41 -ყოველთვის მინდოდა ბექის ტანსაცმლის ტარება

541 79 60
                                    

მოუქნელად დაბერტყებული სამზარეულოს სკამზე, ყავას ვხვრეპდი და ტელეფონში სიახლეებს ვათვალიერებდი. სახლში ამაყ სიმარტოვეში ვიყავი - დედა ღამის ცვლაზე სამუშაოდ წავიდა, ბექიონი კი ჯერ კიდევ საავადმყოფოშია.  ძმა უკვე ამ დღეებში უნდა გამოეწერათ, რაც ძალიან მთრგუნავდა. არა, გულწრფელად ბედნიერი ვარ, რომ ჩემი ძამიკო, როგორც იქნა, სახლში იქნება, მაგრამ მისი არყოფნის დროს ბევრი რამ შეიცვალა. და ახლა კიმ ჯონგინზე წყეულ დამოკიდებულებას ვგულისხმობ.

შეგახსენებთ: ეს ჩემი პირველი ურთიერთობაა. კიმზე დამოკიდებულება კი ყოველ დღე იზრდება. სულელურად მიმაჩნდა, რომ გიჟი გოგონები მობილურის ფონებად შეყვარებულების ფოტოებს აყენებდნენ, ახლა კი თვითონ ვაშტერდები ტელეფონის ეკრანს და ზედ ჯონგინის ფოტოს ვხედავ. კი ცდილობს, სახე ხელებით დაიფაროს, მაგრამ მაინც ვერ ასწრებს: სურათზე ისინი სახიდან რამდენიმე სანტიმეტრის მოშორებით იყინება, რომელზეც ცალყბა ღიმილი მოჩანს. მე გადავუღე ორი დღის წინ.

ყოველ ჯერზე ვაკონტროლებ საკუთარ თავსა და ფიქრებს. გონებაში ყველაფერი ერთად მიტრიალებს, დაწყებული "როგორი რეაქცია ექნებოდა ჯონგინს ჩემს სიტყვებზე?" და დამთავრებული "იმედი მაქვს, ჯონგინმა დღეს კარგად ჭამა". ეს უსაზღვროდ სულელურია, მაგრამ ვერაფერს ვხდები. მასთან რაც შეიძლება ხშირად მინდა ახლოს ყოფნა, მაგრამ ამავე დროს მესმის, რომ მის ცხოვრებაში ერთადერთი ადამიანი არ ვარ.

უკვე გაციებული ყავის ჭიქა რომ დავაცარიელე, დასევდიანებულმა ამოვიხვნეშე. სიმართლე რომ ვთქვა, მარტოობით მოვიწყინე, რის გამოც, უამრავი ფიქრი აწვებოდა ჩემს შეყვარებულ, და ამის გამო, კიდევ უფრო სულელ თავს.  არ მინდოდა მომაბეზრებელი ვყოფილიყავი, მაგრამ თითი პირდაპირ ჯონგინის ნომერთან გაშეშდა. დავურეკო? მივწერო? გუშინდელიდან მოყოლებული არ გვინახავს ერთმანეთი... იქნებ ნორმალურია, უბრალოდ თუ ვიკითხავ, როგორ არის? დადებითი და უარყოფითი მხარეები რომ ავწონ-დავწონე, გადავწყვიტე, კიმისთვის მიმეწერა. უბრალოდ შევახსენებ ჩემს არსებობას.

პიცის ნაჭერიWhere stories live. Discover now