39 -შენი ყოფილი თუა, დარწმუნებული ვარ, არ მსურს მისი გაცნობა

478 82 39
                                    

ხუთი დღის შემდეგ

-აქაურობა საშინელებაა, - ამბობდა პლანშეტში ჩაშტერებული ბექიონი და თითს ეკრანზე აწკაპუნებდა. ძმამ თავი ქათქათა ბალიშზე მოათავსა და საბანში ჩაიფუთნა.

-საერთოდ რას მოელოდი? -თავგადახრილმა ჰკითხა ჩანიოლმა. ჩემგან უსაფრთხო მანძილზე იდგა (ბექიონის საზომით). სკამზე ვიჯექი საწოლის გვერდით, პაკი კი ფანჯრის რაფას ეყრდნობოდა.

ბექიონმა თვალები მოჭუტა და თავი წამოსწია, ჩანიოლს ჩააცივდა, მერე რაღაც გაუგებარი ჩაიბურტყუნა და მეგობარს ექიმის გამოძახება სთხოვა. არ მგონია, რომ ეს რეალურად საჭირო იყო. ვხვდებოდი, რომ ბექიონს უკვე დიდი ხანი უნდოდა ჩემთვის რაღაცის მოყოლა. ამიტომ, როცა ძმამ მართლაც წამოიწყო საუბარი, არ გამკვირვებია.

-როგორ ხარ? - აკურატულად დაინტერესდა ბექიონი. ალბათ, ფიქრობდა, რომ ვერ ვხედავდი, თუმცა აშკარად შევნიშნე, რომ ძმამ პლანშეტის ეკრანი დაბლოკა.

-როგორც ყოველთვის, -მხრები ავიჩეჩე და თავი ავწიე, კედლის საათს მივაშტერდი, რომლის ისრებიც უხმოდ გადაადგილდებოდა ციფერბლატზე. უკვე თორმეტია. საინტერესოა, ჯონგინი სად არის?

-ვფიქრობ, -ბექმა პლანშეტი გადადო, რითიც ჩემი ყურადღება ისევ მიიქცია, - ალბათ აღარ ღირს, ასე ვიჩხუბოთ.

დავიბღვირე. ეს, ფაქტიურად, ბექიონის პირველი სიტყვები იყო მთელი ამ დროის განმავლობაში. არც კი მოველოდი, რომ გამოწერამდე გადაწყვეტდა ჩემთან ლაპარაკს.

-თვითონ დაიწყე, -მივახალე, მერე კი ვიჩქარე, დამემატებინა, -მაგრამ მე, პირადად, შენთან არ მიჩხუბია.

ბექიონის სახე გაკვირვებულად გამოიწელა, მერე თავი დააქნია და ისევ პლანშეტში ჩაერგო თავით. ჩემი ძმა უხერხულად გრძნობს თავს. ამას მშვენივრად ვხვდებოდი, ამიტომ, ვცდილობდი, ჩვენს პრობლემაზე ყურადღება არ გამემახვილებინა. სულ რომ არაფერი, როგორც ჩანს, პირველი ნაბიჯი გადმოდგა, ამიტომ, ეპატიება.

პიცის ნაჭერიWhere stories live. Discover now