16 -ბაბლ თი გამიკეთე, -ვითომ რატომ?

522 102 119
                                    

ო სეჰუნი შემდეგ დღეს სკოლაში არ გამოცხადდა. იმხელა სასოწარკვეთით ვეძებდი ბრბოში, სპეციალურად შემოვიარე მთელი შენობა ორჯერ, იმის იმედით, რომ სადმე სრულიად ჯანმრთელს გადავაწყდებოდი. თუმცა არც ის, და არც ვინმე მისი სამეგობროდან, არ შემხვედრია.

ბექიონი გუშინ სახლში საერთოდ არ მოსულა, სხვათაშორის, ისე, როგორც ღამის ცვლაში მომუშავე დედა. ალბათ, ჩემი ძმა რომ ახლოს ყოფილიყო, ჩუმად ვკითხავდი ოს მდგომარეობაზე, მაგრამ ტელეფონით ამის გაკეთება არ შემეძლო - იქნებ, რამე მნიშვნელოვანს მოვაცდენდი, ჩემთვის, სავარაუდოდ, საერთოდ არ ეცალა.

ამასთან ერთად, მინდოდა, ბექიონს სცოდნოდა, რომ ყველაფრის მომსწრე ვიყავი. მიუხედავად იმსია, რომ ისედაც მგონია, რომ ამას თვითონაც ხვდება, ჯობდა ამაზე საუბარი პირადად შეხვედრამდე გადაგვეწია.

უბრალოდ იმედი მქონდა, რომ სეჰუნი კარგად იყო.

საერთოდ, მასზე ნერვიულობის გარდა, კიდევ უამრავი პრობლემა მქონდა, პირადი. ჰიოკიონის პროექტის კეთება ჯერ კიდევ არ მქონდა დაწყებული. ეგ კი არა, რა კითხვები იყო ჩამოწერილი, ისიც არ ვიცოდი. ასი პროცენტით ვარ დარწმუნებული, რომ ჩემიც და ბექიონის ბლანკების შევსებაც მე მომიწევს - არ მგონია, რომ თვითონ ამის გაკეთების სურვილს გამოთქვამს. ყოველ შემთხვევაში, დიდ შრომას არ მოითხოვს ეს დავალება.

ამ კვირაში კი უკვე მამაჩემის ქორწილია, და ამ თემას სახლში საერთოდ არ განვიხილავთ. თუმცა, წარმოდგენა არ მაქვს, სად ან რომელ საათზე ტარდება, ან მე და ბექიონი რას ჩავიცვამთ და რას მივიტანთ საჩუქრად. მგონი, ქორწილებზე რაღაცებს ჩუქნიან, არა?

ამ ფიქრებით მივდიოდი ნელა ჩემი სამსახურისკენ. ქუჩაში საზიზღარი წვიმა შხაპუნობდა, და ხასიათიც არ მქონდა დიდად კარგი. ამბობენ, ამ ზამთარს არც ისე ცოტა გუბურა დარჩება, რადგან ბოლო ორი კვირა რაღაც უსაშველოდ ბევრს წვიმდა.

პიცის ნაჭერიWhere stories live. Discover now