WILL YOU GIVE ME A LIFE? (დას...

By your_amaya

58.9K 5.4K 5.2K

-გიყვარვარ? - რათქმაუნდა მიყვარხარ! - მაგრამ მე ხომ, დაუცველი, უსუსური არსება ვარ!? - მაგიტომაც მიყვარხარ სულ... More

პირველი თავი
მეორე თავი
მესამე თავი
მეოთხე თავი
მეხუთე თავი
მეექვსე თავი
მეშვიდე თავი
მერვე თავი
მეცხრე თავი
მეათე თავი
მეთერთმეტე თავი
მეთორმეტე თავი
მეცამეტე თავი
მეთოთხმეტე თავი
მეთექვსმეტე თავი
მეჩვიდმეტე თავი
მეთვრამეტე თავი
მეცხრამეტე თავი
მეოცე თავი
ოცდამეერთე თავი
ოცდამეორე თავი
ოცდამესამე თავი
ოცდამეოთხე თავი
ოცდამეხუთე თავი
ოცდამეექვსე თავი
ოცდამეშვიდე თავი
ოცდამერვე თავი
ოცდამეცხრე თავი
ოცდამეათე თავი
ოცდამეთერთმეტე თავი
ოცდამეთორმეტე თავი
Q&A
ოცდამეცამეტე თავი
Q&A 2
ოცდამეთოთხმეტე თავი
ოცდამეთხუთმეტე თავი
ოცდამეთექვსმეტე თავი
ოცდამეჩვიდმეტე თავი

მეთხუთმეტე თავი

1.8K 139 143
By your_amaya


  ბექიონი მშვიდად ფშვინავს საწოლში, მოკუნტულ პოზაში წევს, ცალი ხელი კი თავის ქვეშ აქვს ამოდებული ბალიშის მაგივრად. სინამდვილეში ძილს არ აპირებდა, მაგრამ როცა წამოწვა და ჩაფიქრდა, რული თავისით მოერია, რამდენიმე წუთში კი ჩაეძინა.

ოთახის კარი ძლიერად იღება, წამში კი მაღალი სხეულის სილუეტიც ილანდება, რომელიც მძინარის დანახვისას კრთება და ამჯერად ფრთხილად ხურავს კარს, ბექიონი იშმუშნება და თვალებს ახელს, მასზე მოშტერებულ ჩანიოლს ხედავს რომელიც შეწუხებული სახით ჯდება ლოგინზე.

  - ბოდიში გაღვიძებისთვის! - ჩაიბურტყუნა.

  - არაუშავს, მაინც მალე გამეღვიძებოდა! - დაამთქნარა ქერამ და ლოგინზე წამოჯდა - რამ შეგაწუხა?!

  - უნდა ვილაპარაკო ბექიონ! - ხმა დაასერიოზულა ჩანიოლმა.

  - მაინც რაზე?! - წამოდგა საწოლიდან და ტუმბოს მიუახლოვდა, უჯრიდან წითელი მარლბოროს კოლოფი ამოიღო და სანთებელას ძებნა დაიწყო, მალევე იპოვა შარვლის ჯიბეში, ღერი თითებს შორის მოიქცია და გაუკიდა, პირველი ნაპასი დაარტყა, სიამოვნებით გაიღიმა და საწოლს დაუბრუნდა.

  - მეგონა აღარ ეწეოდი! - უთხრა ჩანიოლმა და ღერი გამოართვა, ამჯერად თვითონ ამოარტყა.

  - ერთი ადამიანის გამო დავიწყე, რომელმაც ეს ბოლო ხანები საკმაოდ მანერვიულა! - ჩაუნამიოკა და სიგარეტი დაიბრუნა.

  - ზუსტად მაგაზე მინდა ლაპარაკი ბექ...

  - გისმენ! - უთხრა უდარდელად და თვალები აატრიალა.

  - ისე ნუ იქცევი თითქოს შენთვის ეს ურთიერთობა არაფერს ნიშნავდა!

  - შენც კარგად იცი ჩანიოლ, რომ ჩვენი ურთიერთობა ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი თემა იყო, ურთიერთობა რომელიც შენ გამო დაინგრა და გეხვეწები მე ნუ გამოგყავარ ცივი ბოზივით! - გაცხარდა ბექიონი.

  - მაპატიე ბექ... ვიცი რომ მე ვარ დამნაშავე, ვიცი რომ ყველაფერი ჩემი ბრალია, მაგრამ ეს არ უნდა გექნა, არ უნდა დაგესვა წერტილი ამ ურთიერთობისთვის, ესე რთულად არ უნდა მიგეღო ეს ამბავი - ამოიოხრა ჩანიოლმა და ქერას შეხედა.

  - რთულად არ უნდა მიმეღო ის ამბავი რომ შიშველი იწექი საწოლში, ათასგზის ნათრევ ბოზთან, თმაზე ეფერებოდი და სიყვარულს ეფიცებოდი?!

  - ბექ...

  - ამიხსენი ჩანიოლ, ორი წუთით ჩემს ადგილას წარმოიდგინე თავი, რა გრძნობა დაგეუფლებოდა ოთახის კარი რომ შემოგეღო და იგივე ვითარებაში მე დაგენახე?! - ქერა უკვე ტირილის პირას იყო, ნახევრად ჩამწვარ სიგარეტს ძლივს იმორჩილებდა აკანკალებული თითებით.

   - უკანასკნელი დონის ნაბიჭვარი ვარ ვიცი, მაგრამ ჩემი მდგომარეობაც უნდა გაგეთვალისწინებინა... ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ ვიყავი და ვერ ვაზროვნებდი - ჩანიოლმა ბექიონის სიგარეტი გვერდით გადადო და მისი თლილი თითები თავის ტორში მოიქცია - მაპატიე პატარავ, გთხოვ... შენც კარგად იცი რომ მე, შენს გარეშე ცხოვრება არ შემიძლია, არ შემიძლია გესმის... იმისთვის დავიბადე რომ შენ მეპოვნე და ჩემი ცხოვრება შენთვის დამეკავშირებინა, შენ კი იმისთვის დაიბადე რომ შენი ღიმილით ჩემი უღიმღამო ცხოვრება გაგელამაზებინა... მხოლოდ ორი კვირა გავიდა, მაგრამ ჩემთვის ეს ათასწლეულს უდრიდა, ყოველი დილა შენს გარეშე, ყოველი საუზმე შენს გარეშე, ყოველი ნაბიჯი შენს გარეშე, ყოველი ღამე შენს გარეშე, დიდხანს ვეღარ გავძლებ... ათასჯერ მითქვამს და კიდევ ათასჯერ გაგიმეორებ რომ მიყვარხარ, იმაზე მეტად ვიდრე ამქვეყნად ვინმეს ვინმე შეიძლება უყვარდეს... გთხოვ, ნუ გამანადგურებ! - ჩანიოლს თვალები ამღვრეოდა, ტუჩები კი საშინლად უთრთოდა. ქერამ ამოიოხრა, გვერდულად ჩაიცინა და წინ მჯდომს მკლავებში ჩაუვარდა, ჩანიოლმა სასწრაფოდ შემოხვია ხელები პატარა სხეულს, თითქოს ეშინოდა კიდევ არ დაეკარგა, ღრმად და თავისუფლად ამოისუნთქა და ცხვირი ბექიონის კისერში ჩარგო.

  - ანუ შევრიგდით! - ამოიბურტყუნა თავაუწევლად, ბექიონს ცხელი სუნთქვის მოხვედრისას კანი აეწვა, გააჟრჟოლა და სასიამოვნოდ გაეღიმა.

 

  - შენი მონოლოგი მომეწონა, ისე არ შეგირიგდებოდი! - ჩაიცინა და ჩანიოლის თმების წვალება დაიწყო.

  - მიყვარხარ წიკვინა ლილიპუტო!

  - მეც მიყვარხარ გარყვნილო გიგანტო!

  - გარყვნილზე გამახსენდა... რამდენი ხანია შენი სხეულით არ დავმტკბარვარ, არ ვიმსახურებ?! - მოშორდა ქერას, ტუჩის კუთხე აპრიხა და მწველი მზერით მიაჩერდა.

  - არც იოცნებო პაკ ჩანიოლ... სირცხვილია, ქვემოთ ბავშვები არიან!

   - მაგ ბავშვებმა მგონი ჩვენზე მეტი იციან, თან არამგონია ახლა ვინმეს ჩვენთვის ეცალოს, ასერომ ხელს არაფერი გვიშლის! - ჩაიცინა და ბექიონი საწოლზე გადააწვინა, ზემოდან მოექცა და ხარბი მზერით აათვალიერა მის ქვეშ მოქცეული, გაწითლებული ქერა - ღმერთო როგორ მომენატრე ვერც კი წარმოიდგენ! - ამოიოხრა და მისკენ უფრო დაიხარა.

  - შენ წარმოიდგინე და მეც! - ხელები კისერზე შემოხვია ბექიონმა და სხეული თავისკენ მიიზიდა, ტუჩები ხარბად გაილოკა და მუხლით ჩანიოლის უბეს ფრთხილად მიაწვა.

  - ნუ მიწვევ პატარა... ხომ იცი არა რითიც დასრულდება ეს ყველაფერი - ჩანიოლის მის ყურთან დაიხარა და ბიბილოზე ენა აუსვა - გაიძულებ ჩემი სახელი ხმის ჩახლეჩვამდე იკვნესო, იმდენად უხეშად და ბინძურად გიხმარ, რომ ფეხზე ვეღარ გაივლი, შენთვითონ შემეხვეწები გამჟიმეო, მუხლებზე დაჩოქილი თან...

  - კიდევ რას იზამ ჩანიი! - გაწელა სიტყვა ბექიონმა და როცა ყურზე კბილები იგრძნო, სიამოვნებისგან ამოიკრუტუნა.

  - ხომ იცი როგორ მიყვარს მაგას რომ მეძახი! - თვალები აენთო ჩანიოლს.

   - ჩ ა ნ ი! - დაუმარცვლა ქერამ და სხეული უფრო მიიზიდა - შენი თვალებით თუ ვიმსჯელებთ, მგონი მართლა დამერხა! - ჩაიცინა და ენა კბილებზე გამომწვევად გადაისვა, ჩანიოლმა ცდუნებას ვეღარ გაუძლო და სწრაფად დააცხრა ბექიონის ტუჩებს, ქერამ ხელები თმაში შეუცურა და ძლიერი მოქაჩვით მათი ტუჩები უფრო მეტად შეაერთა, პირი ოდნავ შეხსნა, რითაც ჩანიოლს საშუალება მისცა, კოცნა გაეღრმავებინა, მალევე იგრძნო მისი ენა საკუთარ პირში და ჩუმად ამოიკრუტუნა, თავდავიწყებას მიეცა, სრული სიამოვნებისთვის მეტი არც არაფერი უნდოდა, საყვარელი ადამიანი, რომელიც ახლა მის ზემოდან იყო მოქცეული და კოცნა, რომელიც ვნებების ტალღას ახვევდა თავს. ვერც ერთი ძღებოდა, ჩანიოლს არ უნდოდა მოშორებოდა ბექიონის სველ და წვნიან ტუჩებს, თავის მხრივ ქერასაც არ უნდოდა ამის შეჩერება. ფრანგული კოცნის ოსტატებს, არ სჭირდებოდათ კავშირის გაწყვეტა, რათა ესუნთქათ და კოცნაში არ დამხრჩვალიყვნენ, ჩანიოლის ხელი კოცნის პარალელურად ქერას მაისურის ქვეშ შეცურდა, ბექიონის თითოეული გაჟრჟოლება, რომელიც მისი შეხებით იყო გამოწვეული, უდიდეს სიამოვნებას ანიჭებდა. ბიჭის ტუჩებს მოშორდა და ღიმილით გადაინაცვლა ქვემოთ, ნაზი კოცნებით ჩაუყვა ნიკაპს და ყელს მიადგა, ტუჩები გაილოკა და უხეშად დააცხრა თეთრ კანს, ძლიერად კბენდა და აგემოვნებდა თითოეულ მონაკვეთს, არ ტოვებდა არც ერთ წერტილს. ჯიბეში ვიბრირება იგრძნო, ვიღაცას აშკარად ცუდ დროს მოუნდა დარეკვა, ყურადღება არ მიაქცია და საქმის კეთება განაგრძო, როცა ტელეფონმა ხელმეორედ დარეკა, ბექიონმა შეაჩერა.

  - უპასუხე, რაიცი რა ხდება! - უთხრა და აჩეჩილი მაისურის გასწორება დაიწყო, ჩანიოლმა უკმაყოფილოდ ამოიოხრა და ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო, თითის ერთი გასმით ყურმილი აიღო და ტელეფონი ყურთან მოითავსა.

  - შენი დედაც თეჰიონ, რა ჯანდაბა გინდა! - უთხრა გამწარებულმა.

  - ბოდიში რომ ინტიმური ურთიერთობა გაგაწყვეტინეთ ბატონო პაკ, მაგრამ მინდა გაცნობოთ რომ ჩვენს ძვირფას შტაბს თავს დაესხნენ, ამიტომ კარგი იქნება თუ უკანალს აწევთ და სასწარაფოდ აქ გაჩნდებით, თქვენს პარტნიორთან ერთად! - ამოისისინა ტელეფონში თეჰიონმა.

  - ორმაგად შენი დედაც... თხუთმეტ წუთში მანდ ვართ თეჰიონ!

  - აღჭურვილობა და იარაღი არ დაგავიწყდეთ... - უთხრა საბოლოოდ და გათიშა. ჩანიოლი სწრაფად წამოდგა ლოგინიდან, ბექიონიც მას მიჰყვა.

  - რა ხდება?! - იკითხა ქერამ და ანერვიულებულ გიგანტს მიაჩერდა.

  - შტაბს თავს დაესხნენ, იქ უნდა წავიდეთ რაც შეიძლება სწრაფად! - ბექიონმა ერთი ამოიოხრა და კარისკენ წასულ ჩანიოლს უკან გაყვა.

  - სპეც ოთახში უნდა შევიაროთ რომ ტანსაცმელი და აღჭურვილობა მოვირგოთ! - გამოსძახა ჩანიოლმა უკან ადევნებულ ბექიონს და ნულოვანი სართულის კიბეებს ჩაუყვა.

  მალევე მიადგნენ საჭირო კარს, ჩანიოლმა სწრაფად აკრიფა კოდი და ოთახში შევიდა, ქერაც მიყვა და კარები მიიხურა. ოთახი რომელიც სავსე იყო იარაღებით და სპეციალური ტანსაცმლით, ყველას თვალში აღფრთოვანებას იწვევდა, უზარმაზარი ფართობი, უამრავი სახის იარაღი, შაშხანები, ბომბები, ტყვიაგაუმტარი ჟილეტები და ა.შ. ბექიონი ტანსაცმელს მიადგა, მალევე აარჩია შავი, ოდნავ ფართო შარვალი, იაღარების ჩასადები ჯიბეებით, ტყვიაგაუმტარი ჟილეტები და ზემოდან შემოსაცმელი ასევე შავი ქურთუკი, ჩანიოლიც ბექიონის გემოვნებას მიენდო. ქერამ შავი ბათინკებიც ამოიცვა, ბათინკები რომლებიც სპეციალურად მისთვის შექმნეს, ხუთ სანტიმეტრიანი ძირებით, რომლებშიც პატარა, ბასრი და მომაკვდინებელი დანები იმალება, სპეციალური ღილაკის მეშვეობით კი, რომელიც ბექიონს ტყავის ხელთათმანზე აქვს მიმაგრებული, გარეთ გამოდის და მსხვერპლს კლავს. ჩანიოლმა ქერას ჯიბეებში იარაღები ჩაულაგა, ყველაფერი მოუწესრიგა და თმები აუჩეჩა.

  - შეიძლება ტანკებზე დგახარ, მაგრამ მაინც ჩემზე დაბალი ხარ! - გაიჯგიმა და ენა გამოუყო.

  - შეიძლება დიდი ხარ, მაგრამ ტვინი მაინც ხუთი წლის ბავშვის გაქვს! - წარბშეუხრელად დაუბრუნა პასუხი ბექიონმა და პისტოლეტი გადაუგდო.

  - წავედით?! - იკითხა სიცილით ჩანიოლმა და კარისკენ დაიძრა.

  - წავედით! - გაჰყვა უკან ბექიონიც.

  კლუბიდან გამოვიდნენ, ქუჩა დაზვერეს და ფარეხისკენ წავიდნენ, რომელიც კლუბის უკანა მხარეს მდებარეობდა, ჩანიოლმა რკინის, ოდნავ დაჟანგული კარი გააღო და სიბნელეში შევიდა, მალევე იპოვა ჩამრთველი და იქაურობა გაანათა, სინათლეში კარგად გამოჩნდა მანქანებით და მოტოციკლეტებით სავსე დიდი სივრცე, აქა იქ კი რამდენიმე, მინი ტყვიამფრქვევიც შეინიშნებოდა. ჩანიოლი ნაჭერგადაფარებულ მოტოციკლეტს მოუახლოვდა, ხელის ერთი მოსმით მოაძრო მტვრიანი ნაჭერი და კმაყოფილმა გაიღიმა, მის წინ იდგა შავი, zero engineering T5 blackie მარკის მოტოციკლეტი, რომელიც შუქზე თვალისმომჭრელად პრიალებდა.

  - მომენატრა! - თქვა ბექიონმა და საჭეს ხელი გადაუსვა.

  - მე უფრო! - უთხრა ჩანიოლმა და წამში მოთავსდა მოტოციკლეტზე, ბექიონი უკან მიუჯდა, ხელები წინ მჯდომს შემოხვია წელზე და მჭიდროდ მოუჭირა.

  - ჩაფხუტები...

  - როდის იყო ჩაფხუტებს ვიხურებდით! - გაიცინა ჩანიოლმა და მოტოციკლეტი დაძრა, ძრავამ ომახიანად დაიგუგუნა, პატრონს აცნობა მზად ვარო, ჩანიოლმა სახელური მოქაჩა, ფეხი მიწიდან აიღო და მოტოციკლეტი ფარეხიდან გაიყვანა. როგორც კი ქუჩაზე გავიდნენ ბევრი აღარ უფიქრია, დაიკიდა ყველა საგზაო წესი და ბოლო სიჩქარით გაიჭრა მანქანებს შორის.

  - ვიყვირებდი მაგრამ სიგარეტის გამო ყელი მეწვის! - დაუყვირა ბექიონმა წინ მჯდომს.

  - ხოდა აღარ დავინახო კიდევ გაეკარო! - დაუბრუნა პასუხი და კიდევ ერთი მანქანა ჩამოიშორა. წინ სწრაფად მიიწევდნენ, საკმაოდ სწრაფადაც კი, ალბათ ეს იყო მიზეზი იმის, რომ დანიშნულების ადგილად ათ წუთში მივიდნენ. ჩანიოლმა მოტოციკლეტი შტაბის მოშორებით,  მოფარებულ ადგილას დააყენა და ბექიონთან ერთად, ასევე მოფარებულში მყოფ თეჰიონს და იუნგის მიუახლოვდა.

  - რა ხდება აბა?! - იკითხა და გვერდში ამოუდგა.

  - ჯერ არვიცით, გარედან როგორც ხედავ დიდი არაფერი ემჩნევა შტაბს, მაგრამ ჯერ არვიცით შიგნით რახდება! - უპასუხა თეჰიონმა პისტოლეტის წმენდით.

  შტაბი ერთი შეხედვით უბრალო, დიდ ქარხანას გავდა, რომელსაც ფუნქციონირება კაი ხნის წინ შეეწყვიტა, ამიტომ იყო რომ თითქმის არავინ არ აქცევდა ყურადღებას, მართლაც რა დიდი ყურადღება უნდა ძველ შენობას, რომელიც გარეუბანშია და ყველა ჯურის მანიაკს იზიდავს.

  - შევიდეთ რაღას ველოდებით მაშინ! - თქვა ჩანიოლმა და ნაბიჯი ამაყად გადადგა, ბექიონმა კი საყელოში ჩაავლო და უკან მიაბრუნა.

  - დაწყნარდი რომეო, სეჰუნი გვაკლია! - აუხსნა ქერამ და თავი გზისკენ მიაბრუნა, საიდანაც მანქანის ხმა მოისმა.

  - ცხვირაც ადგილზეა! - ტაში შემოკრა მაღალმა და მათთან მოსულ წითელ ფერარს ხელი აუწია, სეჰუნმა მანქანა დააყენა, გადმოვიდა და შეკრებილებს შეუერთდა.

  - მე მელოდებოდიით, საყვარლებო! - გაიღიმა სეჰუნმა და თეჰიონის გამოწვდილი იარაღი აიღო.

  - რამდენჯერ გითხარი, გამოცვალე ფერი, ქუჩაში რო დადიხარ ყველა შენ გიყურებს! - შეუღრინა იუნგიმ.

  - დიახაც მე უნდა მიყურონ, ისე როგორ! - მხრები აიჩეჩა ბიჭმა და იარაღი სპეციალურ ჯიბეში დამალა.

 

  - გვეყოს ტლიკინი, ყველა აქ ვართ და დროა შევიდეთ! - განაცხადა თეჰიონმა და შტაბისკენ დაიძრა.

  - დამხმარე რაზმი აქვე ახლოს ტრიალებს, მაგრამ არამგონია დაგვჭირდეს! - აუხსნა იუნგიმ ბიჭებს და კარებს მიუახლოვდა, ბოქლომი გასაღებით გააღო და კარის ჭრიალის მერე შიგნით ფრთხილად შეიხედა, როცა დარწმუნდა რომ უსაფრთხო იყო შიგნით შევიდა, დანარჩენებიც შეყვნენ. შტაბი შიგნით აშკარად უკეთესად გამოიყურებოდა ვიდრე გარედან, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი ოთახი იყო, თეჰიონი რკინის კარებს მიუახლოვდა, თვალის გუგა დაასკანერა და უკან დაიხია, კარებმა დაიქშინა, რამდენიმე წამში კი უზარმაზარი რკინები გვერდზე გაიწია და დიდი სივრცე გამოაჩინა, ეს უკვე ნამდვილად მათი შტაბი იყო, უამრავი დალუქული ოთახით, ბევრი ლაბირინთით და ათასი მოწყობილობით, შეიძლება დაკარგულიყავი კიდეც.

  - აქ უკვე ფრთხილად უნდა ვიყოთ, შეტევა ამ არეალში განხორციელდა, შეიძლება ჩასაფრებულები იყვნენ! - თქვა იუნგიმ ჩუმად და წინ გაიჭრა, ბიჭები ყოველ კუთხე კუნჭულს დიდი ყურადღებით აკვირდებოდნენ, ცდილობდნენ საფრთხე აღმოეჩინათ, რაც ჯერ ჯერობით წარუმატებლად სრულდებოდა.

  - არაფერი არაა, ვნახოთ რამე თუ წაიღეს და დავბრუნდეთ კლუბში! - თქვა ბექიონმა და სკამზე ჩამოჯდა, დანარჩენები ჯერ კიდევ ათვალიერებდნენ ყველაფერს.

  - წაღებულიც არ არის არაფერი! - უპასუხა ჩანიოლმა დაფიქრებით.

  - მაინც არ მომწონს ეს სიტუაცია, მუცელი ცუდს მიგრძნობს! - განაცხადა სეჰუნმა და იარაღი ჩაბღუჯა.

  - ეგ იმიტომ რომ გშია! - გაიცინა ჩანიოლმა.

  - კარგი წავიდეთ, ჩვენ ხალხს გამოვგზავნი მერე, უკეთესად დაათვალიერებენ! - თქვა თეჰიონმა, კიდევ ერთხელ მოავლო თვალი იქაურობას და გასასვლელისკენ დაიძრა, ბექიონი ძლივს წამოდგა სკამიდან, რის გამოც წინ მიმავლებს ჩამორჩა.

  - ჩანიოლ, შენი საათი წიკწიკებს?! - იკითხა უცებ სეჰუნმა და მაღალს მკლავში ჩაავლო ხელი - ხომ მითხარი დავკარგეო!

  - არანაირი საათი არ წიკწიკებს, მართლა დავკარგე! - ჩაიბურტყუნა ჩანიოლმა.

  - აბა რისი ხმაა, შტაბში საათი არ გვიკიდია...

  - მარტო საათი კიარ წიკწიკებს მერე სეჰუნ! - თვალები აატრიალა ჩანიოლმა, მაგრამ მოულოდნელად შეკრთა, გვერდზე მდგომებს შეშფოთებული სახით შეხედა და მერე თავი უკან მომავალი ბექიონისკენ გააბრუნა, რომელიც აუჩქარებლად მოდიოდა.

  - ბექიონ მოდი ჩქარა აქ! - დაუძახა ჩანიოლმა ქერას - ჩქარა!

  - თქვენც იმას ფიქრობთ რასაც მე?! - დაიჩურჩულა სეჰუნმა და როცა ყველასგან თავის დაქნევა მიიღო პასუხად ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა.

  - რა გჭირთ, მოვდივარ ხო! - ამოიოხრა სიტუაციაში გაურკვეველმა ბექიონმა, მაგრამ მოულოდნელად შეჩერდა - იარაღი დამრჩა, დამიცადეთ - განუცხადა ბიჭებს და სკამისკენ დაიძრა.

  - ბექიონ არა... - დაიყვირა ჩანიოლმა და მისკენ წავიდა, წამში კი მთელი შტაბი გამაყრუებელმა აფეთქების ხმამ მოიცვა, ცეცხლის ალმა და ნანგრევებმა ყველა ძირს დასცა. ირგვლივ საშინელი სიცხე და მტვერი სუფევდა, ძირს გართხმულ ჩანიოლს წარბები შეტრუსვოდა, ყურები ჯერ ისევ საშინლად უწიოდა და თვალთ დაბინდვოდა, საშინელი ღებინების შეგრძნება დააიგნორა და ფეხზე გაჭირვებით წამოდგა, სახეზე ენით აღუწერელი შიში ეხატა, უკნიდან ხმამაღალი წამოძახილები უკვე ბუნდოვნად ესმოდა, მხოლოდ ერთი რაღაცაზე ფიქრობდა ახლა მისი გონება და ეს ბექიონი იყო. კოჭლობით გაემართა ნანგრევებისკენ, ეშინოდა, სასტიკად ეშინოდა. უკნიდან ვიღაცის მოახლოება იგრძნო, ველური მზერით შემობრუნდა მაგრამ ხელში მხოლოდ შუბლდასისხლიანებული სეჰუნი შერჩა.

  - ყველა კარგად ვართ, ბექიონი ვიპოვოთ! - უთხრა ხველებით და იქვე დაყრილ ნანგრევებს მიადგა, ჩანიოლი გააფთრებული ისროდა ბეტონის მასებს აქეთ იქით, არ ადარდებდა რომ ხელები უსისხლიანდებოდა, არც ის რომ რკინის მავთულები სხეულის ნაწილებს უსერავდნენ, ერთადერთ ტკივილს ახლა მხოლოდ იმაზე ფიქრი აყენებდა, რომ შეიძლება ბექიონი ვერ გადარჩენილიყო. კიდევ ერთ ნანგრევს დასწვდა, რომელიც სხვებთან შედარებით უფრო დიდი ზომის ჩანდა, გაჭირვებით დაეჭიდა, სეჰუნმაც თავი ანება დანარჩენ ნანგრევებს და ჩანიოლის მიხმარება დაიწყო, როცა ბეტონის ნანგრევები მოაშორეს, ჩანიოლმა ნაცნობი ქერა თმა შეამჩნია, შვების წამოძახილი აღმოხდა, მთელი მონდომებით დაიწყო ბეტონის მასის მოშორება საყვარელი სხეულისგან, სეჰუნის დახმარებით მალევე გაათავისუფლა ბექიონი, რომელიც მთლიანად დასისხლიანებული იყო, სიცოცხლის არანაირი ნიშანწყალი არ ეტყობოდა.

ჩანიოლმა სწრაფად აიყვანა უსულო სხეული ხელში და გასასვლელისკენ დაიძრა, თითქმის მირბოდა, მალევე გააღწია ნანგრევებიდან, გარეთ უკვე მობილიზებული იყო ხალხი, სასწრაფო დახმარების მანქანები და რამოდენიმე პოლიციაც, როცა ჩანიოლი და სეჰუნი შეამჩნიეს, მათკენ გაემართნენ, მაღალმა ბექიონი სასწრაფო დახმარების მანქანისკენ წაიყვანა და საკაცეზე დააწვინა, ექიმებმა სასუნთქი აპარატი მოარგეს, ერთმა კი მუხტიც გაამზადა, მთავარი ექიმი პულსის გასასინჯად დაიხარა, კისრის ძარღვთან ორი თითი მოათავსა და გაჩერდა, ჩანიოლს ცივმა ოფლმა დაასხა სახეზე, ექიმს მუდარით თვალებით შესცქეროდა რომ მისთვის კარგი ამბავი ეთქვა, ხალათიანმა თითები მოაშორა გაფითრებულ ბექიონს და ჩანიოლს მობრუნდა, მის სახეს რო შეხედა ენა ვეღარ მოიბრუნა, ღრმად ჩაისუნთქა და ბოლო სამი სიტყვა ერთმანეთს სწრაფად მიაყარა.

  - მისი გული გაჩერდა! 









___________________________________

ოლაა, ისტორიის გაკვეთილიდან მოგესალმებით, აბა როგორ ხართ?!

 
მოკლედ ჩანბექის მომენტს ვინც ელოდებოდით დატკბით, თქვენთვისაა ეს თავი...

ხოდა ბოლო ნაწილს რაც შეეხება.........მოდი გავჩუმდები🙊😶

Continue Reading

You'll Also Like

42.7K 6.2K 39
"ហង្សមែនទេ?​ត្រឹមតែមួយប៉ប្រិចភ្នែកយើងនឹងធ្វើអោយហង្សមួយនោះបាក់ស្លាប ហើយហង្សដ៍ស្រស់ស្អាតនោះត្រូវស្ថិតក្នុងកម្មសិទ្ធយើងម្នាក់គត់"ជុងហ្គុក "យើងដឹងពីអ្វីទ...
623K 59.3K 36
Taekook 💜 ( Own Creation )
23.6K 3.1K 23
⚠BDSM ⚠dominance Love in a dark heart Sex can be intense, but we can't even imagine the love in that heart..🏳️‍🌈 〰️Please read this carefully〰️ ⚠...
236K 23.1K 70
ដោយសារតែគុំនំបានធ្វើអោយក្មេងប្រុសដែលមានបេះដូងបរិសុទ្ធស្រស់ស្អាតប្រែក្លាយជាក្មេងពឹសពុលពោពេញដោយល្បិចកល់ គេហ៊ានធ្វើគ្រប់យ៉ាងសូម្បីតែនាមជាប្រពន្ធចុងបុរសច...