《♡ THIRTY FIVE ♡》

936 92 8
                                    

მომდევნო დილას ყველა მისაღებ ოთახში შეკრებილიყო.

იუნგი ამჯერად არ დაუშვებდა ჯიმინს მისთვის თავი, რომ აერიდებინა.

"მოდი დავითვლოთ, რადგან არცერთი არ დავრჩეთ" წამოიყვირა თეჰიონმა.

ჯიმინმა ამოიოხრა. "შვიდნი ვართ თე და ჯერ კიდევ სახლში ვართ.დათვლის საჭიროება არ-"

"ერთი!" დაიყვირა თეჰიონმა.

"ამმ... ორი!" თქვა ჯონგუკმა.

"სამი..." თქვა იუნგიმ უაზროდ.

"ოთხი" აყვა ჰოსოკიც.

"ხუთი" ჯიმინმა ამოიოხრა.

"ერრ, ექვსი" თქვა ნამჯუნმა.

"შვიდი. კარგი, ახლა განვიხილით ვინ ვისი ოთახის მეზობელი იქნება. მხოლოდ სამი ოთახი გვექნება. ორ ოთახში ორი საწოლი იდგმევა და მესამეში სამი" თქვა ჯინმა.

"მე ჯიმინთან ვიქნები" თქვა იუნგიმ.

"მო-მოიცადე რა?" ჯიმინმა გაპროტესტება სცადა.

"ვიცით იუნგი" თქვა ჯუნმა. "და თეჰიონი ჯონგუკთან იქნება. და რა თქმა უნდა, აჰემ, ჯინი ჩემთან იქნება"

"რა აზრი აქვს ახლა ბჭობას თუ უკვე გადანაწილებული გქონდათ?" იკითხა ჰოსოკმა.

ლიდერმა გაიცინა. "იმიტომ, რომ შენ გკითხოთ თუ სად გინდა დარჩენა"

"ჩვენთან დარჩი ჰობი ჰიონ" ჯიმინმა სწრაფად თქვა. "უმმ... შენ და იუნგის ტექსტის დაწერა ერთად შეგეძლებათ. იქნებ შენ დარჩე იუნგისთან და მე თეჰიონთან და ჯონგუკთან წავიდე? ხომ იცი მაკნე ლაინს სულ ერთად გვინდა"

იუნგი კბილებით ენას დააწვა.
"რას ამბობ ჩიმჩიმ? დასასვენებლად მივდივართ და ალბომზე რატომ უნდა ვიმუშაოთ? ვფიქრობ, რომ თეგუკთან ყოფნა უნდა. მთელი დღე თამაშში გაატარებენ"

ჰოსოკს იუნგის იდეაზე გაეღიმა.
"მართალი ხარ ჰიონ. თეჰისთან და გუკთან ვიქნები"

"მაგრამ მეც მინდა თამაში" თქვა ჯიმინმა წუწუნით.

იუნგიმ ხელი ჯიმინს მხარზე გადახვია. "მეც შემიძლია მთელი ღამე გეთამაშო, ხომ იცი არა?"

Hashtag Yoonmin Is Real (GEO Trans) Where stories live. Discover now