33 - სკოლაში რატომ არ ხარ?

522 88 53
                                    

ფრთხილად შევეხე თითებით ჩემს ტუჩებს სარკეში გამოსახულების თვალიერებისას. აჩეჩილი თმა ჯერ კიდევ სხვადასხვა მხარეს გამოშვერილიყო, ამოღამებული თვალები ცოტა ხნის წინანდელთან შედარებით სულ სხვაგვარად გამოიყურებოდა. მეჩვენებოდა, რომ მათში რაღაც ამოუცნობი ნაპერწკლები ჩასახლებულიყო. აჰ, ჰო, გამახსენეთ, რა ჰქვია იმ დაავადებას, როცა ჯონგინის კკოცნას ასუხობ და სულის ცახცახით ფიქრობ ამ ბიჭზე?

თვალები ავახამხამე და მტევნით პატარა რაფას დავეყრდენი, ჩემი გამოსახულებისთვის ცქერა არ შემიწყვეტავს. ყოველ ჯერზე სიცხე მიმატებდა, როგორც კი მახსენდებოდა, კონკრეტულად რა მჭირდა. ჯონგინი მკოცნიდა და აზრადაც არ მომდიოდა, მოვშორებოდი იმ მომენტში. მშვენივრად მესმოდა ჩემი მხრიდან ამ ქმედების ნამდვილი არსი რაც იყო, მაგრამ გაფიქრებაც არ მსურდა, განსაკუთრებით ახლა, როცა ისედაც ბევრი მქონდა სადარდებელი. ვერ ვხვდებოდი, ჯონგინმა ეს რატომ გააკეთა. არ ვიცოდი, როგორ დამეჭირა ამიერიდან მასთან თავი. იმის გამო, რომ მსგავს სიტუაციაში არასდროს ვყოფილვარ, წარმოდგენა არ მქონდა, როგორი რეაქცია უნდა მქონოდა.

კოცნის სასიამოვნო სცენებზე ათრთოლებული გულით ფიქრისას, ყოველ ჯერზე ტუჩს ვიკბეჩდი და იმაზე ვიწყებდი ფიქრს, რა მოხდებოდა შემდეგ. რაღაც სასიამოვნო ღელვის შეგრძნება იყო, თუმცა ჯერ კიდევ მეპარებოდა ეჭვი მომხდარში.

თავი უნდა ავარიდო? მოვაჩვენო, თითქოს არაფერი მომხდარა? ამაზე დიდ ხანს ვფიქრობდი, მაგრამ პასუხი მაინც ვერ ვიპოვე. გული კი ხელახალი ძალით აგრძელებდა ძგერას, როგორც კი გავიაზრებდი, ვისთან შედგა ჩემი მეორე კოცნა. და იგი იმდენად სასიამოვნო იყო, რომ მომხდარზე ფიქრი მეუხერხულებოდა კიდეც. ნამდვილი რჩევა მჭირდებოდა, მაგრამ არ ვიცოდი, ვისთვის მიმემართა. დედა ჯერ კიდევ გაბრაზებულია ჩემზე, და საერთოდ ახლა სამსახურშია. ჰიოკიონი და ბექიონი ცხოვერბაში არ მომცემენ ნებართვას, რაც კიდევ უფრო ართულებს სიტუაციას.

პიცის ნაჭერიWhere stories live. Discover now