25 - ასე ძალიან მოგწონს ჩემი თვალიერება?

547 99 147
                                    

-დედა, მე უბრალოდ...

-რა? -ქალი მოჭუტული თვალებით მომაჩერდა. -თუ დაიწყე, გააგრძელე.

ღრმად ჩავისუნთქე. მთელი ჩემი შესანიშნავი განწყობა მაშინათვე გაქრა, როცა თვალწინ მშობლის სახე დავინახე. ისტერიკულად ყვირილი მინდოდა, დახმარების თხოვნა, ჯონგინის მოტოციკლეტისკენ გაქცევა. ძალიან, ძალიან მრცხვენოდა. გული მეკუმშებოდა, თითქოს უზარმაზარი ლოდი დამცემოდა. უკვე მზად ვიყავი, პატარა ბავშვივით მომეღო პირი და ავქვითინებულიყავი. დროის უკან დაბრუნება და ყველაფრის სხვაგვარად გაკეთება მინდოდა. ისე, რომ დედას და ძმას არაფერი გაეგოთ ჩემი გაუჩინარების შესახებ.

-შენით იმაზე მეტად ვარ იმედგაცრუებული, ვიდრე შენი ძმით, -განაგრძო დედამ, მე კი დარცხვენილად დავხარე თვალები.

ვგრძნობდი, როგორ მხვრეტდა გამჭოლი მზერა, ამისგან კი ჟრუანტელი მივლიდა. არეულად ვსუნთქავდი, მერე საერთოდ ჰაერიც აღარ მყოფნიდა -თვითონაც ვერ ვხვდებოდი, რის გამო.

დანაშაულის გრძნობა ორივე მხრიდან მჭყლეტდა, ჩემი განწყობა კი საგრძნობლად გაუარესდა. გადამშრალ ტუჩებს ენა რომ გადავუსვი, ხელების კანკალი ვიგრძენი, კბილებიც ერთმანეთს ხმაურიანად ეხახუნებოდა.

ჯანდაბა.

-რამდენიმე დღით ბუსანში უნდა გავემგზავრო, რაღაც დოკუმენტებთან გასაცნობად. მითხარი, ახლა რის იმედად უნდა დავტოვო ბექიონი შენთან? -დედა ისე ლაპარაკობდა, თითქოს ჩემზე საერთოდ უარს ამბობდა, ხმაში დაღლილობას ვატყობდი და ამაში საკუთარ თავს ვადანაშაულებდი. ასეთ მდგომარეობაში ჩავაგდე? -თუ სახლიდან პატარა ბავშვივით გარბიხარ. სად არის ჩემი შვილი? სად წავიდა ჩემი იდეალური შვილი?

დედას ავხედე. მისი დანაოჭებული სახე ღონემიხდილად გამოიყურებოდა, მაგრამ არ ვიცოდი, როგორ მოვქცეულიყავი. არ ვიცოდი, უნდა ავტირებულიყავი, ფეხებში ჩავვარდნოდი, თუ ისტერიკით შთანთქმულს ბოდიშების მოხდა დამეწყო? თუმცა, მაინც მხოლოდ ვიდექი და ქალს ტუჩის ძიძგნით შევცქეროდი და ვგრძნობდი, შინაგანად მისი უბედური სახის ხედვისას როგორ მწყდებოდა ყველაფერი.

პიცის ნაჭერიWhere stories live. Discover now