53 - მაგიტომაც არის ჩემი ცოლი

655 74 66
                                    

გაფრთხილება: +18!!

-შენს ძმისშვილს რა აჩუქე დაბადების დღეზე? -მრავალაზროვნად გავხედე ჰიოკიონს. მეგობარს ჩემი შეკითხვის მოსმენისაგან ყავა გადასცდა.

-არ არსებობს, შერიგდით? -ყოყმანით მომაჩერდა კიმი. -შერიგდით, და ამას იმიტომ მეკითხები, რომ არ იცი, რა აჩუქო შენს მახინჯს?

სიცილი წამსკდა და თავი გავაქნიე, თითქოს მივანიშნე, რომ არაფერს ვეტყოდი. ჰიოკიონმა უკმაყოფილოდ შემომხედა.

ჰო, შევრიგდით, და თვითონაც ძლივს ვიჯერებდი ამ სასწაულს. ჯონგინთან იმ ლაპარაკის შემდეგ არც ვიცოდი, რა მეფიქრა ან როგორ მოვქცეულიყავი. მთელი მომდევნო დღე ადგილს ვერ ვპოულობდი, მაგრამ როცა კიმმა დამირეკა, ყველანაირი აზრი გამეფანტა.

შევხვდით და ისევ დავილაპარაკეთ. ჯონგინმა ბოდიში მოიხადა ყველაფრისთვის, მე კი ლამის ტირილი ამიტყდა. რამდენიმე საათს ვსაუბრობდით. ყველაფერზე: ჩვენზე, ამინდზე, მის სამსახურზე, მამაზე. იმ დღეს მითხრა, რომ აღარასოდეს გამიშვებს, მერე იხუმრა, რომ, ალბათ, ამჯერად აღარ ვენდობი სიტყვაზე. მაგრამ ვენდობოდი. მის ყოველ სიტყვაში, ყოველ შეხებაში ვგრძნობდი, როგორ ვენატრებოდი. და რომ მართლაც ძალიან ვუყვარვარ.

-ბიონ სუნმი, შენ რა, პარტიზანი ხარ? -ტუჩები დაბერა მეგობარმა.

-და შენ, კიმ ჰიოკიონ? -თავდასხმაზე გადავედი. გაიხსენე, ბოლოჯერ როდის მომიყევი რამე თემინზე. ახლა რა ურთიერთობა გაქვთ?
ჰიოკიონი მაშინვე დადუმდა და მიყუჩდა. სიმართლე რომ ვთქვა, თავი უხერხულად ვიგრძენი.

-არ აქვს მნიშვნელობა, -თავი გავაქნიე. რა თქმა უნდა, ვიცოდი, რომ მათ გარშემო რაღაც იმაზე მეტი ტრიალებდა, ვიდრე უბრალოდ საუბრები, მაგრამ ამავე დროს ვხვდებოდი, რომ საუკეთესო შემთხვევაში, ჰიოკონი მხოლოდ ქორწილში დამპატიჟებდა, მანამდე კი არაფერს იტყოდა. უბრალოდ იმიტომ, რომ თემინი მაინც ჩაებეჭდა გონებაში გავარვარებული ბეჭედივით. ჰიოკონი ამბობს, რომ ბედნიერებას სიჩუმე უყვარს, და თუ მე ჩემსა და ჯონგინის ურთიერთობებზე რამეს მოყოლას მაიძულებს, საკუთარ თავზე არაფერს იტყვის, მაგრამ ამის გამო აღარ ვიბუტები. თუ დუმს, ესე იგი, ყველაფერი კარგად აქვთ. ჩემთვის კი ისიც საკმარისია, რომ ჯონგინი ზოგჯერ თემინის გეგმების შესახებ მიყვება ხოლმე. უბრალოდ, იმედი მაქვს, რომ აღარასოდეს ატკენს ჩემს საყვარელ ჰიოკიონს. და ქორწილშიც დაგვპატიჟებენ.

პიცის ნაჭერიWhere stories live. Discover now