23 - შეგიძლია ნებისმიერი კითხვა დამისვა

532 96 116
                                    

ჰიოკიონის ტელეფონში სწრაფად ვფურცლავ სიახლეებს, თითქმის თითის შეუხებლად.

-ხმამაღლა წაიკითხე, -მეგობარმა აკურატულად გამკრა ფეხი მაგიდის ქვეშ.

-რვეულები გაასწორე, -ვახსენებ თავის ქიცინით. -კიდევ საათი თუ გავჩერდებით აქ, ვეღარ გავუძლებ, -ხელოვნურად ვაბრუნებ თვალებს. -ამიტომ, ნუ გადაგაქვს ყურადღება.

ჰიოკიონმა ენაზე იკბინა, ჩემ წინ კალამი გააქნია და ისევ რვეულებში ჩაერგო თავით. ვერ ვხვდები, მასწავლებლები რატომ გვავალებენ გაკვეთილზე დავალების გაკეთებას და მერე რვეულებს კრებენ გასასწორებლად. უბრალოდ უსარგებლო სამუშაოს უმატებენ საკუთარ თავს, როგორც, მაგალითად, ჩემი ჰიოკიონი. უკვე ერთი საათია ველოდები - გოგონას ისე უდროოდ გაახსენდა, რომ რაღაც ტესტების გასწორება დაავიწყდა, ამიტომ ახლა მის მოლოდინში ვზივარ და ნაგლად დაპყრობილ ტელეფონში ულიმიტო ინტერნეტით ვერთობი.

ჰიოკიონთან სახლში უნდა წავსულიყავით, და, სიმართლე რომ ვთქვა, გეგმები მქონდა დღევანდელ შეკრებასთან დაკავშირებით. ბექიონზე მინდოდა მოყოლა, და თემინზე დალაპრაკება. ამ ბოლო დროს ჰიოკიონს სიტყვაც არ დასცდენია თავის თაყვანისმცემელზე, და მაინტერესებდა, რასთან იყო ეს დაკავშირებული.

-მერე მომიყვები? -წარბაწეული მიყურებს გოგონა, ხელით მხარზე მიჭერს და მეც თავს ვუქნევ, თავს ვაჩვენებ, რომ სიახლეებით ძალზე დაინტერესებული ვარ.

საერთოდ, ელექტრონული გაზეთის გევრდებზე არაფერი ეწერა განსაკურებული: პროდუქტებზე მომატებული ფასებისა და აიდოლების რაღაც სულელურ ქმედებებზე მიწევდა სტატიების კითხვა. ალბათ, მხოლოდ ერთმა სიახლემ შეძლო ჩემი დაინერესება და მეც მაშინვე გავიმართე სკამზე, ეკრანს მივეყინე.

-რამე საინტერესოა? -ჰიოკიონი მაშინვე ჩემკენ იხრება.

უკმაყოფილოდ გავხედე, რადგან საჯდომი მართლაც დამიბუჟდა ამდენი ლოდინით, თან მშია. მოჭვრეტა მომიწია, რომ მეგობრისთვის მიმენიშნებინა, თავისი საქმე გაეგრძელებინა. და როცა შეტრიალდა, როგორც იქნა, სტატიის წაკითხვა შევძელი.

პიცის ნაჭერიWhere stories live. Discover now