12 - სუნმი, ნუ ჭკვიანობ

531 99 54
                                    

-შენ რა, დედააფეთქებული მაგნიტი გაქვს ჩამოკიდებული კიმ ჯონგინისთვის? -ძმის უკმაყოფილო ხმა ყურმილში.

-რას გულისხმობ? - გულწრფელად გავიკვირვე, სკოლის ფორმა შევისწორე და ლამის ტელეფონი ხელიდან რომ გამივარდა, ჩუმად შევიკურთხე.

გონებაში დავატრიალე გუშინდელი დღე. ისევ გამახსენდა, როგორ ვუსმენდი გაჩერებული გულით, ჯონგინს ჩემტან ერთად რომ უნდოდა წყვილში მუშაობა, სხეულზე ათასობით ეკალმა გადამირბინა და სსახე მოვჭმუჭნე. ბოლოს და ბოლოს უნდა შევწყვიტო მასზე ასე რეაგირება, ოდესმე მაინც.

გუშინ, როგორც კი გამოაცხადა ჰიოკიონმა, თავისუფლები ხართო, ყველა სწრაფადვე გავარდა კაბინეტიდან. უფროსწორად, პაკ ჩანიოლმა ხმამაღლა განუცხადა მეგობრებს, რომ დღეს ვალდებულები იყვნენ, მასთან სახლში მისულიყვნენ, რადგან იქ...აჰ, ჯანდაბას, დამავიწყდა ვინ შეუვარდა შიგნით -ისევ უჟმურად მეხუმრა ჩემი მახსოვრობა სახელებთან მიმართებაში, რომლებიც მხოლოდ ერთხელ მესმის.

მაგრამ ამ სახელს ბიჭებისგან აღელვებული რეაქცია მოჰყვა, ჩენიც კი, სახე რომ სულ ჩამოსტიროდა, უცებ გამოცოცხლდა.

-ისევ რას მოგადგა? რა ჯანდაბად უნდა აკეთოს ჰიოკიონის პროექტი შენთან ერთად?

დაღლილმა ამოვიოხრე. გოგონების ტუალეტში ვიდექი, სკოლის დასრულებამდე ჯერ კიდევ რამდენიმე გაკვეთილი იყო დარჩენილი. ბექიონმა სახლიდან დამირეკა, გამოცხადებით, რომ სკოლაში არავითარ შემთხვევაში არ წამოვიდოდა, რადგან თავი იმდენად სტკიოდა, რომ თვალებში ყველაფერი დაცურავდა. როგორც ჩანს, გუშინ კარგად გაერთნენ, რადგან სკოლაში არც ერთი მოსულა. თანაც, ბექიონისგან ნაწილობრივ მოვისმინე, რომ მის საუკეთესო მეგობარ პაკ ჩანიოლს, ძალიან უყვარს ძლიერი ალკოჰოლი, ხმამაღალი მუსიკა და თავისი ხმაურიანი სამეგობრო.

პიცის ნაჭერიWhere stories live. Discover now