1 - იმაზე უარესია, ვიდრე მე და ჩანიოლი ერთად აღებული

1.8K 142 35
                                    

-ბიონ ბექიონ, რატომ არ ჰყავს შენს დას მეგობრები?

შეკითხვა ისე მოულოდნელად დაეცა ჩემს საწყალ ძმას, რომ დილის იოგურტიც კი გადასცდა, თვალები გაუფართოვდა და ალუბლისფერი ტუჩები დაბერა.

-დედა, ამას მე რატომ მეკითხები? - შეიცხადა და მზერა ჩემზე გადმოიტანა. -ეი, რატომ არ გყავს მეგობრები?
-რატომ მიმართავ ასე უპატივცემულოდ? -მკაცრად ჰკითხა დედამ. -სახლში მხოლოდ კვირაში ერთხელ გძინავს, ისე, რომ არაფერს გვიხსნი, „ისე რა" სწავლობ და დას „ეი"-თი მიმართავ? ბიონ ბექიონ!
ძმამ თვალები ააგორა, რომლებიც ისედაც ძლივს უჩანდა წამოზრდილი წინამოს გამო. თავისი იოგურტი აკურატულად გადადო გვერდით, მოულოდნელად გაიმართა, სკოლის ფორმის ჰალსტუხი შეისწორა. ცხვირის თხიპინისა და ყელის ჩაწმენდის შემდეგ ჩუმად დაიწყო:
-ბიონ სუნმი, -ჩაილაპარაკა და თვალების გადაგორების ჩემი დროც მოვიდა. -ბიონ სუნმი, რატომ არ გყავს მეგობრები?

უფროს ძმას ისე გავხედე, თითქოს ეს ყველაზე ნათელი რამ იყო მთელ სამყაროში. და მიუხედავად იმისა, რომ ამ კითხვისთვის უკვე ასჯერ გამეცა პასუხი, მსგავსი დიალოგი ჩვენს ოჯახში ძალიან ხშირად მეორდებოდა.

-მეგობრები მყავს, -მეასედ ვპასუხობ ჩვეული ტონით. -აი, შენ კი სად ქრები ღამ-ღამობით, ეგ უკვე სულ სხვა საკითხია.

ბექიონი ჩემი შეკითხვისგან მოიგრიხა კიდეც, დემონსტრაციულად მომუჭა თავისი დახვეწილი თითები.

-საყვარელო, ისტორიის მასწავლებელი მეგობრად საერთოდ არ ითვლება, -დაღლილი წუწუნებს დედა, თან მაცივარში რაღაცას ეძებს. -ჩემი იოგურტი სად არის?

ბექიონს რომ ავხედე, ჩამეცინა. იოგურტს დაჰყურებდა, რომელიც, როგორც ჩანს, მისთვის სულაც არ იყო განკუთვნილი, მაგრამ უკვე მაინც თითქმის ბოლომდე შეეჭამა. თავს ვაქიცინებ და ვიღიმი.

-ისტორიის მასწავლებელი ეს ბექიონისთვისაა. ჩემთვის უბრალოდ ჰიოკიონ ონნია.

პიცის ნაჭერიDonde viven las historias. Descúbrelo ahora