51 -მეც და შენც ფსიქიკა მოვუსპეთ (კიმ ჯუნმიონის დღიურიდან)

486 81 37
                                    

როგორც დაგპირდით, ორ დღეში გავამზადე ეს თავი. ამხელა არცერთი არ ყოფილა :") ვფიქრობ, სალაპარაკო და გასარჩევი ძალიან ბევრი გვექნება და თქვენს კომენტარებს მოუთმენლად ველი. მართლა ძალიან ბევრი ვიშრომე ამ ნაწილზე.

***

ავტორის POV

რამდენიმე ჩანაწერი კიმ ჯუნმიონის დღიურიდან

„29 სექტემბერი, 2011
უმცროსი ისევ სთხოვდა დედას ფულს. მისცა. ეს გამაღიზიანებელია, რატომ არაფერს ამბობს თავის ავადმყოფობაზე? ისი იდიოტი ყველაფერს თამაშებსა და ავტომატის გაზიან სასმელებში ანიავებს, და ისიც არ იცის, რომ დედამისს ძვირადღირებული ოპერაცია სჭირდება".

„1 ოქტომბერი, 2011
ჯონგდეს დაველაპარაკე. ვუთხარი, რომ ოჯახში კრიზისული მდგომარეობა გვაქვს. სამუშაოდ წასვლა გადაწყვიტა. სასაცილოა. მეც კი ვერაფერს ვხდები ამ სიტუაციაში.

„4 ოქტომბერი, 2011
ახალი ლაბორანტი გვყავს. ქიმიის კაბინეტში გავიცანი. იდიოტია. მენდელეევის ცხრილიც კი არ იცის ნორმალურად. ჩინეთიდან ჩამოვიდა, მგონი, იფანი ჰქვია. კორეულად ძალიან კარგად საუბრობს. იმაზე გაცილებით უკეთესად, ვიდრე მენდელეევის ცხრილში ერკვევა."

პიცის ნაჭერიWhere stories live. Discover now