42 -მაზოხისტი არა, დედააფეთქებული თვითმკვლელი ხარ

482 83 78
                                    

ნერვები შეამზადეთ:)

POV ჯონგინი

თავი გადავხარე იმის თვალიერებით, თუ როგორ აცახცახებს სუნმი ფეხს. არ მგონია, რომ ამას სპეციალურად აკეთებდა -თითქოს, სულ ფიქრები სულ სხვა მიმართულებით გაურბის.

-რომ მცოდნოდა, ასე ინერვიულებდი, საერთოდ არ წამოგიყვანდი, -არც ისე ხმამაღლა გამეცინა, მაგრამ ეს საკმარისი იყო იმისათვის, რომ გოგონა ადგილზე შემცბარიყო. საერთოდ, ვეხუმრებოდი, იმიტომ რომ თვიდანვე კარგად ვიცოდი, რომ სუნმი ჯერ კიდევ საკმარისად გაბედული არ არის.

-საიდან მოიტანე, რომ ვნერვიულობ? -წარბი ასწია, შემათვალიერა. მართლაც, რა მეტაკა? ლოყები ხომ დაბადებიდან წითელი აქვს, და არა მხოლოდ მაშინ, როცა ღელავს. -იქ...ისა...ბევრი გოგო იქნება?

თავი ძლივს შევიკავე, რომ არ ავხარხარებულიყავი.

-არ ვიცი, -მხრებს ვიჩეჩავ, თან ვფიქრობ, რომ რამე სხვა უნდა მეპასუხა. მაგრამ მერე სუნმი ნამდვილად არ გამოვიდოდა ოთახიდან. -სხვა გოგონებს დიდად არ ვუყურებ, -სრულიად გულწრფელად ვამატებ. სუნმი მაშინვე შემოტრიალდა ჩემკენ და ყურადღებით ჩამაცივდა, თითქოს ჩემს სხეულზე სადმე ეწერებოდა, ვტყუოდი თუ არა. ხოლო რამდენიმე წამში სახეზე მსუბუქი ღიმილი გამოესახა. -რა გაღიმებს? -ვხითხითებ და ზურგს ვაქცევ. -ის ხომ არ მითქვამს, რომ შენ ვერ გაშორებ თვალს.

აუცილებელი არ არის, დიდი ფანტაზიის უნარის პატრონი იყო, რომ წარმოიდგინო, როგორ უკმაყოფილოდ დაბერა ტუჩები სუნმიმ ან თვალები აატრიალა.

-ძმას დაურეკე და გამოდი შენი თავშესაფრიდან,, -ოთახიდან გამოსვლამდე შევახსენე და სწრაფად დავტოვე.

გოგონამ რაღაც წაიბურტყუნა პასუხად, მაგრამ უკვე აღარ გამიგია. საკმარისი იყო კარი გამეღო, რომ მუსიკამ და ნაცნობი ხალხის ხმებმა მთელი სივრცე გაავსო. ოთახში არც ისე ხმამაღლა ისმოდა.

პიცის ნაჭერიWhere stories live. Discover now