3 - ხომ დამეხმარები?

698 115 30
                                    

რთული დღის შემდეგ სახლში მარტო დავრჩი. ეჭვი მეპარება, ბექიონი დღეს მოვიდეს, ყველაფერს დაკავებულობას დააბრალებს, დედასაც ღამის ცვლა აქვს სამსახურში.

მაცივარში კიმბაბი ვნახე, რომელიც დედას ჩემთვის და ბექიონისთვის მოემზადებინა. და მიუხედავად იმისა, რომ ჩემს ძმას კიმბაბის ატანა არ აქვს, დედა ეუბნება, რომ სახლი რესტორანი არ არის და იმით უნდა დავკმაყოფილდეთ, რაც გვაქვს.

ზოგჯერ მგონია, რომ უფროსი ზედმეტად იჭრება თავისი „კარგი ბიჭის" როლში, დროდადრო თავხედ და თავმოყვარედ რომ გადაიქცევა ხოლმე, როცა სინამდვილეში, ასეთი საერთოდ არ არის. მიუხედავად იმისა, რომ ჭურჭლის რეცხვა ჩემი მოვალეობაა, ჩუმად, სანამ არავინ ხედავს, ჩემ მაგივრად რეცხავს ხოლმე, თუ სახლში რჩება დასაძინებლად. ზოგჯერ დილით რომ ვიღვიძებ, ვხვდები, ჭურჭლის გარეცხვა დამვიწყებია, მაგრამ მერე სამზარეულოში გავდივარ და ჩემი ძმის კმაყოფილ სიფათსა და ცარიელ ნიჟარას ვხედავ. და აი, სწორედ ამ დროს ძალაუნებურად მეღიმება. ერთი მხრივ, როგორი წვრილმანია, მაგრამ მსიამოვნებს. რაც არ უნდა იყოს, მშობლებმა კარგად აღზარდეს.

წახემსების შემდეგ ჩემი ოთახისკენ გავეშურე, საშინაო დავალების გასაკეთებლად. როგორც წესი, უმაღლეს სკოლაში მხოლოდ უზარმაზარ პროექტებს გვაძლევენ, მაგრამ ჩაბარების ვადებიც საკმაოდ დიდი გვაქვს. ყველა მოსწავლე წყვილებად იყოფა მათ შესასრულებლად. ჩემ გარდა, რადგან არავის კლავდა სურვილი ჩემთან ერთად ემუშავა. საინტერესოა, რომ იცოდნენ, რომ ბიონ ბექიონის და ვარ, მოუნდებოდათ ჩემთან დაწყვილება? ვფიქრობ, კი.

სახალისო საშინაო დავალებაზე ფიქრებიდან შეტყობინებამ გამომაფხიზლა.

გამომგზავნი: ონნი
ხვალ ისევ ყველაფერი ძალაშია?

ჰიოკიონისგან იყო, ჩემი ისტორიის მასწავლებლისგან.

ჩვენს სკოლაში სტაჟირებას გადის, ამიტომ ხანდახან ჩემს კლასშიც ატარებს ხოლმე გაკვეთილებს.

პიცის ნაჭერიWhere stories live. Discover now