32 -გინდა, მეორე პირველი პაემანი მოვაწყოთ?

597 95 61
                                    

მომენტარეთ :)

არ ვარ დარწმუნებული, კონკრეტულად რისგან გამომეღვიძა: ან მზის კაშკაშა სხივები ნელ-ნელა შემოიპარნენ ჩემს სამყოფელში, ან რაღაც ცუდის მოახლოება ვიგრძენი. გამქრალ ძილთან ერთად მივხვდი, რომ იმ უსიამოვნო სუსხსხ ვერ ვგრძნობდი, რომელიც ყოველ დილით მეხვეოდა ხოლმე, ამიტომ ვიჩქარე, თვალები გამეღო და ხშირად ხამხამს მოვყევი. მზერა მაშინვე ჩემი კლასელის რუხ მაისურზე მიმეჯაჭვა, რომელიც თანაბარი სუნთქვისგან ადი-ჩადიოდა. მაშინვე მინდოდა განგაშით მოვშორებოდი, საერთოდ ვერ ვხვდებოდი, რა ხდებბოდა, თუმცა კუნთები სულ დამისუსტდა, როცა გუშინდელმა მოვლენებმა გაიელვა გონებაში და საჭირო მომენტები შემახსენა. და ბოლოს, რაც ნაწყვეტებად დამამახსოვრდა, როგორ ვიხმობ კიმ ჯონგინს ჩემკენ. „გუშინ დავთვერი", -გამიფრინა თავში და მაშინვე ამოვიოხრე. 

სწორედ ისეთი ადამიანი ვარ, რომელიც ყოველთვის წინააღმდეგია მსგავსი რაღაცების. და სწორედ მე დავლიე იმდენი, რომ მერე საკუთარი თავის შემარცხვენელი ქმედებები ჩამედინა. ისე მრცხვენია, რომ სადმე კუთხეში მინდება შეჭიჭყვნა. როგორ დავიჭირო თავი? როგორ არ შემრცხვეს გუშინდელის? ჯონგინმა რომ არასწორი დასკვნები გამოიტანოს? განძრევის მეშინოდა, მხოლოდ მოვიღუშე და ვცდილობდი ნერწყვი ძალიან ჩუმად გადამეყლაპა, და ახლა დიდი სიამოვნებითაც გამოვცლიდი რამდენიმე ჭიქა წყალს. გუშინდელი ღამის გახსენებისას, მრცხვენოდა, თუმცა რაღაც თბილი მაინც მათბობდა შიგნიდან. გუშინ ჯონგინი ჩემთან ისეთი...გახსნილი იყო. გული ახალი ძალით ამიფრიალდა, როცა თამამად გავიფიქრე იმის შესახებ, რომ მისმა შარმმა მომნუსხა. შეუძლია კეთილი და საყვარელი იყოს.

თავის მძინარედ მოჩვენებისას, ვერც კი მოვიფიქრე, შემემოწმებინა, ეძინა თუ არა ბიჭს, მაგრამ ამის გაკეთება არც დამჭირდა.

-ეს რა არის?! - ქალის კივილმა ისე გამჭრა გონებაში, თითქოს ამოუვსებელი ნამტვრევები დამიტოვა. ყველაფერი ისე მოწყვეტით გავაკეთე, როგორც შემეძლო: წამოვვარდი და თვალები დავჭყიტე, ვიგრძენი, ჯონგინმაც იგივე გააკეთა ჩემ გვერდით.

პიცის ნაჭერიWhere stories live. Discover now