EPILOGUE: PART ONE

1.1K 81 16
                                    

ლონდონში მოგზაურობის შემდეგ სამი თვე გავიდა, ამასობაში ბიჭებს ქამბექიც ჰქონდათ. პრომოუშენების დასრულების შემდეგ იუნგის და ჯიმინს დრამის რეჟისორები დაუკავშირდნენ.

"შენი ვიდეო ვნახე თეჰიონთან ერთად, სადაც თქვენი დრამა შექმენით. დიდი პოტენციალი გაქვს" ფასილიტატორმა ჯიმინს სერიოზული ტონით მიმართა.

"და შენ..." ახლა იუნგის გახედა.

იუნგი თვალების ხამხამით ელოდებოდა მის პასუხს. კაცი იუნგიში ფარულ პოტენციალს ეძებდა.

"მე კარგი მატყუარა ვარ, მთავარი ესაა" იუნგიმ სიტყვის თქმა არ დააცადა.

"კარგია" უპასუხა ფასილიტატორმა. "მოიცადე, რატომ იცინი?"

"მოვიტყუე"

ფასილიტატორმა თვალები დაახამხამა და პირი დააღო, ჯიმინმა კი ამოიოხრა.

"მას არ მოუსმინოთ უაზრო ხუმრობების სინდრომი სჭირს, განსაკუთრებით ამ საათებში" აუხსნა ჯიმინმა.

ფასილიტატორმა თავი დაუქნია მაგრამ ვერაფერი გაიგო.

"კარგით, გადაღებები ხვალ დაიწყება. დღეს კი ისწავლით თუ როგორ იმსახიობოთ სიცილის გარეშე"

"ერთმანეთს ვაკოცებთ?" იკითხა იუნგიმ, მობეზრებული ხმა ქონდა.

"ამმ, რა თქმა უნდა თქვენ პრა-"

"მართლა?" ამჯერად ხმაში აღელვება ეტყობოდა.

"მო-მოიცადეთ! რატომ?" წამოიძახა ჯიმინმა.

"მოგიწევთ, მაგრამ სანერვიულო არაფერია ენით არ-"

"ნეხვია"

იუნგიმ ორი ადამიანის მზერა დაიმსახურა.

"უბრალოდ ტუჩების მიდებას რა აზრი აქვს?" გააგრძელა.

ჯიმინმა თვალები გადაატრიალა.

"კარგი არ მოგიწევთ კოცნა რადგან სცენარში ეს არ წერია" უთხრა კაცმა.

"კარგით, თქვენი საქმის პროფესიონალი ხართ სერ" უთხრა იუნგიმ მონოტორულად.

Hashtag Yoonmin Is Real (GEO Trans) Onde as histórias ganham vida. Descobre agora