56 -ნეტავ იცოდეს, სინამდვილეში როგორი ცუდი ვარ

688 75 53
                                    

5 თვის შემდეგ

მეტროდან გამოვდივარ. დღითიდღე უფრო ხშირად ვსარგებლობ ამ ტრანსპორტით, მიუხედავად იმისა, რომ ადრე საერთოდ ვერ ვორიენტირდებოდი სადგურებში - მთელი ჩემი ცხოვრება ერთ რაიონში მიედინებოდა, სხვა შემთხვევაში კი ჯონგინის მანქანით დავდიოდი. ახლა ყველაფერი იცვლება.

აჩქარებული ნაბიჯებით, მხოლოდ ყავის კაფეზე ვაჩერებ მზერას, წამით ვფიქრობ, რამე ხომ არ მინდა დავლიო, მაგრამ მერე საყელოს ვისწორებ და სიარულს განვაგრძობ.

სეულის ცენტრი. შაბათი დილა. კარგი ამინდია, თუმცა სუსხიანი ქარიც ძლიერად მეხეთქება ლოყებზე. მანქანების მოძრაობა დაძაბულია, და სანამ შეუფერებელ ადგილას ვჭრი გზას, ძლივს ვუსხლტები ბორბლებს, მესმის კიდეც, როგორ მლანძღავს მძღოლი. ქარი თმას აქეთ-იქით მიფრიალებს, ეს მაღიზიანებს.

საჭირო შენობას რომ ვუახლოვდები, ვჩერდები, რათა სული მოვითქვა და ვარცხნილობა შევისწორო. მანქანების სადგომს ვავლებ თვალს - თითქმის ყველა ავტომობილი უკვე ნაცნობია ჩემთვის. სასაცილოა.

ნაცრისფერი ოთხსართულიანი შენობა-ოფისი მეგებება. ქვედაბოლოს ვიქაჩავ შესვლამდე. მინის კარი თვითონვე იღება.

-ო, სუნმი! -კმაყოფილად მეძახიან, მეც თვალებს ვწევ.

ჯიჰუნი - ახალგაზრდა მდივანი. თავიდან სკეპტიკურად მიყურებდა. ზოგჯერ შიგნითაც კი არ მიშვებდა. ახლა თვეზე მეტი გავიდა, დავახლოვდით. ცოტა ხნის წინ ყავით გამიმასპინძლდა. ვფიქრობ, ამ ღია კანიანი შავგვრემანისგან ეს სიყვარულში გამოტყდომადაც შეიძლება ჩაითვალოს.

-თავისთანაა? -მისალმების ნიშნად თავს ვუკრავ და ცერა თითით კაბინეტის მუხის კარზე მივუთითებ.

-თათბირი, -ჯიჰუნმა თავი გააქნია. -მაგრამ შეგიძლია შეხვიდე და დაელოდო. არ მგონია, ვინმე წინააღმდეგი იყოს.

პიცის ნაჭერიजहाँ कहानियाँ रहती हैं। अभी खोजें