35 -ვფიქრობ, ეს სავარძლები ფიცრებისგანაა

493 87 78
                                    

შეუმჩნევლად გამეღიმა, მაგრამ მაშინვე დავიმორცხვე, როცა ჩემ გვერდით უცერემონიოდ დაეშვა კიმ ჯონგინი საჭმლიანი ლანგრით ხელში. ბიჭი ძალიან არხეინად იქცეოდა, სანამ ჩხირებს იღებდა და ირჩევდა, რითი დაეწყო. მე კი ტუჩები მოვკუმე და ჩუმად ვუცქერდი. თითქოს გუშინდელი ლაპარაკის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. იქნებ, ასე მხოლოდ მე ვთვლიდი, მაგრამ არ მინდოდა, მის სიტყვებს მხოლოდ ჩემთვის ჰქონოდა დიდი მნიშვნელობა. რა უცნაურია ამაზე ფიქრი.

-დილა მშვიდობისა, -გაიცინა ჯონგინმა, მაგრამ ჩემთვის არ შემოუხედავს. მაშინვე ტუჩზე ვიკბინე. ესე იგი, შეამჩნია, რომ ვაშტერდები.

ვიჩქარე, საჭმელს დავწაფებოდი, რათა ფიქრი და ბიჭის თვალიერება შემეწყვიტა, თუმცა ერთი მარცვალი ბრინჯის ჩაყლაპვაც ვერ მოვასწარი.

-გუშინ გვიან დაიძინე? -იკითხა ჯონგინმა და ჩემკენ შემოტრიალდა. მაიძულა, ისევ მასზე გადამეტანა ყურადღება. ჩხირები სადღაც ჩემი სახიდან ხუთი სანტიმეტრის მანძილზე შეჩერდა, მერე კი ხმაურიანად ჩავყლაპე ნერწყვი.

რამდენი ხანი იყო გუშინ ჩემს ოთახში? ერთი, ორი თუ მეტი? ჯონგინი ყოველ ჯერზე მაიძულებს, გავიხსენო ყველაფერი, რაც მას უკავშირდება, და ალბათ, ჩემს დარცხვენას ცდილობს. გუშინ დიდ ხანს ვიჯექი, თავი მის მხარზე მედო. სიმართლე რომ ვთქვა, როცა წავიდა, სულ მაცახცახებდა და ცივი ოფლი მასხავდა, რადგან იმდენად...უცნაურად ვიქცევი. ადრე არასდროს გავიფიქრებდი იმაზე რომ ბიჭთან ასეთი ვყოფილიყავი. მაგრამ ახლა ეს ყველაფერი იმდენად უჩვეულო და უცნაურია. ამასთანავე, მოვლენების განვითარება ძალიან მომწონს და ამ აზრებისგან ლოყები მიწითლდება, ვიღიმი და ოცნებებში გადავარდნილი ვხუჭავ თვალებს.

-არც ისე, -განვაცხადე. -და შენ? ყველაფერი რიგზეა?

ჯონგინმა სწრაფად დამიქნია თავი და ჩაიცინა, თითქოს მაჩვენა, რომ სხვაგვარად ვერც იქნებოდა საქმე.

პიცის ნაჭერიWhere stories live. Discover now