე ხომ, დაუცველი, უსუსური არსება ვარ!? - მაგიტომაც მიყვარხარ სულ... More

პირველი თავი
მეორე თავი
მესამე თავი
მეოთხე თავი
მეხუთე თავი
მეექვსე თავი
მეშვიდე თავი
მერვე თავი
მეცხრე თავი
მეათე თავი
მეთერთმეტე თავი
მეთორმეტე თავი
მეცამეტე თავი
მეთოთხმეტე თავი
მეთხუთმეტე თავი
მეთექვსმეტე თავი
მეჩვიდმეტე თავი
მეთვრამეტე თავი
მეცხრამეტე თავი
მეოცე თავი
ოცდამეორე თავი
ოცდამესამე თავი
ოცდამეოთხე თავი
ოცდამეხუთე თავი
ოცდამეექვსე თავი
ოცდამეშვიდე თავი
ოცდამერვე თავი
ოცდამეცხრე თავი
ოცდამეათე თავი
ოცდამეთერთმეტე თავი
ოცდამეთორმეტე თავი
Q&A
ოცდამეცამეტე თავი
Q&A 2
ოცდამეთოთხმეტე თავი
ოცდამეთხუთმეტე თავი
ოცდამეთექვსმეტე თავი
ოცდამეჩვიდმეტე თავი

ოცდამეერთე თავი

1.1K 128 212
By your_amaya

 

  - მგონი ეს ზედმეტია!

  - არა... არანაირად არ არის ზედმეტი, ჩემი ბრალი ნამდვილად არ იქნება, შოკისგან ძირს თუ დაეყრებიან!

  - მაგრამ... მაინც ვფიქრობ რომ მისი, ამ ხერხით გამოჩენა ზედმეტია, არ იქნებიან ამისთვის მზად!

  - მგონი ვერ ხვდები რომ ზუსტად მათი რეაქციები მაინტერესებს ყველაზე მეტად, ამდენი ხნის შემდეგ... ნეტავ ისევ თუ ახსოვთ?!

  - რათქმაუნდა ემახსოვრებათ!

  - ძალიან კარგი... ახლავე დავიწყოთ ხვალისთვის მზადება, არ მინდა შოუ გვიან მოვაწყო!

  - როგორც შენ იტყვი!











   ***

  - ყველანი მზად ხართ? კოსტუმები გაისწორეთ! - ოთახში ჩვეულებისამებრ ბექიონის ხმა ისმის, რომელიც აქეთ-იქით დადის და ყველას ჩაცმულობას ამოწმებს, ზოგს ბაფთას უსწორებს, ზოგს ჰალსტუხს, ზოგს კოსტუმის მხრებს.

  - ბექიონ, დარწმუნებული ხარ რომ აუცილებელია კაბის ჩაცმა... ძალიან არაკომფორტულად ვგრძნობ თავს, არ მიხდება! - სოიონი სარკის წინ დგას და გულ და ზურგ ამოღებულ, ფეხთან ჩახსნილ, გრძელ შავ კაბას, მოღუშული სახით ათვალიერებს.

  - ღმერთო ჩემო სოიონ... რას ლაპარაკობ საერთოდ თუ იცი... ბომბა ხარ ამ კაბაში! - აღტაცებით შესძახა ბექიონმა და გოგო შეათვალიერა.

  - მართლა?!

  - კი საყვარელო, მეშინია არ მოგიტაცონ! - გაეღიმა ბექიონს და სოიონს მიუახლოვდა - შეტრიალდი ყელსაბამს გაგიკეთებ! - გოგო შებრუნდა, ბექიონმა კი შავი, ძვირფასი ქვისგან გაკეთებული ყელსაბამი მალევე მოარგო ყელზე.

  - თმა აიწიე და გვერდებზე კულულები ჩამოუშვი, დაგაკვდება! - შესთავაზა ლუჰანმა და გოგო აღფრთოვანებული მზერით შეათვალიერა - ცხოვრებაში პირველად გხედავ ასეთს და უნდა ვაღიარო, შოკში ვარ სოიონ!

  - მადლობა ლუ! - გაუღიმა სოიონმა და თმის აწევა დაიწყო.

  - ჩანიოლ, ბავშვი ხომ მზადაა! - ბექიონი ქმრისკენ დაიძრა და ეჭვის მზერით შეათვალიერა მისი კოსტუმი.

 
   - ბავშვი მზადაა, მაგრამ ეგეთი მზერით რატომ მიყურებ... მეშინია!

  - დიად პაკ ჩანიოლს ჩემი ეშინია! - ჩაიცინა ბიჭმა და სწრაფად მიუახლოვდა, თითები ბანტს შემოახვია, ლამაზად დაუყენა და გაუსწორა, შემდეგ კი თმაში შეუცურა და გვერდზე გადაუწია.

  - ეს მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ პაკ ბექიონ! - ჩაიცინა ბიჭმა, მეუღლეს წელზე ხელები მოხვია და თავისკენ მიიზიდა.

  - მიხარია რომ ერთადერთი და განუმეორებელი ვარ! - დაიჩურჩულა ბექიონმა და ტუჩებზე ენა გამომწვევად გადაისვა.

  - მაგიჟებ ლილიპუტო! - ამოიხვნეშა ჩანიოლმა და წინ მდგომს სწრაფად დააცხრა ტუჩებზე.

  - ბოდიში რომ გაწყვეტინებთ, მაგრამ ახლა მაგისთვის არ გვცალია! - მოესმათ უცებ ლუჰანის ხმა, რომელსაც სეჰუნი ჰყავდა ჰალსტუხით დაჭერილი და აქეთ-იქით დაათრევდა. ჩანიოლმა ბოლოჯერ აკოცა ბექიონს და ჯისონისკენ გაემართა, რომელიც მთელი ამ დროის განმავლობაში იატაკზე იჯდა და განკუთვნილი სათამაშოებით თამაშობდა.

  - მზად ხარ ჯისონ? - ჰკითხა ჩანიოლმა და ბავშვი ხელში აიყვანა.

  - კი მამა! - თავი დაუქნია ბიჭმა.

  - ჩემი ყოჩაღი ბიჭი! - ლოყაზე აკოცა ჩანიოლმა და გასასვლელისკენ გაემართა - ჩვენ გარეთ დაგელოდებით! - გასძახა ბოლოს დანარჩენებს და ბავშვთან ერთად გარეთ გავიდა.

  - აბა ყველანი გარეთ! - დაფაცურდა უცებ ლუჰანი, ბემბემი და სეჰუნი გარეთ გააგდო, ბოლოს კი სოიონიც მიაყოლა.

  - მგონი მზად ვართ! - ამოიხვნეშა ბექიონმა და სარკეში საკუთარი თავი შეათვალიერა.

  - კი, წასვლის დროა! - დაეთანხმა ლუჰანი.

  - უი, გუშინ ვეღარ გკითხე... რა სიურპრიზი გაგიკეთა იმ ვაჟბატონმა?! - ჰკითხა ბექიონმა ბიჭს და სახლის გასაღებს ხელი დაავლო.

  - ბავშვის აყვანაზე თანახმაა, მითხრა როგორც კი მოვიცლით წავიდეთ და მოვაგვაროთ ეს საქმეო! - აღტაცებით შეატყობინა ლუჰანმა.

  - მშვენიერია, ხომ გითხარი აცადე ცოტა ხანი თქო! - გაეღიმა ბექიონს და ლუჰანთან ერთად სახლიდან გავიდა.

   - ღმერთო მაღალო! - წამოიძახა უცებ ლუჰანმა გაფართოებული თვალებით.

  - მეჩვენება, თუ ახლა იმ მანქანასთან, დანარჩენების გარემოცვაში თეჰიონი დგას! - დააბოლოვა პირდაღებულმა ბექიონმა.

  - არა... იმიტომ რომ მეც ვხედავ! - დაბეჯითებით დაუმტკიცა ბიჭმა და შავი მანქანისკენ დაიძრა.

  - კიმ თეჰიონ... როგორ მოხდა რომ აქ გხედავთ! - შესძახა ბექიონმა და შავთმიანი ბიჭისკენ გაიქცა.

  - მიხარია შენი ნახვა ბექ! - ჩაიღიმა თეჰიონმა და პატარა სხეული მკლავებში მოიქცია.

  - როგორ მოგვანატრეთ თავი ბოს! - ჩაიცინა ლუჰანმა და ხელებგაშლილ ბიჭს ჩაეხუტა.

  - რას ვიზამთ... ხდება ხოლმე! - უპასუხა ღიმილით და ყველას გადახედა - ღმერთო... როგორ მომნატრებია თქვენს გარემოცვაში ყოფნა!

  - რათქმაუნდა მოგენატრებოდა... ჩვენზე უკეთესებს სად იპოვიდი! - დაუდასტურა სეჰუნმა და გზისკენ გაიხედა - აი ჩვენი იუნმინიც მოვიდა!

  დიდი შავი ჯიპი ეზოში შემოვიდა და შეკრებილებთან გაჩერდა, იუნგიმ სწრაფად გააღო მანქანის კარი და აღტაცებული სახით გადმოვიდა ჯიპიდან.

  - თეჰიონ?! - შესძახა და ბიჭს ძლიერად ჩაეხუტა.

  - იუნგზ...

  - ვერც კი წარმოიდგენ როგორ მომენატრე!

  - თეჰიოონ! - იუნგის გახარებული ჯიმინი მოჰყვა რომელიც პირდაპირი მნიშვნელობით ზედ შეახტა ბიჭს.

  - გიხდება ახალი სტილი ჩიმი!

  - მადლობა! - ჩაიღიმა და იუნგის ამოუდგა გვერდზე.

  - როგორც იქნა ყველანი ერთად ვართ! - შესძახა ბემბემმა.

  - და ასევე ყველა ერთად ვაგვიანებთ შეკრებაზე! - დაამატა ჩანიოლმა.

  - ღმერთო ჩემო... წავედით! - წამოიყვირა ბექიონმა და მანქანისკენ დაიძრა. დანარჩენებიც მალე მოთავსდნენ და ყველა ერთად დაიძრა.

 
შეკრება დიდ რესტორანში იმართებოდა, რომელიც ერთ-ერთი ბანდის უფროსს ეკუთვნოდა. ეს იყო დიდი, მდიდრული და ლამაზი რესტორანი, თავისი საბანკეტო დარბაზით, ვერანდით და სრულიად არასაჭირო კინოთეატრით. იქ მისულებს უამრავი მანქანა და ხალხი მოხვდათ თვალში, კოსტუმიანი კაცები და მდიდრულ კაბებში გამოწყობილ ქალები ერთმანეთს ესაუბრებოდნენ.

  მანქანები სათითაოდ დააყენეს და გასაღებები იქ მყოფ მოსამსახურე ბიჭებს ჩააბარეს.

  - შევედით?! - იკითხა თეჰიონმა როცა დანარჩენებს მიუახლოვდა.

  - შევედით!

  - სტიგმა მთლიანი შემადგენლობით მშვენივრად გამოიყურება! - გაიგეს უცბად ხმა, რომელიც მათკენ მომავალ მომღიმარ ბიჭს ეკუთვნოდა.

  - მიხარია შენი ნახვა ჯეჰიონ! - თეჰიონმა ღიმილით გაუწოდა ხელი ბიჭს და გადაეხვია. ჯეჰიონმა დანარჩენებიც მოიკითხა და თეჰიონს ამოუდგა მხარში.

  - იტალიელები ნახეთ?! - აღფრთოვანებით შეატყობინა ბიჭმა - ახლები ჰყავთ!

  - ჯერ ახლა მოვედით, შენ პირველი ხარ ვინც ვნახეთ ჯერ! - სიცილით უთხრა სოიონმა.

  - ისე იტალიელები მეც მაინტერესებს! - ჩაფიქრებით თქვა სეჰუნმა.

  - ხოდა შედით! - შესასვლელისკენ ანიშნა ჯეჰიონმა.

  - გნახავ მერე! - მხარზე ხელი დაკრა თეჰიონმა და დანარჩენებთან ერთად კარისკენ დაიძრა.

  კარები, იქვე მდგარმა ორმა დაცვამ გაუღო. თეჰიონმა რომელიღაც ბანდის ლიდერს, ზეზეულად დაუკრა თავი და შიგნით შევიდა. ფოიეში უფრო მეტი დაცვა იდგა, რომლებიც ხალხს ამოწმებდნენ.

  - იარაღები უნდა ჩავაბაროთ! - გააფრთხილა თეჰიონმა დანარჩენები და დაცვისკენ დაიძრა, ჯიბეებიდან რამდენიმე პისტოლეტი და დანა ამოიღო და მაგიდაზე დააწყო, დაცვამ სპეციალური მოწყობილობით შეამოწმა კიდევ რამე ხომ არ ჰქონდა ბიჭს, როცა დარწმუნდა რომ სუფთა იყო ხელით კარისკენ ანიშნა. დანარჩენებმაც იგივე პროცედურა გაიმეორეს, ჯისონის ჩათვლით.

სოიონმა ოხვრით ამოიღო ყველანაირი იარაღი, რაც გააჩნდა და მაგიდაზე დააწყო, დაცვამ აპარატი აატარა მთელ სხეულზე და როცა წრიპინი მოესმა, გოგოს წარბაწეული მიაჩერდა.

  - ხო კაი! - ამოიოხრა სოიონმა, ფეხთან ჩახსნილი ნაწილიდან დანა ამოაძვრინა და მაგიდაზე განათავსა. შემდეგ დაცვას შეუღრინა და კარისკენ დაიძრა.

  - აქეთ! - გაიგო ლუჰანის ხმა და მისკენ დაიძრა.

  - შეკრება ზუსტად ნახევარ საათში დაიწყება, მანამდე რაც გინდათ ის აკეთეთ და შეეცადეთ შარში არ გაეხვეთ! - გააფრთხილა თეჰიონმა დანარჩენები.

  - მშვენიერია! - სეჰუნს უკვე მოესწრო ფუშეტიდან საჭმლის აღება და პირგამოტენილი ათვალიერებდა უზარმაზარ დარბაზს.

- აი იტალიელები! - უჩურჩულა ჯიმინმა ბექიონს და ერთ ჯგუფად შეკრულ, შავგვრემან კაცებს გახედა, რამოდენიმე მათგანი შედარებით უფროსი და გამოცდილი ჩანდა, მათ ყველა იცნობდა და უფრო მეტ ყურადღებას იქცევდნენ, ვიდრე ახალგაზრდა, ჯერ კიდევ უწვერ-ულვაშო ბიჭები.

  იტალიელებმა მალევე შეამჩნიეს ახალმოსული სტიგმას წევრები და შორიდან თავის დაკვირით მიესალმნენ, მხოლოდ რამოდენიმე მათგანი დაიძრა შეკრებილებისკენ.

  - და აი ისიც, დიდებული სტიგმა! - შესძახა ერთ-ერთმა, კაცი დაახლოებით ორმოცდაათ წლამდე იქნებოდა, მაგრამ ბუნებას მისთვის უხვად გაემეტებინა სილამაზე, საკმაოდ მაღალი იყო, ასაკთან შედარებით ახალგაზრდულად გამოიყურებოდა, შავი თმა, გამოყვანილი ნაკვთები და ცისფერი თვალები ჰქონდა.

  - გაბრიელ გარკო... მიხარია შენი ნახვა მეგობარო! - დიპლომატიური ღიმილით შეეგება თეჰიონი და ხელი ჩამოართვა.

  - მის! - კაცმა ბოლოს სოიონს გაუწოდა ხელი და ზრდილობიანად აკოცა.

  - შენ თანმხლებებს არ გაგვაცნობ?! - ჰკითხა თეჰიონმა და სინიდან, რომელიც იმ წამს მოსამსახურემ ჩამოატარა, სიგარა აიღო.

  - მიხარია რომ თქვენი გაცნობის საშუალება მომეცა, მე კარლო ფონტეინი ვარ! - უთხრა მკვირცხლად შავგვრემანმა ბიჭმა და თავისი სანთებელით თეჰიონის სიგარას გაუკიდა. თეჰიონმა თავი დაუკრა და მეორეს მიუბრუნდა.

  - ალვინო კლემენცა! - მეორე ბიჭი შედარებით უფრო მუქკანიანი იყო, ხშირი ხუჭუჭი თმა და კუშტი გამოხედვა ჰქონდა.

  - გავიგე ბევრი ახალი ბანდა შეიქმნა იტალიაში! - უთხრა საქმიანად თეჰიონმა - სიცილიელები არიან?!

  - ბანდები ნამდვილად ბევრი შეიქმნა - უპასუხა გარკომ და სიგარა აიღო - სიცილია სახუმარო თემა არ არის, სუფთა სისხლის მქონე სიცილიელები უძლიერეს ბანდებს აყალიბებენ, წვრილ-წვრილი ხულიგნები კი ძირითადად ვენეციიდან არიან, მათ მაფიოზებს ვერც ვუწოდებთ!

  - ტურინი... შენ ხომ ტურინიდან ხარ?!

  - ტურინში შედარებით სიმშვიდეა რადგან ჩემი ხალხი იცავს, თავში არავის მოუვა აზრად, თავისი მაფიოზობით ჩემს ქალაქში გაითქვას სახელი!

   - მშვენიერია! - თავი დაუქნია თეჰიონმა და დარბაზს გადახედა - ფრანგები არ შემიმჩნევია, არ მოსულან?!

  - არ მოიწვიეს, როგორც ვიცი ამ ბოლო ხანების განმავლობაში ბევრი წესი დაურღვევიათ, ბანდების მსოფლიოთშორის შეკრებაზე მოწვევის არ მიღება კი უდიდესი სირცხვილია... ერთგვარი ჭკუის სწავლებაა რა! - აუხსნა გარკომ და დარბაზი მანაც მოათვალიერა.

  - იაპონელებიც აქ ყოფილან! - ჩაილაპარაკა თეჰიონმა და მათგან ოდნავ მოშორებით მდგარი წყვილი დაკვირვებით შეათვალიერა.

  - და-ძმა არასდროს კარგავს იმ აურას რომელიც სულ თან სდევთ... ხალხი სხვა ქვეყნებშიც კი შიშისგან ძრწის ნაკამოტო იუტას და ჰირაი მომოს სახელის გაგებისას! - ჩაილაპარაკა კაცმა.

  - რათქმაუნდა, ისინი ხომ მკვლელები არიან! - ჩაიცინა თეჰიონმა - წამება და ხალხის მოკვლა მათი საქმეა!

  - მეჩვენება თუ ჩვენზე ლაპარაკობთ! - ეშმაკური მზერით მიუახლოვდათ წითელთმიანი ბიჭი, რომელსაც თმა უკან ჰქონდა შეკრული და შავებში ეცვა, გვერდს კი ასევე შავებში გამოწყობილი ჩოლკიანი გოგო უმშვენებდა, რომელიც მომხიბვლელად იღიმოდა.

  - არ მოგჩვენებია იუტა, ზუსტადაც თქვენზე ვლაპარაკობდით! - ჩაიცინა თეჰიონმა და ბიჭს ხელი ჩამოართვა.

  - დიდი პატივია ჩვენთვის! - ჩაიღიმა  გოგომ, მაგრამ მხოლოდ ამ უბრალო ღიმილშიც კი იყო რაღაც შიშის მომგვრელი და შემაძრწუნებელი.

  - მეჩვენება თუ მკვლელი ძუკნას ხმა გავიგე! - სოიონი წამში ამოუდგა თეჰიონს გვერდით და გოგო შეათვალიერა.

  - არ მოგჩვენებია კორეელო ლილიპუტო! - უპასუხა გესლიანად შავთმიანმა.

  - არ იცვლები რა, ისევ ისეთი მომო ხარ როგორიც ადრე! - ამოიოხრა სოიონმა და გოგოს ღიმილით გადაეხვია.

  - შენც ისევ ის სოიონი ხარ რაც იყავი! - უპასუხა ღიმილითვე მომომ.

  - რომ არ გიცნობდეთ, ვიფიქრებდი თმებით უნდა ითრიონ ერთმანეთი თქო! - ჩაეცინა იუტას.

  - მაშინ კარგი ყოფილა რომ გვიცნობ წითელთავა! - ნიშნის მოგებით მიუგო სოიონმა და მომოს ხელი გადახვია, ოღონდ მანამდე ფეხის წვერებზე აწევა მოუწია.

  - დაბალო! - დასცინა იუტამ და გოგოს სახის დანახვისას ეშმაკურად ჩაიღიმა.

  - ბედი შენი რომ დანა გარეთ დამატოვებინეს! - შეუღრინა გოგომ.

  - ნაკამოტო, გავიგე იაპონიაში ბევრი უკანონო ქმედებები ხდებაო! - გააწყვეტინა ლაპარაკი გარკომ.

  - ხდება, მაგრამ მაგის მოგვარება ჩვენი საქმეა! - ძმის მაგივრად გასცა პასუხი მომომ.

  - კანონის დამრღვევები სათანადოდ ისჯებიან! - ირონიულად ჩაიღიმა იუტამ.

  - იაპონიაში ჩინეთთან შედარებით ანგელოზები არიან! - გაიცინა თეჰიონმა - შანხაიში და გუანჩჟოუში საშინელებები ხდება, ჰონგ-კონგში შედარებით სიმშვიდეა მაგრამ არც იქაა კარგი სიტუაცია!

  - შანხაის ამბებზე მეც გავიგე! - დაუდასტურა ნათქვამი მომომ - იქ უკვე არავინ არავის არ ინდობს, სასაკლაოს გავს იქაურობა, ხალხი სხვა ქალაქებში გარბის!

  - ერთი თვის წინ შანხაიში საქმეზე ვიყავით - დაამატა იუტამ - მეც კი გაოცებული დავრჩი, ჯერ კიდევ თბილი გვამები პირდაპირ ქუჩებში ეყარა, სახლები ჩარაზული იყო, ხალხი კი არსად ჩანდა. დღევანდელ შეკრებაზე ერთ-ერთი მთავარი თემა ზუსტად ჩინეთის ბანდებს ეხება!

  - იფანების დამსახურებაა ყველაფერი! - წაისისინა მომომ გესლიანად - ჯერ მამამ დაიწყო და ახლა კი შვილი აგრძელებს!

  - იფანი... რომელი იფანზე ლაპარაკობ?! - იკითხა სოიონმა.

  - კრის ვუ... აყლაყუდა ნაბიჭვარი! - უპასუხა მომომ.

  - კრისი ნამდვილად ნაბიჭვარია! - თავი დაუქნია თეჰიონმა.

  - მგონი ჩინეთში ნორმალური მხოლოდ ვანგების ბანდა შემორჩა!  - ჩაილაპარაკა გარკომ დანანებით.

   - არა, არის კიდევ ერთი, ჟონების ბანდას ჯერ არ დაუკარგავს სინდისი! - უთხრა იუტამ და დარბაზი მოათვალიერა - აქ არიან, უფროს ჟონს თან თავისი ახალგაზრდა მემკვიდრე ახლავს!

  - ჟონ ჩონლო ერთერთი იმათგანია ვინც ასეთ პატარა ასაკში ხდება ბანდის მეთაური! - დაუდასტურა მომომ.

  - მოკლედ იმედი ვიქონიოთ რომ ჩინეთის ამბები გამოსწორდება, თორემ მალე ჩვენც შეგვექმნება პრობლემები! - ჩაილაპარაკა შავთმიანმა კაცმა - ახლა კი უნდა დაგტოვოთ, მომავალ შეხვედრამდე! - თავი დაუკრა გარკომ იქ მყოფებს და თანმხლებებთან ერთად იტალიელებს დაუბრუნდა.

  - ხუთ წუთში შეკრება იწყება - აცნობა იუტამ შეკრებილებს - იქ შეგხვდებით! - მომოს ხელი ჩაკიდა და ხალხში გაერია.

თეჰიონმა და სოიონმა დარბაზში თავისიანებს დაუწყეს ძებნა, ჩანიოლი, ბექიონი და ჯისონი მალევე იპოვეს, ბიჭები დივანზე ისხდნენ და დრო ერთად გაყავდათ. სეჰუნი და ლუჰანი ფუშეტის მაგიდასთან აღმოაჩინეს, იუნგი და ჯიმინი სასმელების განყოფილებასთან, ბემბემი კი ტაილანდელი ბანდების გარემოცვაში. ყველა ერთად შეიკრიბა და მთავარი დარბაზისკენ გაემართნენ.

  მთავარი დარბაზი დიდი ოთახი იყო, მდიდრულად და ლამაზად გაწყობილი, შინდისფერ ფერებში. სპეციალურად დღევანდელი დღისთვის კი ოთახში გრძელი მაგიდა დაედგათ, რათა ყველა მოწვეული ბანდის წევრი დატეულიყო. სტიგმას წევრებისთვის ადგილი მაგიდის სათავეში იყო გამოყოფილი, მეთაურებთან ახლოს, მათ პირდაპირ კი ორგელის წევრების ადგილები იყო, თუმცა თვითონ ორგელი ჯერ არსად ჩანდა.

ბიჭებმა ბანდების წევრებს და მთავარ მეთაურებს თავი დაუკრეს და ადგილები დაიკავეს. დაახლოებით ორ წუთში ყველა ადგილი დაკავებული იყო, ორგელის გარდა.

  - არ არიან მოწვეულები?! - უჩურჩულა იუნგიმ თეჰიონს.

  - კი, მაგრამ როგორც ჩანს აგვიანებენ! - კბილებში გამოცრა თეჰიონმა.

მთავარი მეთაურების ადგილები მინჰოს, სივონს და გარკოს დაეკავებინათ, რომლებიც უკმაყოფილო სახით უყურებდნენ ორგელის ცარიელ ადგილებს.

  - ზუსტად ნახევარი წუთი დარჩა შეკრების დაწყებამდე! - გამოაცხადა მინჰომ - თუ ორგელი არ გამოცხადდება, მაშინ ისინი მოხსნილები იქნებიან მსოფლიოთშორისი ბანდების შეკრებ...

  მინჰოს ლაპარაკი კარების გაღების ხმამ გააწყვეტინა, ყველას თავი იქითკენ მიბრუნდა საიდანაც მომღიმარი სახით შერლოკი შემოვიდა, უცვლელად თვალზე გაკეთებული საფარველით.

  - ბოდიში დაგვიანებისთვის! - თქვა ირონიული ღიმილით და თეჰიონს თვალი თვალში გაუყარა.

  - დაიკავეთ ადგილი! - უთხრა გარკომ ხმამაღლა.

  შერლოკი დარბაზში შემოვიდა, მას უკან ვონჰო მოჰყვა, ვონჰოს შავთმიანი ქალი, ბოლო ადამიანის შემოსვლას კი დარბაზის, მაგრამ განსაკუთრებით სტიგმას მხრიდან აღშფოთებული შეძახილები მოჰყვა, ლუჰანმა თავს ძალა დაატანა ცუდად რომ არ გამხდარიყო და ქმრის ხელს მთელი ძალით ჩაებღაუჭა, ჯიმინიც იგივე მდგომარეობაში იყო, დანარჩენებს კი ჯერაც არ დაეხურათ გაღებული პირი. მხოლოდ თეჰიონი იჯდა აფექტურ მდგომარეობაში და თვალისდაუხამხამებლად მისჩერებოდა შავ კოსტუმში გამოწყობილ სხეულს, რომელიც შერლოკს უკან მიჰყვებოდა კუთვნილი ადგილისკენ. რამდენიმე წამში, ორგელი სრული შემადგენლობით მოთავსდა სკამებზე. შერლოკს სახეზე ისევ კმაყოფილების ღიმილი ეხატა, ვონჰო კი თითქოს შეწუხებული ჩანდა ამ ყველაფრით.

  ბოლოს კოსტუმიანმა თეჰიონს თვალი თვალში გაუყარა და მანაც გაიღიმა.

  ეს არ იყო ის ღიმილი, რასაც თეჰიონი სამი წლის წინ ხედავდა.

არც ეს ადამიანი იყო იგივე, რომელიც თეჰიონს სამი წლის წინ უყვარდა.

 მის წინ სრულიად შეცვლილი ბიჭი იჯდა და ამას მთლიანი სტიგმას შემადგენლობა ამჩნევდა.

  თვალებგაფართოებულ თეჰიონს ერთადერთი სიტყვა აღმოხდა პირიდან.







  - ჯ..ჯონგუკ?!















  ___________________________


უკვე ვთქვი რომ დრამა მიყვაარს😏

ცოტა დავაგვიანე და გვიან ვტვირთავ მაგრამ არაუშავს, ამ თავის დასაწერად, ლამის მესამედ წავიკითხე ნათლია🤣🤣


აბა კომენტარები და შეფასებები არ დაგენანოთ, მიყვარხართ ყველა 💖💖💖💖💖💫

Continue Reading

You'll Also Like

110K 12.8K 65
လူတွေမသိတဲ့ ငါ့ရဲ့နောက်ပုံစံတစ်မျိုးကို ငါကိုယ်တိုင်တောင်အံ့ဩတယ်...
876K 36K 30
"ကျွန်တော် တစ်ခါ နမ်းရင် ငါးသိန်း ထက်မနည်းရတယ်..သဘောပေါက်လား?"(18+) ကြၽန္ေတာ္ တစ္ခါ နမ္းရင္ ငါးသိန္း ထက္မနည္းရတယ္..သေဘာေပါက္လား?"(18+)
302K 20.5K 60
ដើម្បីកូន អូនព្រមទទួលយកគ្រប់យ៉ាង សូម្បីតែនាមជា«ប្រពន្ធចុង» Jeon Jungkook x Kim Taehyung (Top) (Btt)