《《 TWENTY TWO》》

865 83 6
                                    

თეჰიონის ინტერვიუს შემდეგ ყველა თავის საქმის გასაკეთებლად წავიდა. კარგი ისაა, რომ მალე მორჩნენ.

ვახშმის დროს უკვე სახლში იყვნენ.

"რატომღაც ნუდლსის წამა მინდა" გამოაცხადა ჯონგუკმა.

"არ ინერვიულო. დედა ჯინი სწორედ ნუდლსის მომზადებას აპირებს" თქვა ჯინმა და სამზარეულოში შევიდა.

ჭამის შემდეგ თეჰიონი ოხვრით ოთახში შევიდა და ჯიმინი თან გაყვა.

"თე, ჩემი კეპი ხო არ გინახავს? ვერ ვიპოვე" თქვა ჯიმინმა როცა ოთახში შევიდნენ.

თეჰიონმა წარბები შეკრა. იხსენებდა აიღო თუ არა. "მოძებნაში დაგეხმარები"

თეჰიონმა კარადა გააღო და კეპის ძიებას შეუდგა. ძიების პროცესში პატარა ყუთი შეამჩნია, რომელიც იქაურობას არ ეკუთვნოდა. აიღო და დააშტერდა.

ყუთს წარწერა ქონდა სადაც 'თეჰიონისთვის' ეწერა.

თეჰიონმა გაიღიმა.

მისთვისაა.

"ჯიმინი! ჯიმინი! ჩემს კარადაში ეს ყუთი შენ შეინახე?"

ჯიმინმა ყუთს შეხედა და თავი გააქნია.

"ანუ ჰობი ჰიონმა?"

ჯიმინმა თვალები დაახამხამა.
"არვიცი"

"მაშინ ვინ...?"

ჯიმინი საწოლზე წამოწვა. თეჰიონმა ამოიოხრა და აბრეშუმის ლენტს ხელი გადაუსვა.

"მოიცადე თე" წამოიყვირა ჯიმინმა და გასწორდა.

"რა?"

ჯიმინმა წარბები შეკრა, რაღაცას იხსენებდა.
"გახსოვს მოულოდნელად, რომ გვითხრეს ფან-შეხვედრაზე რომ უნდა წავსულიყავით ბუსანში?"

თეჰიონი დაეთანხმა.

"მაკიაჟი სახლში გაგვიკეთეს ხო? სტილისტებთან რომ უნდა წავსულიყავი კარიდორში ჯონგუკი შემხვდა. მახსოვს რომ რაღაცას მალავდა. მითხრა, რომ ოთახში რაღაცის დადება გითხოვია. ჩემი ნახვა არ ესიამოვნა"

Hashtag Yoonmin Is Real (GEO Trans) Where stories live. Discover now