WILL YOU GIVE ME A LIFE? (დას...

By your_amaya

58.9K 5.4K 5.2K

-გიყვარვარ? - რათქმაუნდა მიყვარხარ! - მაგრამ მე ხომ, დაუცველი, უსუსური არსება ვარ!? - მაგიტომაც მიყვარხარ სულ... More

პირველი თავი
მეორე თავი
მესამე თავი
მეოთხე თავი
მეხუთე თავი
მეექვსე თავი
მერვე თავი
მეცხრე თავი
მეათე თავი
მეთერთმეტე თავი
მეთორმეტე თავი
მეცამეტე თავი
მეთოთხმეტე თავი
მეთხუთმეტე თავი
მეთექვსმეტე თავი
მეჩვიდმეტე თავი
მეთვრამეტე თავი
მეცხრამეტე თავი
მეოცე თავი
ოცდამეერთე თავი
ოცდამეორე თავი
ოცდამესამე თავი
ოცდამეოთხე თავი
ოცდამეხუთე თავი
ოცდამეექვსე თავი
ოცდამეშვიდე თავი
ოცდამერვე თავი
ოცდამეცხრე თავი
ოცდამეათე თავი
ოცდამეთერთმეტე თავი
ოცდამეთორმეტე თავი
Q&A
ოცდამეცამეტე თავი
Q&A 2
ოცდამეთოთხმეტე თავი
ოცდამეთხუთმეტე თავი
ოცდამეთექვსმეტე თავი
ოცდამეჩვიდმეტე თავი

მეშვიდე თავი

1.6K 166 85
By your_amaya


პატარამ გვიან გაიღვიძა, პირველმა დღემ მასზე აშკარად იმოქმედა, თუმცა ძილს სრულიად გაექრო დაღლილობა, რადგან ჯონგუკი მშვენიერ ხასიათზე ბრძანდებოდა.

ლოგინიდან სწრაფად წამოდგა, ტანსაცმელს, რომელიც ჯიმინმა ათხოვა ხელი დაავლო და სააბაზანოსკენ გაეშურა, როგორც სჩვეოდა უცებ გადაივლო წყალი, ასევე უცებ ჩაიცვა და გამზადებული დაბრუნდა ოთახში.

  სიმართლე რომ ვთქვათ დიდი სიამოვნებით გააგრძელებდა ლოგინში უსაქმურად კოტრიალს, მაგრამ მუცელმა თავისი ქნა და ჯონგუკს სამზარეულოსკენ ააღებინა გეზი, კიბეები ჩაირბინა და კარის წინ შეჩერდა, ფრთხილად ჩამოწია სახელური და შიგნით შევიდა, ჯიმინმა გაკვირვებული მზერა მიაპყრო შემოსულს და ნამცხვარი, რომელსაც გემრიელად ჭამდა უცებ მაცივარში შეაგდო.

  - დილამშვიდობის ჯონგუკ! - უთხრა და გაიკრიჭა.

  - დილამშვიდობის ჯიმინ... მაგრამ პირი მოიწმინდე... შოკოლადით ხარ მოთხვრილი! - უთხრა გუკმა ღიმილით, ჯიმინმა იქვე დადებული ხელსახოცი აიღო და პირი სწრაფად მოიწმინდა.

  - გშია? - ჰკითხა ბიჭს

  - ხო...- ამოიხვნეშა ჯონგუკმა

    - მაშინ ვჭამოთ... მეც მშია! - თქვა ჯიმინმა და მაცივარში თავი შეყო, ცოტახანი ათვალიერა, ბოლოს კიმჩის და რამიონს დაავლო ხელი - ეხავე გავაცხელებ!

  ჯიმინი გაზქურასთან აფუსფუსდა, გუკი კი ფანჯრასთან მივიდა და რაფაზე მოთავსდა, ყოველთვის უყვარდა ფანჯრიდან ბუნების და ადამიანების თვალიერება, ახლაც ინტერესით უყურებდა გარეთ მფრინავ ჩიტებს და ქარისგან აშრიალებულ ფოთლებს.

თუმცაღა მალევე მისი ყურადღება დიდმა შავმა მანქანამ მიიპყრო, რომელიც სახლის შესასვლელთან გაჩერდა, მანქანიდან ასევე შავებში ჩაცმული (ალბათ) ბიჭი გადმოვიდა, რომელმაც სათვალე შეისწორა და არემარე მოათვალიერა, ბოლოს მისი მზერა ჯონგუკზე შეჩერდა, რომელიც ჯერ კიდევ ინტერესით აშტერდებოდა ახალმოსულს.

  თუმცა მალევე უცნობს თეჰიონი გამოეგება და მანაც ყურადღება მასპინძელზე გადაიტანა, რომელიც სახლისკენ გაუძღვა.

  - გუკ, გაცხელდა... მოდი დაჯექი! - დაუძახა ჯიმინმა, ჯონგუკი რაფიდან ჩამოხტა და მაგიდასთან მივიდა, ჭამა დაიწყო, მალევე დაანაყრა მუცელი, თეფშიც სინდისიერად გარეცხა, იმისდა მიუხედავად რომ სახლში დამლაგებელი ჰყავდათ, ჯიმინს ცოტახნით გამოემშვიდობა და სამზარეულოდან გამოვიდა.

  საათს შეხედა, მისი სამუშაო ხუთზე იწყებოდა, შესაბამისად წინ ერთი საათი ჰქონდა, მიუხედავად ამისა გამზადება სჭირდებოდა, ამიტომ თავისი ოთახისკენ აიღო გეზი, კიბეებისკენ წავიდა, თუმცა შეჩერდა, რადგან მასზე ის უცნობი, შავებში ჩაცმული ბიჭი ჩამოდიოდა, სათვალე მოეხსნა და ამჯერად ჯონგუკი კარგად ხედავდა მის მკაცრ თვალებს და მზერას რომელიც ისევ მასზე იყო მიმართული, ცოტა არ იყოს შეაშინა ბიჭმა, მად უკან თეჰიონი მოყვებოდა.

  - ჯონგუკ სამსახურში თუ მიდიხარ გაემზადე და წაგიყვან, მეც იქ მივდივარ, თან ბარემ საყიდლებზეც გავიდეთ - უთხრა თეჰიონმა ბიჭს.

  - კარგი...- უპასუხა ბიჭმა და კიბეებზე ავიდა, თავის ოთახს მიაშურა, რაც ჰქონდა უცებ ჩაიცვა და ქვემოთ ჩაირბინა, ჯიმინს უთხრა რომ სამსახურში მიდიოდა და გარეთ გავიდა, თეჰიონს მიუახლოვდა რომელიც ისევ იმ ბიჭს ესაუბრებოდა და მასთან გაჩერდა.

  - წავედით? - ჰკითხა თეჰიონმა გუკს, მანაც თავი დაუქნია, თეჰიონი მანქანაში ჩაჯდა, ბიჭი კი გვერდზე მიუჯდა, როგორც ჩანს უცნობიც მათთან ერთად მგზავრობდა, გუკი უკან მოთავსდა, თეჰიონმაც მალევე დაძრა მანქანა და გზაზე გავიდა.

  - მისმინე სეჰუნ... შენი ბიჭები ნებისმიერ დროს მზად უნდა იყვნენ...

  - ვიცი თეჰიონ... არიან კიდეც...

  - მართალია სახიფათო საქმეა მაგრამ სხვა გზა არ გვაქვს...

  - სხვა გზა მართლაც არაა...

  "ესეიგი სეჰუნი" გაიფიქრა გონებაში ბიჭმა, წინ მსხდომები საკმაოდ ხმადაბლა ლაპარაკობდნენ, მაგრამ ჯონგუკისთვის ესეც საკმარისი იყო, იცოდა რომ უზრდელობა იყო, მაგრამ მაინც ინტერესით უსმენდა უფროსებს.

  - ჯონგუკ, რომელ საათამდე მუშაობ?! - იკითხა უცებ თეჰიონმა და გუკს სარკიდან გამოხედა.

  - ათამდე! - უპასუხა ბიჭმა.

  - მაშინ...

  - თეჰიონ მანქანა! - იყვირა უეცრად თვალებგაფართოებულმა ჯონგუკმა, თეჰიონმა გზისკენ გაიხედა... ბოლოს რაც დაინახა, ეს მთლიანად შავი მანქანა იყო... დაუფიქრებლად საჭე მთლიანად  მოატრიალა და მუხრუჭს მთელი ძალით დააწვა... მანქანა ინერციით გვერდზე გადაიწია და მალევე გასწორდა... აზრზე მოსულმა თეჰიონმა და სეჰუნმა სასწრაფოდ ღვედები გაიხსენეს და გადავიდნენ... მაგრამ მანქანა უკვე თვალს ეფარებოდა...

  - შენი დედაც...- შეიკურთხა ბიჭმა - ნომერი ვერ დაინახე?!

  - ვერა - უთხრა გამწარებულმა სეჰუნმა რომელსაც იარაღი მთელი ძალით ჰქონდა ჩაბღუჯული.

  - შენი აზრით მისი ხალხი იყო?

  - სხვა აზრი არ არის... ამ გზატკეცილზე მანქანები ხშირად არ დადიან, ხომ ხედავ ეხაც არც ერთი მანქანა არაა... ის კი პირდაპირ ჩვენსკენ წამოვიდა და კინაღამ მოგვკლა... შეტევაზე გადმოდიან - წაისისინა სეჰუნმა.

  თეჰიონმა ერთიღა გახედა გზას და მანქანას დაუბრუნდა, უკანა კარი გამოაღო... შეკრთა... ჯონგუკი სკამზე იყო მოკუნტული და თვალებიდან ცრემლები ღაპაღუპით სდიოდა...

  - გუკ...კარგად ხარ? - შეშფოთდა თეჰიონი და ბიჭი მანქანიდან გამოიყვანა, გასინჯვა დაუწყო.

  - კ...კარგად ვ...ვარ თეჰიონ... - ამოილუღლუღა ბიჭმა სრუტუნით.

  - აბა რა გჭირს... დამშვიდდი... ყველაფერი კარგადაა!

  - მე... შემეშინდა... თეჰიონ... - ჩუმად თქვა ბიჭმა, ცრემლების ნაკადს ვეღარ გაუძლო, აქვითინდა და უფროსს მიეკრო, თეჰიონი შეკრთა, თუმცა მალევე ხელები შემოხვია შეშინებულ ბიჭს და ფერება დაუწყო.

  - უკვე ყველაფერი კარგადაა გუკი... დამშვიდდი

  - მეგონა მ...მოვკვდებოდი - ამოისლუკუნა პატარამ თეჰიონის მკერდში - მაშინაც ასე მოხდა... დედაჩემი... ასე მოკვდა თეჰიონ გესმის... მანქანამ დაარტყა... ჩემ... გამო... დაარტყა...
ამიტომ აღარ არის... ის... აღარ... არის...

  თეჰიონმა იგრძნო რომ ბიჭი მოდუნდა, აღარც სლუკუნებდა, თავი ააწევინა... თვალები დახუჭული ჰქონდა... მიღებულ შოკს ემოქმედა და გაეთიშა. უფროსს ბევრი აღარ უფიქრია, ხელში აიტაცა და მანქანაში ჩასვა, სეჰუნს დაუძახა, რომელიც ამ დროის განმავლობაში მოშორებით იდგა.

  - სახლში უნდა გავბრუნდეთ... ჯონგუკს დავტოვებ და მერე წავიდეთ კლუბში. - თქვა და მანქანას მიუჯდა, სეჰუნმაც უცებ დაიკავა ადგილი და დაიძრნენ.

ჯონგუკს ან ღმერთი წყალობდა ან თეჰიონი...

თავად ღვთაება ან მიწის ეშმაკი...

მაგრამ ბიჭს ერთი ეგონა ორივე...

დემონი თავად იქარგავდა ბატკნის სამოსელს...

  ____________________________

არვიცი კიდევ ვინმეს თუ გახსოვთ ეს ფიკი, საკმაო ხანია ახალი თავი არ დამიდია, ასე ვთქვათ ცოტახნიანი შვებულება ავუღე ფიკს, თუ დარჩით ვინმე ვინც კითხულობთ, მაშინ დიდი ბოდიში ამდენი ხანი გაუჩინარებისთვის💜💜💜💜

Continue Reading

You'll Also Like

592K 37.6K 75
« បងសន្យា បងមិនឲអ្នកណាមកធ្វើអ្វីមកលើអូនបានឡើយ អូនគឺជារបស់បងជាប្រពន្ធរបស់បងម្នាក់គត់ Kim Taehyung » « មិនថាអ្នកណានោះទេឲតែហ៊ានប៉ះពាល់ប្រពន្ធកូនយើងសូម្ប...
37K 4.5K 42
I don't wanna be right .
32.9K 3.1K 24
ဝိုင်.....🍷 မြည်းစမ်းရုံနဲ့ ရူးနှမ်းစေမယ့် ဝိုင်... ဦးကိုကိုရဲ့ နှုတ်ခမ်းက ချိုပေမယ့် အဆိပ်တွေနဲ့.. ဒါပေမဲ့ ကျွန်တော်ကြိုက်တယ်..။ ❗ZhanYi Fanfic 20...
65.6K 4.9K 64
ផែនដីក្រឡាប់ចាក់ មនុស្សស្អីតាំងពីកំលោះមកដល់ពោះម៉ាយកូនប្រាំហើយ រកប្រពន្ធជាប់លាប់និងគេ១ក៏គ្មាន មិនមែនលែងលះទៅឯណាទេ គឺពួកគេនិងស្លាប់ដោយគ្មានមូលហេតុនៅដែល...