21 - მე ვარ მოსაწყენი?

534 99 89
                                    

უბრალოდ (͡° ͜ʖ ͡°)

* * *

- ლენტებისა და ბუშტების დაკიდება მოგიწევთ მთელ დარბაზში, -ასაკიანი მასწავლებელი, რომელიც არც კი გაგვეცნო, მე და ჯონგინს გვარიგებდა, რა უნდა გაგვეკეთებინა დარბაზში, რომელიც ცეკვებისთვის გამოეყოთ. -კიდევ, კარგი იქნებოდა ის ფარდებიც რომ ჩამოგეკიდათ ფანჯარაზე, ასე აჯობებს, -აგრძელებს ქალი, გრძელი თითით გვერდით კუთხეში გვანიშნებს, სადაც პაკეტი იდო. -მთავარია, დარბაზი ყირაზე არ დააყენოთ, სანამ მორთვის პროცესში იქნებით, თორემ წინა მოსწავლეებივით მოგივათ.

-რა დაემართათ? - იკითხა ქალის მარცხენა მხარეს მდგარმა ჯონგინმა.

-სანამ მოსართავებს ჰკიდებდნენ, -ჭაღარა თმიანი ნიკაპით კედლისკენ გვანიშნებს. -ერთ-ერთი კიბიდან ჩამოვარდა და დანარჩენებიც გაიყოლა. ახლა ოთხივე საავადმყოფოშია გართხმული.

თვალები დამიმრგვალდა, ჯონგინმა კი წაუსტვინა. საშიშ საქმიანობას დავთანხმებულვარ.

-ეს საკუჭნაოს გასაღებია, რომელი მოიტანს მოსართავებს?

ქალმა ვერცხლისფერი გასაღებები ჩვენ წინ ააჩხრიალა, თან ჩვენს რეაქციას იკვლევდა. კიმ ჯონგინი მაშინვე განსაკუთრებული ენთუზიაზმით დათანხმდა, რისგანაც მასწავლებელი დაიძაბა კიდეც. დარწმუნდა, რომ საკუჭნაოში გასვლის სურვილით არ ვკვდებოდი, და მხოლოდ მაშინღა გადასცა კლასელს გასაღებები, მერე საბოლოო რეკომენდაციები მოგვცა და კარს მიღმა გაუჩინარდა. რამდენიმე წამის შემდეგ ჯონგინი გასასვლელისკენ გაეშურა. მარტო რომ დავრჩი, უბრალოდ პრიალა იატაკზე წამოვჯექი, ზურგით კედელს მივეყუდე.

ერთი მხრივ, დარბაზის მორთვის იდეა მახარებდა კიდეც - ოცი პროცენტით მაინც შევძლებდი იმ ატმოსფეროთი დატკბობას, უფროსკლასელებს რომ ასე ძალიან უყვართ. მაგრამ, ამავე დროს, არ მგონია, რომ ამის გაკეთებას სრულ სიმშვიდეში შევძლებდი, რადგან ჩემი დღევანდელი მეწყვილე ისევ და ისევ კიმ ჯონგინი უნდა ყოფილიყო. სინამდვილეში, ოდნავ გამიკვირდა კიდეც, როცა დანიშნულების ადგილას დანიშნულ ადგილზე შევხვდი. გულწრფელად მეგონა, რომ ბიჭი ყველაფერს გააკეთებდა, ოღონდ დღეს აქ არ მოსულიყო.

პიცის ნაჭერიNơi câu chuyện tồn tại. Hãy khám phá bây giờ