8 - უფრო მეტად მომწონს, როცა მელაპრაკებიან

557 112 100
                                    

არც ვიცოდი, საით მივრბოდი. ჩემი მიზანი აქაურობას მოცილება იყო, რაც გავაკეთე, თან ვცდილობდი, უკან არ მიმეხედა და მეფიქრა, რომ ჯონგინი ახლა ალბათ პირდაპირ ჩემს უკან დგას. მიუხედავად იმისა, რომ დამპირდა, ამჯერად თავს დამანებებდა, დარწმუნებული მაინც არ ვიყვაი. მივხვდი, რომ, მგონი, დავიკარგე, როცა უკვე მესამეჯერ გავიარე იგივე უზარმაზარი თაღი, რომელიც ყვითელი განათების გამო, საზარლად გამოიყურებოდა. მისუსტებული ფეხებით შევჩერდი, ხეს მივეყრდენი, თვალები დავხუჭე, თავი უკან გადავაგდე, ვცდილობდი, დიდი ხნის წინ არეული სუნთქვა გამომესწორებინა. ცრემლებს ვეღარ ვიკავებდი, - მომდიოდა, გამაღიზიანებლად მოცურავდნენ კისრამდე, მერე კისერში იღვრებოდნენ. არ მესმოდა, რატომ ვტიროდი, ეს ხომ მაშინ უნდა მექნა, კედელზე მიკრული როცა აღმოვჩნდი რამდენიმე წუთის წინ.

თვალწინ ისევ გამირბინა ახლახანს მომხდარმა მომენტებმა, და უღონოდ ამოვიკვნესე, ვიგრძენი, როგორ შემეკრა შიგნიდან ყველაფერი ერთ დიდ კვანძად. ვერ ვხვდებოდი, რაზე ვნერვიულობდი ასე ძალიან. მერე რა, უბრალოდ კინაღამ დავიხრჩვი განსაკუთრებულად საშინი კიმ ჯონგინის ძლიერი ხელისგან, რომელმაც მიყრუებულ რაიონში შემიტყუა, და მე ყველანაირად დარწმუნებული ვარ, ასე განზრახ მოიქცა.

ღმერთო, ჩემს დამტვრეულ ტელეფონს ვფიცავ, აღარასდროს დავიჭერ საქმეს ამ ადამიანთან.

დაქანცულობისგან ამოსუნთქვისას, ცრემლების წმენდას შევუდექი, რომ დავმშვიდებულიყავი.
-გეყოფა, ჩვარო, - ვუჩურჩულებდი საკუთარ თავს ცხვირის თხიპინით. -ჯობს, იმაზე იფიქრო, აქედან როგორ გააღწევ. სახლში მართლა ძალიან მეჩქარებოდა.

ჩანთიდან ტელეფონი ამოვიღე. ეკრანზე დრო გამონათდა - ცხრის ნახევარი, რისგანაც, ადგილზე გავიყინე. დაახლოებით ოთხ საათზე გამოვედი სკოლიდან, ჯონგინს რომ დავლოდებოდი. და გამოდის, ამდენი დრო იმაში დავხარჯე, რომ გავყოლოდი, შემდეგ კი, საბოლოოდ, მაინც არაფერი გადამეცა?

პიცის ნაჭერიWhere stories live. Discover now