WILL YOU GIVE ME A LIFE? (დას...

Par your_amaya

59.4K 5.4K 5.2K

-გიყვარვარ? - რათქმაუნდა მიყვარხარ! - მაგრამ მე ხომ, დაუცველი, უსუსური არსება ვარ!? - მაგიტომაც მიყვარხარ სულ... Plus

პირველი თავი
მეორე თავი
მესამე თავი
მეოთხე თავი
მეხუთე თავი
მეექვსე თავი
მეშვიდე თავი
მერვე თავი
მეცხრე თავი
მეთერთმეტე თავი
მეთორმეტე თავი
მეცამეტე თავი
მეთოთხმეტე თავი
მეთხუთმეტე თავი
მეთექვსმეტე თავი
მეჩვიდმეტე თავი
მეთვრამეტე თავი
მეცხრამეტე თავი
მეოცე თავი
ოცდამეერთე თავი
ოცდამეორე თავი
ოცდამესამე თავი
ოცდამეოთხე თავი
ოცდამეხუთე თავი
ოცდამეექვსე თავი
ოცდამეშვიდე თავი
ოცდამერვე თავი
ოცდამეცხრე თავი
ოცდამეათე თავი
ოცდამეთერთმეტე თავი
ოცდამეთორმეტე თავი
Q&A
ოცდამეცამეტე თავი
Q&A 2
ოცდამეთოთხმეტე თავი
ოცდამეთხუთმეტე თავი
ოცდამეთექვსმეტე თავი
ოცდამეჩვიდმეტე თავი

მეათე თავი

1.5K 159 178
Par your_amaya

 
  პატარა სხეული სავარძელზე იყო მოკალათებული, ფეხები აეკეცა და პლედი მთლიანად შემოეხვია, ტელევიზორს უყურებდა, პულტი ხელში ჰქონდა ჩაბღუჯული და არ უშვებდა, რომ საჭიროების შემთხვევაში, მისი ძებნა არ დასჭირვებოდა.

   თუმცა მოდი, სიმართლეს ფარდას ავხდი და გეტყვით რომ ჯიმინს ტელევიზორი საერთოდ არ ანაღვლებდა. მისი მზერა მთლიანად სხვაზე იყო მიმართული, რომელიც მისგან ოდნავ მოშორებით, მაგიდასთან იჯდა და რაღაც ფურცლებს ჩაჰკირკიტებდა.

  პატარა ბიჭი უსირცხვილოდ აშტერდებოდა საკუთარ ძმას, რომელიც როგორც ჩანს საკმაოდ რთულ სამუშაოს ასრულებდა. ჯიმინს თბილად ეღიმებოდა ხოლმე, როცა იუნგი წარბებს შეკრავდა, ცხვირს შეჭმუხნიდა და ტუჩებს კატასავით გააცმაცუნებდა, პატარას ძაან მოსწონდა ამის ყურება.

  "ის ძაან საყვარელია" ფიქრობდა ჯიმინი, "ასეთ მდგომარეობაში განსაკუთრებით... მისი ჩახუტება მინდა!", ბიჭი სასწრაფოდ წამოხტა სავარძლიდან, პლედი აიღო და იუნგისთან მიირბინა.

  - იუნიიი! - გაწელა სიტყვა.

  - გისმენ ჩიმი! - ფურცლებს თვალი მოაშორა მწვანეთმიანმა.

  - შენთან მინდა! - უთხრა გაცისკროვნებული ღიმილით - ჩაგეხუტები და ისე იმუშავე!

  - კ... კარგი ჩიმი! - უარი ვერ უთხრა პატარას და ფეხზე წამოდგა, ფურცლებს ხელი დაავლო, დივნისკენ დაიძრა და იქ მოკალათდა, ჯიმინმაც არ დააყოვნა, მის ფეხებს შორის მოთავსდა, პლედი კი იუნგის ისე მოახვია, რო თვითონაც გამთბარიყო, თავი ძმის მკერდს მიადო და ხელი წელზე მოხვია. ესმოდა მისი აჩქარებული გულისცემა და საყვარლად ეღიმებოდა.

  ვიღას ახსოვდა სამუშაო და საქმიანი ფურცლები, იუნგიმ ყველაფერი გვერდზე გადადო და ხელები მძლავრად შემოხვია უმცროს ძმას, ცხვირი მის თმებში ჩარგო და ხარბად შეისუნთქა ის არომატული სურნელი, რომელიც ან შამპუნის დამსახურება იყო ან უბრალოდ იუნგის ეჩვენებოდა ასე. იცოდა... იცოდა რომ ეს არასწორი იყო, მაგრამ არ შეეძლო... ვერ ახერხებდა ზურგი შეექცია ამ გრძნობისთვის, რომელიც შინაგანად ღრღნიდა და ჭამდა.

  - იუნი! - მოესმა პატარას ხმა

  - გისმენ ჯიმინ!

   - როცა ადამიანის გვერდით გული გიჩქარდება... ესეიგი გიყვარს არა?!

  - კი ჯიმინ...

  - იუნი... იცი, შენი გული ძალიან სწრაფად ცემს... - უთხრა ჩუმად პატარამ.

  უცროსს ცივმა ოფლმა დაასხა, ახლა რა პასუხი უნდა გაეცა ძმისთვის... "იცი ჯიმინ, არ მაინტერესებს ჩემი ძმა რომ ხარ, მიყვარხარ" მართლა ამას ხომ არ ეტყოდა ჯიმინს, რომელმაც დიდი ალბათობით ისიც კი არ იცოდა სიყვარული რაიყო.

  - ჯიმინ... მე...

  - ჩემი გულიც ძალიან სწრაფია იუნი - თქვა უცებ ჯიმინმა, თავი უფროსის მკერდიდან ასწია და სახეში შეხედა - ჩემი გულიც სწრაფად ცემს!

 
   იუნგიმ ნერწყვი მძიმედ ჩაყლაპა, პატარას დააკვირდა, ბუთქუნა, ვარდისფერ ტუჩებს, რომელიც თითქოს კოცნას ითხოვდა, პატარა ცხვირს, აწითლებულ ლოყებს და თვალებს, რომელშიც იუნგი ყოველ ჯერზე უგზოუკვლოდ იკარგებოდა.

 ჯიმინი ისევ მიეკრო იუნგის მკერდს და ხელებიც უფრო ძლიერად შემოხვია, პატარა დაფიქრდა, რაიყო ეს გრძნობა, რომელიც აშკარად განსხვავდებოდა ძმური სიყვარულისგან. "თუ გული გიჩქარდება ესეიგი გიყვარს... რა გამოდის მე იუნგი მიყვარს?" გაიფიქრა გონებაში "მაგრამ... მაგრამ ჩვენ ხომ ძმები ვართ... არ შეიძლება ერთმანეთი გვიყვარდეს"

   "მისგან თავი, თავიდანვე შორს უნდა დამეჭირა, არ უნდა მიმეცა გრძნობებისთვის უფლება ასე დაპატრონებოდნენ ჩემს გულს" ტრიალებდა აზრები იუნგის გონებაში, "ის პატარაა, ცხოვრება წინ აქვს... ჯობია ახლა მაინც გამოვასწორო ეს შეცდომა, მერე უკვე გვიანი იქნება"

  იუნგიმ ჯიმინი გვერდით გადასვა და წამოდგა, ფურცლებს ხელი დაავლო.

  - მე ჩემს ოთახში მივდივარ, უნდა ვიმუშაო, არ შემაწუხოთ არავინ! - უთხრა მკაცრად ჯიმინს, კიბისკენ დაიძრა, პატარა კი გაოგნებული დატოვა.

  იუნგის გაუჩინარების და შემოსასვლელი კარის ძლიერად გაღების ხმა ერთი იყო, მისაღებში აღელვებული ჯონგუკი გამოჩნდა, რომელსაც სახეზე შიში ეხატა, ოთახს თვალი მოავლო და როცა ჯიმინი შეამჩნია მასთან მივარდა.

  - ჯიმინ... წამოდი ოთახში... უნდა გელაპარაკო! - უთხრა სწრაფად და ფეხზე წამოაგდო, ოთახს თვალი კიდევ ერთხელ მოავლო და კიბისკენ დაიძრა. სულ ცოტა ხანში ორივე ჯონგუკის ოთახში, მის ლოგინზე იჯდა.

  - გისმენ ჯონგუკ! - უთხრა ჯიმინმა ბიჭს და ინტერესიანი მზერით შეხედა.

  - ჯიმინ... შენ იცოდი რომ თეჰიონი მკვლელი იყო?! -უთხრა პირდაპირ.

  - რა?! - ჯიმინს თვალები გაუფართოვდა.

  - ხო, მე შემთხვევით გავიგე მისი საუბარი, ის ვიღაცის მოკვლას აპირებს... მოკვლას გესმის?! - პატარა უკვე ტირილის პირას იყო, ნერვიულად იწვალებდა თითებს და ცმუკავდა.

  - მაგრამ... თეჰიონი... ის ყოველთვის კარგად მექცეოდა, მეც... შენც, ის კარგი ადამიანია!

  - მეც ეგრე მეგონა. ყველაფერი ჩემი საკუთარი ყურით რომ არ გამეგო, არ დავიჯერებდი!

  - ღმერთო! - პირზე ხელები აიფარა ჯიმინმა - თუ თეჰიონი ცუდი ადამიანია, გამოდის რომ შეიძლება იუნგიც იყოს!

  ჯიმინი სწრაფად წამოხტა ლოგინიდან და კართან მივარდა, ჯონგუკიც უკან გაყვა. მალევე ორივე იუნგის ოთახის წინ იდგა, ჯიმინმა დაუკაკუნებლად ჩამოსწია სახელური და ოთახში შევარდა.

  - ჯიმინ ხომ გითხარი არ შემაწუხოთ არავინ თქო! - ჩაბნელებულ ოთახში გაისმა იუნგის ხმა.

  - არა იუნგი, სალაპარაკოდ მაქვს შენთან! - უთხრა ჯიმინმა მკაცრი ხმით, რამაც იუნგის გაკვირვება გამოიწვია.

  - რა ხდება! - წამოდგა ფეხზე და ჯონგუკს გახედა, რომელიც ისევ ნერვიულად ცმუკავდა ადგილზე.

  - შენც თეჰიონისნაირი ცუდი ადამიანი ხარ? - ჰკითხა ჯიმინმა.

  - რა?!

  - იუნი, მითხარი რომ შენ არავის მოკვლას არ აპირებ, გთხოვ! - შეეხვეწა ჯიმინი უფროსს და მიუახლოვდა.

  - რათქმაუნდა არა ჯიმინ, რა კითხვაა ეს!

  - თეჰიონი... ის ვიღაცის მოკვლას აპირებს, შემეშინდა, შენც მისნაირი არ ყოფილიყავი! - ამოიოხრა პატარამ და იუნგის თბილად ჩაეხუტა.

  - საიდან მოიტანეთ ეგ?! - იკითხა მწვანეთმიანმა დაეჭვებით.

  - მე ყველაფერი საკუთარი ყურით მოვისმინე! - განაცხადა ჯონგუკმა.

  - შენი დედაც თეჰიონ... - შეიკურთხა იუნგიმ ხმადაბლა და ტელეფონს დაწვდა - ყველაფერს ფრთხილად აკეთებ არა?!

  ბავშვებისგან მოშორებით გავიდა, ნომერი უცებ აკრიფა, ტელეფონი ყურთან მიიდო და გამბულ ზუზუნს ყური მიუგდო, მალევე გაიგო ნაცნობი ხმა.

  - გისმენ!

  - შენ შიგ ხომ არ გაქვს?! - ჰკითხა სრული სერიოზულობით მაშინვე.

- მეე... ხომ კარგად ხარ?! - უპასუხა სიცილით.

  - იცი რომ ახლა ჩემს ოთახში ორი შეშინებული ბავშვი დგას, ერთ-ერთი მათგანი შიშობს რომ მკვლელი მანიაკი ვარ, მეორე კი საშინლადაა შეშინებული, მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაც ყლემ, ანუ შენ, თავისი გეგმები შემთხვევით გააგებინა!

  - გაიგო ხო... იმ ოთახში ყოფილა სადაც მე და სეჰუნი გეგმებს განვიხილავთ ხოლმე! რო გამოვედით, მე ისევ უკან მივბრუნდი, მაშინ დავინახე როგორ გამოვიდა ჯონგუკი ოთახიდან, ვკითხე იქ იყავი თქო, მაგრამ გამოიქცა! - აუხსნა თეჰიონმა.

  - ღმერთო... როგორი ფრთხილი ყოფილხარ თეჰიონ, პირდაპირ გაოცებული ვარ! - უთხრა დრამატულად იუნგიმ - რა ვუთხრა ეხლა ამ ბავშვებს!

  - ააჰ... არ ვიცი, აუხსენი რამენაირად გთხოვ! - ამოიოხრა თეჰიონმა.

  - ღმერთო, რატომ მაინცდამაინც მე! - ჩაილაპარაკა იუნგიმ - კარგი ხო... თეჰიონ... ფრთხილად იყავი! - დაამატა ცოტახნიანი სიჩუმის შემდეგ.

  - ვეცდები იუნგზ! - უთხრა ბიჭმა და ყურმილი დაკიდა. მწვანეთმიანმა ტელეფონი თავის ადგილზე დააბრუნა და ბიჭებს მიუბრუნდა.

  - ბავშვებო, თეჰიონი მკვლელი არ არის, ის უბრალოდ ცუდ ადამიანებს აშორებს ამ ქვეყანას... გესმით ხომ! შეიძლება ითქვას ის კარგ საქმეს აკეთებს კიდეც! - აუხსნა როგორც შეეძლო.

  - გასაგებია იუნი! - თავი დაუქნია ჯიმინმა. ჯონგუკი კი ჩუმად იდგა და ხმას არ იღებდა.

  - რაც არ უნდა იყოს ის მკვლელია! - თქვა ბოლოს ჩუმად, შეტრიალდა და ოთახიდან გავიდა.

  - ჯიმინ... მიხედე მას! - უთხრა იუნგიმ ბიჭს და თავისი მაგიდისკენ გაემართა.





    ___________________________

   დაგიბრუნდით ახალი თავით, ვიცი დავაგვიანე მაგრამ სკოლის გამო ვერ ვახერხებ😒😣იმედია მოგეწონებათ, და თქვენს აზრს გამიზიარებთ 💜💜💜 კიდევ ერთხელ გეტყვით რომ ეს ჩემთვის უდიდესი სტიმულია🤭😇

  ეს უბრალოდ იყოს აქ🤣🤣

Continuer la Lecture

Vous Aimerez Aussi

84.8K 11K 41
Após a morte de seu pai Edward Teach, um dos maiores e mais respeitados piratas da região do Caribe, Mon assume como capitã do navio Concorde. Bem qu...
672K 28.6K 19
Story Name - Signs Of The Fate (ကံၾကမၼာခ်ည္တဲ့ျကိုး) Own Creation Written by choyee6 Fic cover by - Wang Qiu I own the photo , please do not use Sta...
365K 38.3K 42
လက်ထဲက ဘေ့စ်ဘောရိုက်တံကိုကျစ်ကျစ်ကိုင်လို့ ပစ်မှတ်ကိုသေချာအာရုံစိုက်တယ်..... ဒီတစ်ခေါက် ဝမ်ရိပေါ်ရဲ့ ပစ်မှတ်က ဘောလုံးမဟုတ်တဲ့ နှလုံးသားတစ်ခုဖြစ်တယ်...
193K 26.6K 63
දුප්පත් අහිංසක කොල්ලෙක් ආවොත් ඔයාගේ ඔෆිස් එකට... ඔයාව දැක්කත් එයා බයේ වෙව්ලනවනම්.. ඔයා මොකද කරන්නේ... 💚 හඃ හඃ තව තවත් බය කරනවා... හැබැයි ඉතින් ආදරේට...