13 - ეს ცხოვრების წესია და თითოეულმა თვითონ ავირჩიეთ ის

491 101 71
                                    

წასვლის წინ კიმ ჯიონმა შვილი მკაცრად გააფრთხილა, რომ სამუშაო დღის დასრულებისთანავე, მოაკითხავდნენ, ამიტომ გაპარვა ჯონგინს არ გამოუვიდოდა. ამაზე ბიჭმა მხოლოდ გაღიზიანებულად ჩაიღიმა, თავისი მამაკაცური ყბები დაჭიმა და შეტრიალებულმა, სადღაც შორს გააშტერა თვალი. ქალბატონი კიმი აღელვებული შესცქეროდა შვილს, მაგრამ ვერაფრის თქმა ვერ გაებედა. რაც, გასაგებია. ჯონგინი მართლაც დამნაშავე იყო. ისეთი უხერხულობა შეიქმნა: სამივე ერთად დაგვტოვეს, იმის იმედით, რომ მერეც მშვიდად განვაგრძობდით სამუშაო დღეს. მაგრამ, ამის დედაც, რა უნდა ვქნათ ახლა?

ჩონჯის, მგონი, რაღაცის თქმა უნდოდა, რომ ეს დაძაბული ატმოსფერო გაენეიტრალებინა, თუმცა ამის გაკეთება არ დასცალდა - როგორც კი კიმის ოჯახი სავაჭრო ცენტრის შუშის კარს მიეფარა, ჯონგინი მაშინვე დაუბრუნდა მაგიდას, სკამზე მოკალათდა და ფეხი ფეხზე გადაიდო.

წამით გავშეშდი, სანამ თვალს ვადევნებდი, კიმი როგორ იღებდა ჯიბიდან ტელეფონს და აქტიურად კრეფდა რაღაცას.

-ეი! -პირველმა ჩონჯიმ ვერ მოითმინდა. განრისხებული მიაჩერდა თავის ახალ მეწყვილეს, რომელიც ახლა ჩვეული ცივი გამოხედვით გვიყურებდა.

კიმი დუმდა, კითხვის ნიშნად წარბი აეწია. ბიჭმა თითები თავის სავსე ტუჩებს გადაატარა იმის მოლოდინში, რომ ან მე ამოვიღებდი ხმას, ან ჩონჯი.

ჩემი მეწყვილე აშკარად შოკში იყო მისი ნაგლური გამოხტომებისგან. აი, ჩემი გაოცება კი მალე ძალიან რთული იქნება.

-როგორც გავიგე, აქ სამუშაოდ მოგიყვანეს, -თავის გვერდზე გადახრით წარმოთქვა ჩონჯიმ.

კლასელი კი თავისი ფირმული გამოხედვით აგრძელებდა მის თვალიერებას.

-და? -როგორც იქნა, ამოღერღა. -მერე?

გონებრივად თვალები ავაბრუნე, წინასწარ რომ მივხვდი, არაფერი კარგით არ დასრულდებოდა ეს საუბარი. მაგრამ იმ დროს მუშაობა, სანამ ჯონგინი თავის საქმეებს აკეთებდა, არ მინდოდა.

პიცის ნაჭერიΌπου ζουν οι ιστορίες. Ανακάλυψε τώρα