WILL YOU GIVE ME A LIFE? (დას...

By your_amaya

59.4K 5.4K 5.2K

-გიყვარვარ? - რათქმაუნდა მიყვარხარ! - მაგრამ მე ხომ, დაუცველი, უსუსური არსება ვარ!? - მაგიტომაც მიყვარხარ სულ... More

პირველი თავი
მეორე თავი
მესამე თავი
მეოთხე თავი
მეხუთე თავი
მეექვსე თავი
მეშვიდე თავი
მერვე თავი
მეცხრე თავი
მეათე თავი
მეთერთმეტე თავი
მეცამეტე თავი
მეთოთხმეტე თავი
მეთხუთმეტე თავი
მეთექვსმეტე თავი
მეჩვიდმეტე თავი
მეთვრამეტე თავი
მეცხრამეტე თავი
მეოცე თავი
ოცდამეერთე თავი
ოცდამეორე თავი
ოცდამესამე თავი
ოცდამეოთხე თავი
ოცდამეხუთე თავი
ოცდამეექვსე თავი
ოცდამეშვიდე თავი
ოცდამერვე თავი
ოცდამეცხრე თავი
ოცდამეათე თავი
ოცდამეთერთმეტე თავი
ოცდამეთორმეტე თავი
Q&A
ოცდამეცამეტე თავი
Q&A 2
ოცდამეთოთხმეტე თავი
ოცდამეთხუთმეტე თავი
ოცდამეთექვსმეტე თავი
ოცდამეჩვიდმეტე თავი

მეთორმეტე თავი

1.6K 141 113
By your_amaya

- იუნგიი... თეჰიოონ! - ქერა მთელ სახლში გაკვირვებული სახით დადის, თან ბოლო ხმით ყვირის ორი ბიჭის სახელს, რომელიც ვერსად უპოვია.

  - ვერ იპოვე?! - პირველ სართულზე ეჩეხება ჯონგუკი.

  - ვერა... აორთქლდნენ თუ რა მოუვიდათ, ვერ ვხვდები! - უპასუხა ანერვიულებულმა ჯიმინმა.

  - გარეთაც არ არიან... ალბერტიც არსად ჩანს, ის წყეული დაცვები კი ხმას არ იღებენ, თითქოს არც ვარსებობდე! - მიაყარა ერთმანეთს სიტყვები და გაბრაზებული სკამზე ჩამოჯდა - რომელი საათია?!

  - თორმეტი!

 
  - ადრეც უქნიათ ესე?! - იკითხა ცოტა ხნის მერე ჯონგუკმა.

  - არასდროს, თუ ადრიანად მიდიოდნენ სადმე, ალბერტს აფრთხილებდნენ რომ ჩემთვის ეთქვა, ან მაცივარზე ფურცელს აკრობდნენ და იქ წერდნენ... მეშინია, რამე ცუდი არ დაემართოთ!

  - დაწყნარდი არაფერი დაემართებათ... ალბათ! - მოულოდნელად ოთახში ტელეფონის ხმა გაისმა, ჯონგუკი სწრაფად წამოდგა სკამიდან და ყურმილი აიღო.

  - გისმენთ!

  - ჯონგუკ შენ ხარ? - გაისმა ნაცნობი, აღელვებული ხმა.

  - კი ბექიონ... რა მოხდ...

   - სასწრაფოდ ჩაიცვით და გარეთ ფრთხილად გამოდით, მძღოლი დაგხვდებათ, შავი მერსედესით, სწრაფად ჩაჯექით მანქანში, სიტყვის უთქმელად... ბარში მოგიყვანთ ორივეს, მე აქ დაგხვდებით! - სწრაფად უთხრა ბიჭს და სანამ ჯონგუკი რამის თქმას მოასწრებდა გათიშა.

  - რა ხდება?! - მიუახლოვდა ჯიმინი.

  - არ ვიცი... იუნგის კლუბის მენეჯერი იყო, მითხრა ჩაიცვით და გარეთ მანქანაში ჩაჯექითო... ჯიმინ მგონი მართლა რაღაც ხდება!

  ქერას მეტი აღარაფერი უთქვამს, ჯონგუკს ხელი დაავლო და მეორე სართულისკენ დაიძრა, უცბად ჩაიცვეს. როგორც ბექიონმა უთხრა, გარეთ გამოვიდნენ, არემარეს მზერა მოავლეს და მალევე შეამჩნიეს დიდი, შავი მანქანა რომელიც შესასვლელთან იდგა.

  - ჯიმინ იარაღები რატომ უჭირავთ?! - უჩურჩულა ბიჭს შეშინებულმა გუკმა. ჯიმინმა დაცვებს გახედა, ყველა მათგანი, როგორც იუნგი ამბობდა, საბრძოლო პოზიციაში იდგა. გადამცემებს იმაგრებდნენ და პისტოლეტებს ერთმანეთს აწვდიდნენ.

  - ჯონგუკ, აშკარად რაღაც ცუდი ხდება... გული მიგრძნობს, სწრაფად მანქანისკენ წავიდეთ! - თქვა აღელვებულმა ჯიმინმა და გუკთან ერთად მანქანისკენ გაემართა. უკანა სიდენიის კარი გამოაღო და ბიჭს უბიძგა რომ დამჯდარიყო, თვითონაც მალე მოთავსდა და კარები მოიჯახუნა. საჭესთან მჯდარმა მაშინვე დაქოქა მანქანა. მათი დაძვრა და მოულოდნელად სროლის ატეხა ერთი იყო.

  ბიჭებმა სასწრაფოდ სახლისკენ გაიხედეს, დაინახეს რამდენიმე დაცვა, სისხლიანი როგორ დაეცა მიწაზე, დანარჩენებმა კი საპასუხო სროლა ატეხეს. მათდა საბედნიეროდ მეტის დანახვა ვეღარ შეძლეს, რადგან მერსედესი მთელი სისწრაფით გავარდა ტრასაზე. 

  - რა ხდება?! - იყვირა ჯიმინმა და მძღოლს გახედა, რომელიც მისდა გასაოცრად გოგო აღმოჩნდა.

  - ბოდიში საყვარელო, მაგრამ შენი ძმის ბრძანების მიხედვით, არ შემიძლია რამე გითხრათ! - უპასუხა გოგომ, ისე რომ გზისთვის თვალი არ მოუშორებია.

  - ღმერთო... ეს რაიყო! - ჯონგუკი შოკიდან ძლივს გამოვიდა.

  - ვიმედოვნებ კლუბში მაინც იქნება სიმშვიდე და იუნგის ვნახავ თუარა, ჩემი ხელით მოვკლავ! - ჩაიბურტყუნა გაბრაზებულმა ჯიმინმა.

  - ბიჭებო თქვენივე უსაფრთხოებისთვის გირჩევთ რამეს მოეჭიდოთ, მანქანა სწრაფად უნდა ვატარო, წინ კი ბევრი მოსახვევია! - გააფრთხილა გოგომ, რაღაც ღილაკის საშუალებით უკან მჯდომებს ღვედები შეუკრა და გაზის სატერფულს ფეხი ბოლომდე მიაჭირა.

თხუთმეტ წუთიანი მგზავრობის შემდეგ, როგორც იქნა მიაღწიეს დანიშნულების ადგილს. გოგომ მანქანა კლუბის წინ დააყენა, ღვედი გაიხსნა და კმაყოფილი ღიმილით გადავიდა. აი ჯონგუკი და ჯიმინი კი აშკარად არ იყვნენ ნასიამოვნები ამ მგზავრობით, სახეზე ფერი არცერთს არ ედო, ფეხებს კი ძლივს იმორჩილებდნენ.

  - სწრაფად ბიჭებო, ბევრი დრო არ გვაქ! - მიუახლოვდა გოგო და შესასვლელისკენ უბიძგა. დაცვამ კარი უთქმელად გააღო და სამივე შიგნით შეუშვა.

  - სოიონ... ძლივს! - გაიგეს უცებ ხმამაღალი წამოძახილი და მალევე დალანდეს მათკენ მთელი სისწრაფით მომავალი ბექიონი, რომელიც გოგოს ჩაეხუტა. შემდეგ ჯიმინს და ჯონგუკს მიუბრუნდა, როცა დარწმუნდა რომ ორივე მათგანი კარგად იყო, დამშვიდებულმა ამოისუნთქა.

  - დაწყნარდი გვრიტო კარგად ვარ, აი ამათი კი რაგითხრა, მიჩვეულები არ არიან ჩემთან ერთად მგზავრობას! - გაიცინა გოგომ და ბექიონს მხარზე ხელი დაკრა.

  - იუნგი და თეჰიონი გიჟებს გვანან, მათთან ადით, მეორეზე არიან! - უთხრა ბექიონმა ჯიმინს და ჯონგუკს.
ბიჭებმა თავი დაუქნიეს და კიბისკენ გაემართნენ, ჯონგუკმა გზად ბემბემთან მისალმებაც მოასწრო, რომელიც მისდა გასაოცრად, ბართან არ იდგა. კიბეზე უცებ აირბინეს და იმ ოთახს მიუახლოვდნენ საიდანაც ხმა გამოდიოდა.

  - ეხა მიყურონ ამათ! - თქვა გაბრაზებულმა ჯიმინმა, კარები შეაღო და ოთახში შევარდა - იუნგი... რა ჯანდაბა ხდე... - სათქმელის დამთავრება ვეღარ მოასწრო, რადგან წამში, მწვანეთმიანის მკლავებში მოქცეული აღმოჩნდა.

  - ჯიმინ... მადლობა ღმერთს კარგად ხარ! - ამოიჩურჩულა მის ყურთან უფროსმა და ცხვირი ქერა თმას გაუხახუნა. შემცბარი ჯიმინი უმოძრაოდ იდგა, მისი გაბრაზება სადღაც გამქრალიყო. ბოლოს გაბედა და ხელები ძლიერად შემოხვია ძმას.

   მათ შემყურე თეჰიონმა, ინტერესიანი მზერით გახედა ყავისფერთმიანს, რომელიც მის პირდაპირ იდგა, ჯონგუკმა უმალ გაუსწორა თვალი და აღშფოთებული მზერა მიაპყრო.

  - არ ვაპირებ ჩაგეხუტო, მხოლოდ იმიტომ რომ კარგად ვარ! - განუცხადა ხელებგადაჯვარედინებულმა და ცხვირი აიბზუა. თეჰიონს ჩაეცინა, სულ რაღაც წამში კი "ამაყი" ბიჭი, მის გულმკერდზე აკრული აღმოჩნდა.

  - სამაგიეროდ მე ვაპირებ! - უთხრა და უფრო ძლიერად მიიკრო. გუკმა ვეღარ გაუწია წინააღმდეგობა, რადგან უფროსის მკლავები, ამის საშუალებას არ აძლევდა.

  - სხვათაშორის შენზე ჯერ კიდევ გაბრაზებული ვარ! - უთხრა როგორც კი ტყვეობიდან განთავისუფლდა.

  - ვიმედოვნებ ამის გამოსწორება შემიძლია! - ჩაიცინა თეჰიონმა და მაგიდასთან მდგარი სკამი გამოუწია, რათა დამჯდარიყო.

   - არვიცი! - ეჭვნარევი ხმით უპასუხა ჯონგუკმა და ადგილი დაიკავა. რამდენიმე წუთში, ოთხივე მათგანი მაგიდასთან მოთავსდა.

   - მოკლედ და კონკრეტულად - დაიწყო ლაპარაკი თეჰიონმა და მზერა პატარებს გაუსწორა - საფრთხეში ვართ! როგორც უკვე გაიგეთ მე ჩემი ბანდა მყავს და მაფიის საქმეებში ვარ ჩართული, ოღონდ გთხოვთ უაზრო კინოებში რომ არიან მაფიოზები, პირში სიგარაგათხრილები მათ ნუ შემადარებთ.


- მაგრამ შენც ხომ გაქვს ხოლმე პირში სიგარა გათხრილი?! - შეაწყვეტინა ჯიმინმა უცოდველი სახით, იუნგიმ ბოლო ხმაზე გადაიხარხარა და ბიჭს თმები აუჩეჩა, თეჰიონმა კი დანანებით გაიქნია თავი და საუბარი განაგრძო.


- არც ნარკომანი ვარ და არც მკვლელი, არამედ სრულიად მშვიდობიანი ბანდის მეთაური. ამ ქალაქში დამკვიდრდა ახალი დაჯგუფება, ჩვენ გვინდა მისი აღმოფხვრა, რადგან ისინი არალეგალურ საქმიანობას ეწევიან, მაგრამ ჯერჯერობით ვერ მოგვიხერხებია. მათ იციან რომ ვემტერებით, ამიტომ ჩრდილში არ დარჩნენ და შეტევაზე გადმოვიდნენ...

   - მაგარია! - ამოთქვა უცებ ჯიმინმა გაფართოებული თვალებით - ყოველთვის მინდოდა რამე ესეთი მომხდარიყო!

  - გუშინ მე და იუნგი მათი უფროსის დასაჭერად წავედით, მაგრამ გეგმა ჩაიშალა, რადგან ვიღაცამ დაგვასმინა. დღეს კი ჩვენ სახლს თავს დაესხნენ, ამიერიდან, გაურკვეველი დროით მოგიწევთ აქ იცხოვროთ, მინიმუმ რამდენიმე დღის განმავლობაში მაინც, გარეთ ვერ გახვალთ... ჩვენ კი ყველანაირ ზომებს უნდა მივმართოთ რომ მოვაშოროთ ჭორიკანა ჩვენი ბანდიდან და სრულიად გავანადგუროთ მტერი! - დაასრულა მონოლოგი თეჰიონმა და ადგილს დაუბრუნდა.

   - ნახევარი ვერ გავიგე მაგრამ კარგი! - თავი დააქნია ჯონგუკმა და ამოიოხრა.

   - თეჰიონ რა ქვია შენს ბანდას?! - იკითხა ჯიმინმა ინტერესით.

   - 'სტიგმა'! - უპასუხა ბიჭმა.

   - და მათ ბანდას?! - ქერა აშკარად დაინტერესებული ჩანდა ამ ამბით.

   - 'ორგელი'!

    - მათი მეთაური ვინღაა? - ამჯერად ჯონგუკმა დასვა კითხვა.

   - მისი ნამდვილი სახელი არ ვიცით, ის ხალხში შერლოკის სახელითაა ცნობილი!

    - გასაგებია! - თავი დააქნია ჯონგუკმა.

    - ანუ არ იცით აქ რამდენ ხანს მოგვიწევს დარჩენა?! - იკითხა ჯიმინმა და იუნგის გვერდით გადაინაცვლა.

   - ჯერჯერობით არა... მაგრამ ვიმედოვ... - თეჰიონს ლაპარაკი კარის შემოგლეჯვის ხმამ შეაწყვეტინა.

  - აქ არის?! - ოთახში დაფეთებული ლუჰანი შემოვარდა, გიჟს გავდა, თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა,
როცა ჯონგუკი დაინახა დაწყნარდა. დამშვიდებულმა ამოისუნთქა და ძლიერად ჩაეხუტა ბიჭს.

  - მართლა კარგად ხარ?!

   - კი ლულუ, კარგად ვარ! -გაუღიმა ჯონგუკმა ბიჭს. ლუჰანი მალევე მოშორდა გუკს და მის გვერდზე დაიკავა ადგილი.

   - რაიყო, ვინერვიულე რამე არ მოსვლოდა! - თქვა როგორც კი დანარჩენების გაოცებულ სახეებს წააწყდა.

   - კარგი, ესეიგი თქვენ ორივე - თქვა თეჰიონმა ჯიმინზე და ჯონგუკზე - ერთ ოთახში მოთავსდებით, წუწუნი არ გავიგო ოღონდ იცოდეთ!

   - არის სერ! - გაიჯგიმა ჯიმინი და ხელი შუბლთან დიდის ამბით მიიტანა.

   - გამაგიჟებენ ესენი! - გაისმა უცებ ვიღაცის აღშფოთებული ხმა გარედან, მალევე კარი გაიღო და ოთახში მაღალი სხეული შემოვიდა - ვეუბნები იარაღი გადმოიტანეთ თქო, არ გვინდა ბევრი გვაქო... მერე რო ვეუბნები მაშინ წადით და რაც გვაქ ისინი მოიტანეთ თქო, აღმოჩნდება რომ გვაკლია... მერე კიდე რო ვბრაზდები, ჭორაობენ რა უხეში და უჟმურიაო! - სხეული მოწყვეტით დაეშვა სკამზე - მართლა გავგიჟდები!

   - დაწყნარდი სეჰუნ... არც უხეში ხარ და არც უჟმური! - დაამშვიდა ლუჰანმა ბიჭი და თავისი საფირმო ღიმილით დააჯილდოვა.

  - მადლობა ლუ, კომპლიმენტი ახლა ძალიან მჭირდებოდა!

   - არაფრის! - გაწითლდა ბიჭი, თუმცა მალევე დაუბრუნდა თავის ჩვეულ ფერს.

   - სეჰუნ ის ნუ გავიწყდება ნარცისი რომ ხარ! - ჩაილაპარაკა თეჰიონმა და იუნგის გამოწვდილ ხელს თავისი სიცილით შეაგება.

   - ოჰ... ეხა თქვენც უნდა დამცინოთ?! ღმერთო რა დავაშავე... გესმის ჩემი... რამე დავაშავე?!

   - ღმერთთან ლაპარაკს თავი გაანებე სეჰუნ და ტრაკი გაანძრიე! - გაისმა ოთახში ბოხი სიცილი და შეკრებილებს კიდევ ერთი სხეული შემოუერთდა.

   - ჩანიოლი მართალია სე... ღმერთს აშკარად არ ესმის შენი! - სიცილით მოყვა სოიონი და ლუჰანის გვერდით ჩამოჯდა.

 
   - ღმერთო ჩემო ყველანი რა სულელები ხართ, ლამისაა ამოგვხოცონ და ესენი კიდევ იცინიან! - აღშფოთებით ამოთქვა ახალმოსულმა ბექიონმა და ხელები ჰაერში გაიქნია.

   - ტვინი წაიღო ამან, დააწყნარეთ ვინმემ გთხოვთ! - შუბლზე ხელმიდებული ბემბემი დრამატულად მიესვენა სკამზე.

 
- გვრიტი გაბრაზდაა! - ჩაილაპარაკა ჩანიოლმა ღიმილით.

 
   - მოკეტე აყლაყუდავ! - ჩაიფრუტუნა ქერამ.

   - ღმერთო, თქვენ კიდევ კაპასი ცოლ-ქმარივით ვეღარ შერიგებულხართ რაა! - ამოიხვნეშა იუნგიმ.

   - მისი ბრალია ყველაფერი! - თითი აღშფოთებით გაიქნია მაღალი სხეულისკენ, რომელმაც ხელები დანებების ნიშნად მაღლა აწია.

   - კაპასი ცოლ-ქმარი მომწონს! - ჩაიცინა სეჰუნმა.

   - ბექიონს ნუ აბრაზებ ცხვირა, თორე მოგხედავ! - მუშტი გაკრა სოიონმა ბიჭს.

   - შენი თავისთვის ვერ მიგიხედია, მე რას მიზამ ერთი! - ჩაიფრუტუნა და გოგოსგან მწარე დარტყმაც მიიღო. სეჰუნმა დიდი მრისხანებით შეხედა და მისკენ გაიწია.

   - გეყოთ ბავშვებივით კინკლაობა! - გააწყვეტინა მსოფლიო ომი თეჰიონმა.

   - სე, უჟმურობას რო გაბრალებენ, აშკარად მასში ეშლები ყველას! - დაასკვნა სოიონმა და სანამ თეჰიონის ნასროლი ფურცლები მოხვდებოდა ჩანიოლს ამოეფარა.

   - ეეეე... მე მაინც რა შუაში ვაარ, მნახეს აქ მაღალი და მხარბეჭიანი და მიყენებ ბარიკადად!

  
  - ნუ ბლატაობ რაა! - ჩაიფრუტუნა ლუჰანმა.

   - ხო ხედავ მეტი საქმე არ აქვს და რა ქნას ამ საწყალმა! - თავი გაიქნია ბემბემმა და ლუჰანის ხელს თავისი მიარტყა.

   - რაიყო გშურთ ხომ დიდი რო ვარ! - გაიჯგიმა ამაყად ჩანიოლი.

   - შენ დიდი სხვა რაღაცაც გაქვს, მაგრამ ვერაფერში იყენებ და! - ჩაილაპარაკა ჩუმად სეჰუნმა, თუმცა ეს საკმარისი იყო იმისთვის რომ მთელი ოთახი ხმამაღალ ხარხარს მოეცვა. ბექიონი გაწითლდა და მაგიდის ქვეშ ჩაძვრა, ჩანიოლმა კი ერთი კარგად უთაქა სეჰუნს, მაგრამ ღიმილი მაინც ვერ შეიკავა.

  ჯონგუკი ამ ყველაფერს გაოცებული უყურებდა, ვერ წარმოედგინა ასე კარგად თუ იგრძნობდა აქ თავს, ყველა ისე ახლოს იყო ერთმანეთთან, ერთ ოჯახს გავდნენ. იმისდა მიუხედავად რომ ეს "ოჯახი" ბანდას წარმოადგენდა, ჯონგუკს კი აქამდე სულ სხვანაირი შეხედულება ჰქონდა ამაზე, ახლა ფიქრობდა, რომ ამაზე უკეთეს ადგილს ვერსად იპოვიდა.










___________________________________

ახალი და საკმაოდ მსუყე თავი... აბა, გაქვთ ვერსიები ვინ შეიძლება იყოს შერლოკი? ნუ არცაა ძნელი გამოსაცნობი მაგრამ მაინც😅🤣 დაავოუთეთ და თქვენი აზრები გამიზიარეთ, კომენტარებში👇ხო და კიდევ, ფიკს უკვე ათასი ნახვა აქვს👀 უღრმესი მადლობა ყველას, ვისაც ამაში წვლილი მიგიძღვით🖤🖤🖤💫

Continue Reading

You'll Also Like

876K 36K 30
"ကျွန်တော် တစ်ခါ နမ်းရင် ငါးသိန်း ထက်မနည်းရတယ်..သဘောပေါက်လား?"(18+) ကြၽန္ေတာ္ တစ္ခါ နမ္းရင္ ငါးသိန္း ထက္မနည္းရတယ္..သေဘာေပါက္လား?"(18+)
194K 26.6K 63
දුප්පත් අහිංසක කොල්ලෙක් ආවොත් ඔයාගේ ඔෆිස් එකට... ඔයාව දැක්කත් එයා බයේ වෙව්ලනවනම්.. ඔයා මොකද කරන්නේ... 💚 හඃ හඃ තව තවත් බය කරනවා... හැබැයි ඉතින් ආදරේට...
79.9K 11.1K 47
Sithara Raghuvaran, a 21 year old girl who is broken, scared and struggling hard to get used to the new world which looks straight opposite to the wo...
110K 12.8K 65
လူတွေမသိတဲ့ ငါ့ရဲ့နောက်ပုံစံတစ်မျိုးကို ငါကိုယ်တိုင်တောင်အံ့ဩတယ်...