WILL YOU GIVE ME A LIFE? (დას...

By your_amaya

59.4K 5.4K 5.2K

-გიყვარვარ? - რათქმაუნდა მიყვარხარ! - მაგრამ მე ხომ, დაუცველი, უსუსური არსება ვარ!? - მაგიტომაც მიყვარხარ სულ... More

მეორე თავი
მესამე თავი
მეოთხე თავი
მეხუთე თავი
მეექვსე თავი
მეშვიდე თავი
მერვე თავი
მეცხრე თავი
მეათე თავი
მეთერთმეტე თავი
მეთორმეტე თავი
მეცამეტე თავი
მეთოთხმეტე თავი
მეთხუთმეტე თავი
მეთექვსმეტე თავი
მეჩვიდმეტე თავი
მეთვრამეტე თავი
მეცხრამეტე თავი
მეოცე თავი
ოცდამეერთე თავი
ოცდამეორე თავი
ოცდამესამე თავი
ოცდამეოთხე თავი
ოცდამეხუთე თავი
ოცდამეექვსე თავი
ოცდამეშვიდე თავი
ოცდამერვე თავი
ოცდამეცხრე თავი
ოცდამეათე თავი
ოცდამეთერთმეტე თავი
ოცდამეთორმეტე თავი
Q&A
ოცდამეცამეტე თავი
Q&A 2
ოცდამეთოთხმეტე თავი
ოცდამეთხუთმეტე თავი
ოცდამეთექვსმეტე თავი
ოცდამეჩვიდმეტე თავი

პირველი თავი

4.8K 236 82
By your_amaya


  - პატარა ნაბიჭვარო...მოეთრიე აქ!

  სახლის მდუმარებას, კაცის საკმაოდ ხმამაღალი ღრიალი არღვევს, სხეული ბარბაცით შედის მისაღებში, პერანგის ღილები გულმკერდთან შეღეღილი აქვს, თმებიც საშინლად აბურდვია, ძლივს იკავებს წონასწორობას, რომ არ წაიქცეს, ადვილი მისახვედრია რომ კაცი ალკოჰოლით არის გაჟღენთილი.

 
  როცა პასუხს არავინ უბრუნებს, ბრაზით ივსება, იქვე, ტუმბოზე მდგარ ვაზას ხელში ითავსებს და კედელს მთელი, დარჩენილი ძალით ახეთქებს, ვაზა ტყდება, შუშის ნამსხვრევები კი აქეთ-იქით იფანტება.

  ამ დროს მეორე სხეული, რომელიც საკმაოდ შეშინებულია, მამამისის ასეთი ქცევით, მაგიდის ქვეშ იმალება, პატარა შიშისაგან კანკალებს, ხშირად ყოფილა ასეთ სიტუაციაში, მამამისი ხომ თითქმის ყოველდღე სვამს. თუმცაღა ზოგჯერ სახლში მოსვლისთანავე მიეგდება და იძინებს ხოლმე. ასეთ შემთხვევებში ბიჭი ახალ დალურჯებებს თავს არიდებს, მაგრამ თუ კაცი ასე ხმამაღლა ღრიალებს, პატარამ იცის რომ მას ვეღარ გადაურჩება.

  მოკუნტული ზის, ლოცულობს რომ არაფერი დაუშავდეს, ხელები ძლიერად მოუმუშტია და მთლიანად კანკალებს. ნაბიჯების ხმა მის ახლოს ისმის, წამიც და მაგიდა სადღაც მიფრინავს, ბიჭი კი მამამისის ღიმილიან მზერას აწყდება.

   - დაგიჭირე! - ხარხარებს კაცი და პატარა სხეულს, ერთი ხელის მოსმით აგდებს ზეზე.

  - მამა...გთხოვ...არგინდა! - ლუღლუღებს შეშინებული ბიჭი, მაისურის გრძელ სახელოებს ძლიერად ებღაუჭება და ცდილობს არ ატირდეს.

 
  - მამას ნუ მეძახი, ნაბიჭვარო! - წარბებს კრავს კაცი, ისმის ძლიერი გარტყმის ხმა და პატარა ისევ იატაკზე აღმოჩნდა, თვალები მთლიანად ცრემლებით ავსებია.

  კაცს სახეზე ღიმილმა გადაურბინა, როცა თავისი, ერთადერთი შვილი ასეთ მდგომარეობაში დაინახა, მიუახლოვდა და ფეხი მთელი ძალით ჩააზილა მუცელში, სხეული ტკივილისგან მოიკუნტა, მის ბაგეებს პატარა წამოკივლება მოსწყდა.

  კაცი უეცრად შეტორტმანდა, ალკოჰოლს უკვე დაეწყო მასზე ზემოქმედება, იქვე მდგომ სავარძელთან მიბარბაცდა და შიგნით მძიმედ დაეშვა.

 
- წადი! - თქვა ჩუმად

 
- რ...რა! - ამოისლუკუნა პატარამ

- წადი თქო! - იღრიალა ბოლო ხმაზე - გაეთრიე აქედან ჯონგუკ, თვალით აღარ დამენახო... წადი!

  პატარას თვალები გაუფართოვდა, ყოველთვის... ყოველთვის ოცნებობდა აქედან წასვლაზე, უნდოდა მოშორებოდა  მოძალადე მამას, მაგრამ ვერ ბედავდა, ეშინოდა, წასასვლელი არსად ჰქონდა, ბევრჯერ გადაუწყვეტია რომ მიდიოდა, მაგრამ შეშინებული კარებთან ჩერდებოდა, ეს ყველაფერი კი იმით მთავრდებოდა, რომ პატარა თავის ოთახში არბოდა, ფუმფულა კურდღელს ძლიერად იხუტებდა და გულამოსკვნილი ტიროდა.

- წადი თქო არ გესმის! - კიდევ ერთხელ იძახის კაცი, ჯონგუკი ძლივს დგება ფეხზე, მუცელი საშინლად ტკივა, მუხლები ეკვეთება, სათამაშო კურდღელს ხელს ავლებს და კარისკენ მიდის, არ უნდა წასვლა, მაგრამ არც აქ დარჩენა უნდა.

  უკანასკნელად იხედება უკან, უყურებს მამამისს, სახლს სადაც გაიზარდა, ბავშვობის ფოტოებს, შელახულ სავარძელს, რომელზეც ბიჭს ესოდენ ძაან უყვარდა მოკალათება და წიგნების კითხვა... სახელურს ქვემოთ წევს და ყავისფერ, გაცრეცილ, კარს აღებს, თვალებიდან ცრემლის კურცხალი უგორდება, მუშტით სწრაფად იშორებს და გარეთ გადის.

 
  გარეთ ღამეა, ბნელა, წვიმს და ცივა, თითქოს ამინდის ღმერთს პირი შეუკრავს პატარას წინააღმდეგ, ჯონგუკი კურდღელს იხუტებს და გზას მიუყვება, ფიქრობს... ისეთზე არაფერზე, მხოლოდ თავის ბავშვობაზე ფიქრობს, იმ დროზე როცა დედამისი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, არც მამამისი ლოთობდა, ცხოვრობდნენ ყველანი ერთად და ბედნიერად, გონებაში ის ბედნიერი მომენტები უტივტივდება, რაც კი ოდესმე ერთად ჰქონიათ.

  მაგრამ ერთ უბედურ დღეს მათი
ბედნიერება სრულდება...ქუჩაში დედა-შვილი წყნარად მისეირნობს, ქალს ბავშვისთვის ხელი ჩაუკიდია, ეს უკანასკნელი კი მთელი მონდომებით ცდილობს, მოასწროს ნაყინის დამდნარი ნაწილის ჭამა, სანამ ლამაზი პერანგი არ დაუსვრია.

ბედნიერად იცინიან, გეგმებს აწყობენ, თუ როგორ გაატარებენ შაბათ-კვირას, განიხილავენ პიკნიკის გეგმებს.

  ისეთი არაფერი ხდება... თუმცა უეცრად ბიჭი ამჩნევს, მათკენ წამოსულ მანქანას, რომელიც სწრაფად უახლოვდებათ, პატარას თვალები უფართოვდება, ცდილობს დედამისი გააფრთხილოს, მის სახელოს ექაჩება, ქალი უკანასკნელ წამსღა იხედება, ფიქრის დრო აღარ აქვს და შეშინებული მხოლოდ თავის შვილზე გადაფარებას ასწრებს...

  ჯონგუკს მეტი არაფერი ახსოვს, მხოლოდ ის რომ, როცა გამოფხიზლდა თეთრ პალატაში იწვა, ბევრი მილი ჰქონდა შეერთებული და ექიმები თავს დასტრიალებდნენ.

  მხოლოდ გამოწერის მერე გაიგო, რომ დედამისმა მის გადასარჩენად თავი გასწირა, ამ ამბავმა ჯონგუკზე დიდი ზეგავლენა მოახდინა, საკმაოდ დიდი ტრავმა მიიღო, აზროვნება კი ფსიქიკურად შეერყა, ამ ყველაფერს თან ისიც დაემატა, რომ მამამისმა დალევა დაიწყო, ყველაფერს პატარა ჯონგუკს აბრალებდა, ეუბნებოდა რომ დედამისის სიკვდილი მისი ბრალი იყო, ყურადღებას არ აქცევდა და ხშირად სცემდა...

  ასე იზრდებოდა ჯონგუკი ექვსი წელი, ტანჯვაში ცხოვრობდა, მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა, ეს სახლი მისთვის ერთადერთი თავშესაფარი იყო... ახლა კი ესეც აღარ გააჩნდა, უკვე მთლიანად სველი ქუჩაში უგზოუკვლოდ მიდიოდა, არ იცოდა სად წასულიყო, ვისთვის ეთხოვა დახმარება.

  საშინლად ციოდა და ტკიოდა, გაუაზრებლად მიდიოდა, კურდღელი მთელი ძალით ჰქონდა ჩაბღუჯული.

  - ახლა რა ვქნათ? - ჰკითხა სათამაშოს, თითქოს იგი პასუხს გასცემდა, კურდღელი კი ხმას არ იღებდა, თითქოს არც ადარდებდა ეს ყველაფერი, ან რაზე უნდა იდარდოს, ის ხომ უბრალოდ ნაჭრების უსულო გროვაა, რომელსაც არც აზროვნება შეუძლია და არც ლაპარაკის უნარი გააჩნია - არც შენ არ იცი არა? - განაგრძო ლაპარაკი ნაღვლიანად - არაუშავს არ იდარდო, რამეს მოვახერხებთ!

  თქვა იმედიანად და სათამაშო უფრო კარგად მიიხუტა, წვიმა შეწყვეტას არადა არ ლამობდა, პირიქით, უფრო მეტად უშვებდა მსხვილ წვეთებს დედამიწაზე, თითქოს შეეძლო იმ ნაღველის ჩამოშორება, რაც ამ პატარა ბიჭს გააჩნდა.

  ჯონგუკი წინ მიიწევდა, თვალთ უბნელდებოდა, ეს ალბათ ტკივილის და ორდღიანი შიმშილის ბრალი იყო, მუხლები ეკვეთებოდა, თუმცა არ ჩერდებოდა...

  უეცრად ძლიერმა ნათებამ გამოაფხიზლა, თავი მიატრიალა, მაშინღა გაიაზრა რომ გზაჯვარედინზე იდგა, დიდი შავი მერსედესი კი მისკენ მოემართებოდა, შიშმა აიტანა...

ყველაფერმა თვალწინ გაუელვა, უკვე ეგონა რომ კვდებოდა, მაგრამ არა... ბოლო წამი და მანქანა ზუსტად მის წინ გაჩერდა, ჯონგუკი მთლიანად კანკალებდა, შიშმა მასზე იმოქმედა, ვეღარ გაძლო, სიბნელეს უფლება მისცა მის თავს დაპატრონებოდა და ასფალტზე მოწყვეტით დაეცა...






____________________________

ხალხო, ახალი ფიკით დაგიბრუნდიით🙈🎉🎉როგორც მიხვდით თექუქზეა😌აბა თქვენ იცით, წაიკითხეთ და შემიფასეთ 🙏💜💜😁
💫💫

Continue Reading

You'll Also Like

599K 102K 91
මා දන්නා ප්‍රේමනීයම යක්ශපරානය අග්නි!!
721K 122K 119
කවුරුත් නැතිව උඹම උඹේ හිත සනස ගත් දවසට ඒහිත ඒ හේතුවටම කිසිදින නැවත නොවැටෙනු ඇත.........!!
710K 85.6K 78
Eternal love ..... . . . . . . . Start - 2022 December 28 End - 2023 April 27 School Lovers.. Siblings ..... 🔞 18 + ⚠️️ Mature Conteint